RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვინ კლავს ფეხმძიმე ქართველ ქალება?

24.12.2009  |  09:44

4952.jpegსაქართველოში „ღორის გრიპისგან" უკვე მესამე ორსული ქალი გარდაიცვალა. ამბობენ, რომ მათ უკვე ძალიან გვიან მიმართეს ექიმებს. მაგრამ, არავინ არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ არიან ქართველები იძულებულნი სახლებში იმკურნალონ. ამ ყველაფრის მიზეზი - ჯანდაცვის ლიბერალიზაციის პოლიტიკაა, რომელსაც სააკაშვილის მთავრობა ატარებს, სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებებისგან განთავისუფლების მიზნით.

18 წლის სოფო იოსელიანი გარდაიცვალა ქუთაისში ორმხრივი პნევმონიისგან, რომელიც „ღორის გრიპით" დაავადების შემდეგ განუვითარდა.

ტრაგედია უკვე მესამდ განმეორდა. მანამდე, კიდევ ორი ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. მთლიანად საქართველოში ვირუს A/H1N1-ისგან გამოწვეული გართულებებისგან, უკვე შვიდი ადამიანია გარდაცვლილი. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ყველა ლეტალური შემთხვევის მიზეზი - ექიმებისთვის დაგვიანებული მიმართვაა.

და რატომ არ იჩქარიან ავადმყოფები, მითუმეტეს ორსული ქალები, მუცელში ბავშვით პოლიკნინიკებისკენ? პაციენტების მიღება, მითუმეტეს ღორის გრიპით დაავადებულების, მთავრობამ უფასო გახადა. ხოლო საავადმყოფოში მკურნალობა, როგორც პირობა დადო შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ 20 პროცენტით დაფინანსდება, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი 40 პროცენტითაც.

მემგონი, პასუხი ქართველების უმეცრებაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ სიღარიბეში, რაც მკურნალობას საქართველოში მიუწვდომელ სიამოვნებად აქცევს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, იქ ადამიანებმა საერთოდ დაეკარგეს, ექიმებისთვის მიმართვის ჩვევა. ეს ძვირიანი სიამოვნებაა და არაეფექტური.

GeorgiaTimes -ი უკვე წერდა დაწვრილებით, თუ როგორ ეხმარებიან ქართველი ექიმები ერთმანეთს ფულის შოვნაში, რიგრიგობით აგზავნიან რა საკუთარ პაციენტებს, ნაცნობ კოლეგებთან. შედეგად, ავადმყოფი მკურნალობაში მთელს თავის დანაზოგს ხარჯავს და ვალებსაც იღებს. ავადმყოფობა რჩება, ხოლოდ მედიცინისადმი რწმენა კი კვდება.

რატომ ხდება ასე? როგორც ჩანს მიზეზი პოლიტიკურ სიბრტყეში იმალება. საქართველო, დასავლეთის მიერ გაღებული დიდძალი კრედიტების გამო, დადგა მათ მიერ ნაკარნახევ გარდაქმნების გზას. ყოველივე ეს, ხორცილდებოდა მილტონ ფრიდმანის შოკის ეკონომიკური დოქტრინის შესაბამისად, რომელიც ამერიკელი ნაომი კაინის მიერაა აღწერილი.

ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ჯგუფი, სარგებლობს საზოგადოების დაბნეულობით (რაც საქართველოში ომებმა და რევოლუციებმა გამოიწვია) ისაკუთრებს საზოგადოებრივი სიმდიდრის ლომის წილს და იგივეს გაკეთების საშუალებას აძლევს უცხოურ კორპორაციებს, შესაბამისად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოტყუებული რჩება.

საზოგადოებრივი კეთილდღეობის შეცვლა, რომლების გარანტირებასაც ადრე სახელმწიფო ახდენდა, ახლა „ახალმა ეკონომიკამ" უნდა მოახდინოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ „საბაზრო" ეკონომიკის პრინციპებზეა აგებული. თანაც, შესასყიდად საქმოსნებს განათლებასაც და ჯანდაცვასაც აძლევენ. პოლიკნინიკები, საავადმყოფოები, დისპანსერები - ყველაფერი კერძო ხდება. ერთი თვის წინ საქართველოს ხელისუფლებამ აუქციონზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო გამოიტანა.

მაგრამ, სამედიცინო მოსახურეობით სარგებლობა სრული მასშტაბით, ამიერიდან მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. ნაციის დანარჩენი წარმომადგენლები ნახევრად მონებად იქცევიან, რომელთა პროფკავშირული უფლებებიც, მინიმუმადეა დაყვანილი, ხელფასი მეპატრონეების სიძუნწის მიხედვით რეგულირდება, ხოლო სწავლასა და მკურნალობაზე უბრალოდ არ არსებობს სახსრები.

არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ გამოსვლის ყოველი მცდელობა, პოლიციის მიერ აღიკვეთება. ოპოზიციის ხმა კი იძირება, მმართველი უმრავლესობის ფართო მასშტაბიან სამაუწყებლო დემოგოგიაში, რომლებიც ხელისუფლებას ფალსიფიცირების გზით ინარჩუნებენ და თან ხალხზე ზრუნვის ლოზუნგებს არიან ამოფარებულნი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100