RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს თავზე „ყავისფერი ჭირის“ აჩრდილია

23.12.2009  |  11:00

4934.jpegქუთაისში, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი, დიდების მემორიალის საზეიმო აფეთქება, ვერ შესდგა. დროზე ადრე აფეთქდა, რამაც ქალი და ბავშვი მოკლა ნამსხვრვებით. სიმბოლურია. პრეზიდენტმა მოითხოვა გამოძიება და დამნაშავეების დაჭერა. მაგრამ, მრავალმა ადამიანმა მსოფლიოში ეს აფეთქება „სახელმწიფოებრივი ვანდალიზმის აქტად" აღიქვა. საქართველოში ქვეყნის ფაშიზმიზაციის საპროტესტო ტალღა გორდება.

ქუთაისში, დიდი სამამულო ომის წლებში დაღუპულთა მემორიალის ეგრეთ წოდებული დემონტაჟის გეგმა, თავიდანვე გააკრიტიკეს ოპოზიციონერებმა, რუსულმა უწყებებმა და საღად მოაზროვნე საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა. არ შეიძლებოდა აღშფოთება არ გამოეწვია, ცინიკურ დამოკიდებულებას იმ საერთო ადამიანური ფასეულობებისადმი, რასაც საკუთარივ განასახიერებენ ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულები - რასობრივი უმცირესობის უმრავლესობაზე უპირატესობის იდესთან ბრძოლაში დაცემულები.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხანია შეწყვიტა მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე ორიენტირება და კარგად მხოლოდ იმას მიიჩნევს, რაც ზიანს მიაყენებს ან აწყენინებს რუსეთს, ცუდი კი ყველაფერი ისაა - რაც ჩრდილოეთიდან მოდის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ აღშფოთებულ განცხადებას, ქართველმა დიპლომატებმა უპასუხეს: „რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საშინელი ჩვევა აქვს, მუდმივად ერევა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში" და თან დაამატეს, რომ „ძეგლი ძლიერ დაზიანდა 90-იან წლებში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში რუსეთის მიერ ინსპირირებული მოვლენები ვითარდებოდა. რის შედეგადაც, ამ მონუმენტს ესაჭიროება შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება".

დიდებული არკის, რომელიც სიმბოლიზირებულია დედა სამშობლოსთან და ზეციურ ცხოვრებასთან, აფეთქებას - დაარქვა ძეგლის „რეაბილიტაცია"- ცინიზმის ზღვარია. ამას გარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს პასუხში მითითებულიც კი არ არის, რომ მემორიალი უნდა გაენადგურებინათ, ვინაიდან მან ხელი „შეუშალა" ახალი პარლამენტის მშენებლობის ამბიციოზურ გეგმებს, რომელიც მომავალში ხან დედაქალქში ჩაატარებს სხდომებს და ხანაც რეგიონში.

ქუთაისის მერიის წარმომადგენლის თავის მართლება, რომლსაც ის იყო წამოსცდა მემორიალის დემონტაჟი და გადააკეთა გადატანად, GeorgiaTimes-თან ინტერვიუში, სასწრაფოდ უარყო უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა. მან განმარტა, რომ ნგრევას კომპოზიციის მხოლოდ ერთი ნაწილი გადაურჩება - ახალგაზრდა მებრძოლი ხმლით ხელში ამხედრებული ცხენზე, რომელიც უკვე დადგეს ქუთაისის სპორტის სასახლის წინ.

მემორიალის დანარჩენი ნაწილები დღეს, 21 დეკემბერს უნდა აფეთქებულიყო, ქუთაისში იუბილარის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლისათვის.

ოპოზიციური პარტიები და საზოგადოება ძეგლის გადარჩენას აპირებდნენ, მის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის შექმნით. ეს პრეზიდენტის დღესასწაულს ჩაშლიდა და აი ვიღაცამ გადაწყვიტა კიდეც, მოვლენების დაჩქარება.

მაგრამ, ეს სამსახური „დათვური" აღმოჩნდა. აფეთქებამ მანანა ჯინჭარაძის და მისი 8 წლის ქალიშვილის სიცოცხლე შეიწირა, რომლებიც შორიახლოს იმყოფებოდნენ. მათ ბეტონის ნამსხვრევები მოხვდათ. ასე რომ, ამიერიდან ახალი პარლამენტის შენობა, მიხეილ სააკაშვილის დაუოკებელი ამბიციების, ახალ მსხვერპლთა სისხლზე აშენდება.

საქართველოს პრეზიდენტი იძულებული გახდა შეეწყვიტა ვოიაჟი კოპენჰაგენში, ჩაატარა უსაფრთხოების საბჭოს სასწრაფო სხდომა და მოითხოვა „დამნაშვაეთა უმკაცრესად დასჯა". მან იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე თანამდებობიდან მოხსნა. ცოტა უფრო მოგვიანებით დააკავეს „საქმფეთქმრეწვის" ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე, სწორედ ამ კომპანიას დაევალა მონუმენტის დემონტაჟი. მას ბრალად წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის 240 მუხლი - უსაფრთხოების წესების დარღვევა, სამუშაოების ჩატარებისას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100