RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ნაურუ - აფხაზეთის ახალი მეგობარი

17.12.2009  |  09:48

4878.jpegაფხაზეთში საპრეზიდენტო არჩვნების ჩატარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა ნაურუმ. დღეს სოხუმში აფხაზეთისა და ნაურუს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ. ამასობაში თბილისში, სადაც თავს იმტვრევენ "ტერიტორიული მთლიანობის" აღდგენაზე ფიქრით, ამუშავებენ ახალ სტრატეგიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.

ინფორმაცია ახალი აღიარების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა მასმედიაში. ქართულმა პრესამ უკვე მოასწრო ენამწარობა - აფხაზეთის აღიარებისთვის კიდევ ერთი ჯუჯა სახელმწიფო ემზადებაო.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ნაურუ არის ჯუჯა სახელმწიფო წყნარი ოკეანის ერთ-ერთ მარჯნის კუნძულზე, სადაც ცხოვრობს 14 ათასი ადამიანი. მან დამოუკდიებლობა 1968 წელს გამოაცხადა.

ნაურუ არუს სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისიისა და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის წევრი. დიპლომატიური ურთიერთობები ნაურუსა და სსრკ-ს შორის დამყარდა 1987 წლის 30 დეკემბერს.

ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კირენ კეკემ განაცხადა, რომ სურს უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეს სამხრეთ კავკასიის ახალ-გამოცხადებულ რესპუბლიკებთან.

საინფორმაციო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ.

ასე თუ ისე, აფხაზეთისთვის ეს საჩუქაროა. ნაურუ გახდა მეოთხე სახელმწიფო, რომელმაც მისი დამოუკიდებლობა აღიარა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთმა აღიარა. ამის შემდეგ კი აფხაზეთთან ურთიერთობა 2009 წელს ნიკარაგუამ და ვენესუელამ დაამყარეს.

ევროპული სახელმწიფოები და ამერიკა არაერთხელ აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აპირებენ არავითარ შემთხვევაში კავკასიური რესპუბლიკების აღიარებას.

სხვათა შორის, ევროკავშირმა აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა. ევროკავშირის თავმჯდომარე შვედეთმა 14 დეკემბერს გაავრცელა ამის შესახებ სპეციალური განცხადება. მასში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს თავად ხმის მიცემის პროცედურის ჩატარების ფაქტს, მაგრამ ძველებურად არ მიიჩნევს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

იგივე პოზიცია აქვს, რა თქმა უნდა, ოფიციალურ თბილისსაც. გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე. რას მოიცავს ეს ახალი სტრატეგია ჯერჯერობით ცნობია. ქართული მასმედია იუწყება, რომ მუშაობა ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს.

ცნობილი კონფლიქტოლოგის მამუკა არეშიძის თქმით, "თუკი ამ სტრატეგიას ექნება შესაბამისი დაფინანსება და მისით დაინტერესდება მეორე მხარეც, მაშინ ეს გეგმა აუცილებლად იმუშავებს". მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია საინფორმაციო მუშაობის გაძლიერება.

არეშიძემ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ყურადღება მიექცეს ეგრეთ წოდებულ დეპრესიულ რეგიონებს, ანუ იმ სოფლებს, რომლებიც საზღვრის ახლოს იმყოფება. იქ მცხოვრები ხალხი ვერ გარკვეულა სად არის "მათი" ტერიტორია და სად სხვისი, ამიტომ ხშირია საზღვრის დარღვევის ფაქტები.

ღმერთმა ქნას, რომ ექსპერტის სიტყვები გაითვალისწინონ. მაშინ ხომ კონფლიქტური სიტუაციები შესამჩნევად შემცირდება და ხალხი აღარ იქნება სიტყვაძუნწი პოლიტიკოსების მსხვერპლი. ეს შეეხება ასევე მოზარდების გახმაურებულ ამბავს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს, ასევე მეთევზეებს და შეშის მჩეხავებს, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ სად არ აქვთ გადასვლის უფლება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100