RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

არჩევნები აფხაზეთში: თბილისი წინასწარვე წინააღმდეგი იყო

15.12.2009  |  11:00

4854.jpegაფხაზეთის არჩევნებში სწორედ მან გაიმარჯვა, ვისაც ყველაზე ნაკლებად ეპარებოდა ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. მმოქმედმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა უარი განაცხადა ფიარ-ტექნოლოგიებზე და მართალიც აღმოჩნდა. ამომრჩევლთა 60 პროცენტზე მეტმა, სწორედ მას მისცა საკუთარ ხმა. ასე რომ, მეორე ტური, რომელზედაც ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის წარმოდგენას აპირებად, არ იქნება. უცხოელმა დამკვირვებლებმა არჩევნები დემოკრატიულად და ლეგიტიმურად სცნეს. მოსკოვი, რომელსაც ყველა კანდიდატი ესიმპათიურებოდა, კმაყოფილია არჩევნების ატმოსფეროთი. თბილისი, ამ ყველაფერს ფარსს უწოდებს. აფხაზეთმა კი, კვლავ დაამტკიცა პოლიტიკური სიმწიფე და დამოუკიდებლობის უფლება.

დიდი მკითხაობა არ იყო საჭირო, რომ სერგეი ბაღაფშის გამარჯვება განგეჭვრიტა, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე. სწორედ მის ხელში მოიპოვა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა, რუსეთისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს აღიარება, მიიღო უსაფრთხოების გარანტიები და ასაღორძინებელი სახსრები.

თუნდაც, ვივარაუდოთ რომ, რუსეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ეხმარება აფხაზეთს, თუნდაც რესპუბლიკის ბიუჯეტი მოსკოვიდან გადმორიცხული თანხების ხარჯზე გაიზარდა - მაგრამ ეს ყოველივე სულაც არ ცვლის ერთ მნიშვნელოვან ფაქტს - რომ, „აფსნის - სულის ქვეყნის" ხალხისთვის ცხოვრება, უფრო იოლი და უსაფრთხო გახდა. აი სწორედ რატომ, გაიმარჯვა აფხაზეთის მმოქმედმა ხელისუფალმა სერგეი ბაღაფშმა პირველივე ტურში და წინასწარი მონაცემებით მან ხმების 59,4 პროცენტი დააგროვა.

ჯერ კიდევ წინა არჩევნებიდან მოყოლებული, მისმა მთავარმა კონკურენტმა, ექს ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ ხმათა 15,4 პროცენტი მოიპოვა. სუკ-ის ყოფილმა ოფიცერმა, ვერ შეძლო აფხაზების ნდობის დაბრუნება, რაც წინა არჩევნებისას კრემლის ზედმეტად მგზნებარე მხარდაჭერამ შელახა.

სახელწიფო კომპანია „აფხაზეთის საზღვაო ნაოსნონის" დირექტორ ზაურ არძინბას, „საქმის ადამიანს", რომელიც საომარ 90-იან წლებშიც კი ახერხებდა ფავორში ყოფილიყო, ამორჩევლთა 10,8 პროცენტი მიემხრო. ოპოზიციური პარტიის, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ლიდერ ბესლან ბუტბას, რომელმაც მზიანი რეგიონის მოქალაქეებს მოსკოვური ხელფასები აღუთქვა და მთავრობის ეკონომიკაში ჩარევის წინააღმდეგ გამოდიოდა, მხოლოდ ამომრჩევლთა 7,9 პროცენტმა მისცა ახმა.

უპარტიო პროფესორმა ვიტალი ბგანბამ ხმების 1,5 პროცენტი მოაგროვა. მან უკვე აღიარა საკუთარი დამარცხება და გამარჯვება მიულოცა სერეგეი ბაღაფშს. როგორც ექსპერტები ხუმრობენ, ბგანბამ პირადი ამბიციები დაიკმაყოფილა.

აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების საბოლოოო შედეგები, ხვალ იქნება შეჯამებული. ინაუგურაცია 2010 წლის 12 თებრვალსაა დაგეგმილი და როგორც სერგეი ბაღაფში აცხადებდა, სადად და ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე.

ამომრჩევლების გამოცხადება, წელს ძალიან მაღალი იყო - 73,4 პროცენტი. საარჩევნო უბნებზე 101 ათას 756 ადამიანი მივიდა. როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, ზოგიერთ საარჩევნო უბნებთან, დღის მეორე ნახევარში რიგები იდგა და საღამოს რვა საათისათვის ანუ უბნების დაკეტვის დროს - ყველამ ხმის მიცემა ვერც კი მოასწრო.

შესაძლოა, ამგვარი აჟიოტაჟის საბაბი მხოლოდ აფხაზების შეგნება იმედენად არ იყო, რამდენადაც ხელისუფლების გადაწყვეტილება, სხვადასხვა უბნებზე განმეორებითო ხმის მიცემის თავიდან ასაცილებლად, პასპორტში იმ პირებისათვის შტამპის ჩარტყმა, ვინც უკვე გამოხატა საკუთარი ნება. შესაძლოა ადამიანებს ეშინოდათ ნეგატიური შედეგების, თუ კი მათ დოკუმენტში ბეჭედი არ იქნებოდა.

ამ სიახლეს, რაღათქმაუნდა შეეძლო დაეფრთხო ზედმეტად მიკერძოებული დემოკრატიის მცველები. მაგრამ, ეს ასე არ მოხდა. მაგალითად, ფინელი დამკვირვებელი იოჰან ბეკმენი, რომელმაც ინტერვიუ მისცა გაზეთ „კომერსანტის" კორესპონენტს, პირიქით აღფრთოვანებული იყო არჩევნებზე ადამიანების გამოცხადებით და განაცხადა, რომ ამ პრაქტიკის შემოღება, მის ქვეყანაშიც არ იქნებოდა ურიგო.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100