RSS
на русском en in english
22.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მემორიალის აფეთქება: სურდათ რუსეთისთვის დაერტყათ, ტკივილი კი საქართველოს მიაყენეს

21.12.2009  |  10:40

4906.jpegქუთაისში სამამულო ომში დაცემულთა ხსოვნის მემორიალის აფეთქებისთვის მზადებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორც ქუთაისში, ისე საზღვარგარეთაც. მოსკოვში აღშფოთებულები არიან იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი წამიერი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად ხელს წევს 1941-45 წლებში დაღუპული ადამიანების ხსოვნაზე. თბილისში სასტიკად უკმაყოფილოები არიან, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ხალხის აზრი. ამის შესახებ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა ქრისტიან-დემოკრატმა გიორგი ახვლედიანმა.

უნდა აფეთქდეს, დემონტაჟი არ შეიძლება. ალბათ სწორედ ასე წყდებოდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული მემორიალის ბედი. ქუთაისის მონუმენტური კომპლექსის სხვა ადგილზე გადატანა ძალიან ძვირი დაჯდებოდა, ამიტომაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა მის ლიკვიდირება.

თუმცა ძეგლის ქვეშ ხალხის უკმაყოფილებმაც იფეთქა. ძეგლის დანგრევის წინააღმდეგ გამოვიდნენ ოპოზიციაც და საზოგადო მოღვაწეებიც. დავით ბერძენიშვილმა ამ საქციელს ვანდალიზმი უწოდა. ისტორიკოსმა მალხაზ კაკუშაძემ განაცხადა, რომ ამგვარად სააკაშვილი "თითქოს დევნის სტალინურ დანატოვარს".

თავისი პროტესტი გამოთქვა ქრისტიან-დემოკრატების ქუთაისურმა ნაწილმაც. მათ ამას "ისტორიაზე ხაზის გადასმა" და ვანდალიზმი უწოდეს. "ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის დიდი სამამულო ომის მებრძოლების უპატივცემულობა და იმ ხალხის ხსოვნის შეუარცხყოფა, რომლებიც მაშინ დაიღუპნენ",- განაცხადეს მათ.

თუმცა, როგორც ჩვენ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა აგვიხსნა, ქრისტიან დემოკრატების ოფისში, პირველ რიგში, აღშფოთებულები იყვნენ ხელისუფლების ავტორიტარული მიდგომით მსგავს საკითხებთან დაკავშირებით.

"საქართველოში ხელისუფლება უკვე მიეჩვია ხალხთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებების მიღებას. უკვე უამრავი მაგალითი იყო იმის, თუ როგორ იღვიძებდა ხალხი დილით და ძეგლები სულ სხვა ადგილას ხვდებოდათ, თუმცა არავინ იცოდა, რომ მათ გადატანას აპირებდნენ",- თქვა ქრისტიან-დემოკრატმა. მან მოიყვანა დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა თბილისის ცენტრიდან ქალაქის შემოსასვლელში. ბათუმში მემედ აბაშიძის ძეგლის დმეონტაჟი და სხვა ადგულზე გადატანა. "ამგვარად ბათუმში ერთხელ ადგილიდან გაქრა ილია ჭავჭავაძის ძეგლი",- დაამატა ახვლედიანმა.

თუმცა ქუთაისის მემორიალის გადატანას ხელისუფლება სულაც არ აპირებს. დეპუტატმა გვითხრა, რომ ქუთაისის მერის მიერ დაპირებული ხელახლა აშენება ამ მემორიალისა გულისხმობს მხოლოდ ძეგლის ერთი ნაწილის აშენებას.

დანგრევას გადაურჩება კომპოზიციის მხოლოდ ერთი ნაწილი - ახალგაზრდა მხედარი ხმლით ხელში, მაგრამ ეს ფიგურა ვერ გამოხატავს 1981 წელს აგებული მემორიალის აზრს. მხედრის თავზე აღმართული იყო თაღი, რომელიც საიქიოსა და სამშობლოს სიმბოლო იყო, ახლა კი მებრძოლი გადაიტანეს ქუთაისის სპორტული კომპლექსის წინ...

"ხელისუფლება არც ხალხს დაეკითხა რამეს და არც მემორიალის ავტორს მერაბ ბერძენიშვილს, რომელსაც გულის შეტევა ჰქონია",- აღნიშნა ახვლედიანმა. ეს ყველაფერი კი პარლამენტის გადატანის სულელურ აზრს მოჰყვა, დაამატა მან.

მმართველმა უმრავლესობამ შემოდგომის დასაწტისში პარლამენტში შეიტანა პარლამენტის შენობის ქუთაისში გადატანის იდეა. ეს თურმე იმისთვის, რომ "გამოაცოცხლონ რეგიონის ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება".

როგორც ჩვენმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, ქრისტიან-დემოკრატები წინააღმდეგი არ არიან, რომ იქ გადავიდეს პარლამენტის უმაღლესი პალატა, რომელიც შეიძლება შეიქმნას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ. "მაგრამ 1 პალატიანი პარლამენტი 15 კაცით და მთელი აპარატით მთიანად გადავიდეს - უაზრობაა. ამას გარდა, მომავალი წლის ბიუჯეთში ერთი თეთრიც კი არ არის გაწერილი ახალი პარლამენტის შენებაზე, არადა ეს ხომ უზარმაზარ თანხებთან იქნება დაკავშირებული",- აღნიშნავს ახვლედიანი.

ძეგლის აფეთქების სხვა იდეოლოგიური მიზეზეი, გიორგი ახვლედიანის თქმით, არ არსებობს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100