RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

თბილისი ახალი სტრატეგიის ძიებაში

16.12.2009  |  12:49

4866.jpegსაქართველოს ხელისუფლება, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ახალი სტრატეგიის შემუშავებით დაკავდა. მაგრამ, ეს სულაც არ მოხდა იმიტომ, რომ მმართველი რეჟიმი რაიმენაირ სინანულს გრძნობს შარშან, 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ფაქტის გამო. ეგებ უეცრად შეიგნეს, რომ უახლოეს მეზობლებთან მიმართებაში მათ მიერ არჩეულ კურსს, ჩიხში შეყვანის გარდა არაფრის მოტანა ძალუძს. ან უბრალოდ იმან იქონია გავლენა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა პროპაგანდისტული ბურუსისგან განთავისუფლდა და ადეკვატურად შეუძლია სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაციის შეფასება, რასაც დიდად შეუწყო ხელი, ტალიავინის მოხსენებამ. თანაც, აშშ-ც ცვლის საკუთარი პოლიტიკის აქცენტებს, მოცემულ რეგიონში.

ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ექსპერტები როგორც იქნა დაკავდნენ მთავარი - სასიცოცხლო საკითხების განხილვით. მაგალითად, „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის" ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის თქმით, როგორც „როსბალტი" იტყობინება, ისინი ცვლიან შესაძლო მოქმედების სტრატეგიას რესპუბლიკებში მცხოვრების ხალხების დასაახლოვებლად. იმისთვის რომ, ადამიანებს უსაფრთხოდ შეეძლოთ საქართველო-სამხრეთ ოსეთისა და საქართველო-აფხაზეთის საზღვრების გადალახვა და ეკონომიკური თანამშრომლობა. მაგრამ, ამ ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს: გავრცელდება თუ არა ეს სასიკეთო განცხადებები, კონკრეტულ საქმეებზე. აი ამის დაჯერება კი, ჯერჯერობით რთულია.

სრულიად მოსალოდნელი უწოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციას, აფხაზეთში ახლახანს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი კოსაჩოვმა. საქართველოს გარეპოლიტიკურმა უწყებამ, შეფასება კი არ მისცა არჩევნებს, არამედ მხოლოდ ქართული მხარის მდგომარეობა დააფიქსირა.

პოლიტიკოსმა Regions.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სინანულით აღნიშნა ის ფაქტი, რომ „საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს ახალი რეალიების აღიარებაზე, რაც უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა სისტემურ დონეზე და გასული წლის აგვისტოს ყველასათვის ცნობილი მოვლენების გამო". „მაგრამ თუ კი, - დარწმუნებულია ის,- საქართველოს ხელისუფლება ამას აღიარებდა, ალბათ გაცილებით მეტს გააკეთებდა საკუთარი მოქალაქეებისათვის, რომელთა უმეტესი ნაწილი დღემდე თვლის საკუთარ თავს აფხაზეთიდან დევნილად, იმ ქართველებისათვის, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რჩებიან".

დეპუტატის აზრით, როგორც იტყობინება Regions.ru, „შექმნილ სიტუაციაში, საქართველოს ხელისუფლებამ კონცენტრირება უნდა მოხადინოს, არა გარკვეულ გეოპოლიტიკურ შეხედულებებზე, არამედ ადამიანების ინტერესებზე. სხვათაშორის, რაც ნებისმიერი ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა",- აცხადებს კოსაჩოვი.

ამგვარი აზრისაა, ქართველი პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე. ის თვლის, რომ შემუშავების პროცესში მყოფი ახალი სტრატეგია, საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობის" აღდგენის მიზანს უნდა ემსახურებოდეს, ოღონდ რბილი ძალით, ყოვეგვარი ომისა და ძალადობის გარეშე. ამიტომაც, თბილისმა ძირითადი აქცენტი უნდა გაამახვილოს:"ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებასა და სტიმულირებაზე. და საერთოდაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობებზე".

ამგვარი განწყობილებები საქართველოში, არამარტო სერიოზულ ანალიტიკოსებს შორისააა გამეფებული, არამედ პოლიტიკურ ფენებშიც. ახლანდელი პრობლემების გადაწყვეტისადმი, ამგვარის მიდგომის ერთერთი ადეპტი, საქართველოს ოპოზიციური პარტიიის „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი გახლავთ, რომელიც მოცემულ მომენტში სწორედ მოსკოვში იმყოფება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100