RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

თბილისმა რიტორიკის შერბილება გადაწყვიტა?

29.12.2009  |  09:57

4988.jpegგესლიანი საუბრები „ოკუპაციაზე" და „დანაშაულებრივ მარიონეტებზე" საქართველოს ხელისუფლებას ხელს უშლიან ჩიხიდან გამოსვლაში, რომელშიც თავად მან შეიტყუა საკუთარი თავი. ეს, ბოლოს და ბოლოს რუსთაველის პროსპექტზეც შეიგნეს. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბებისას, ქართველებს სურთ უხეში გამოთქმები აიცილონ თავიდან. მართებული ნაბიჯია. მაგრამ საკმარისი იქნება კი ეს, მეზობელ ხალხებთან ნდობის აღსადგენად?

რუსთაველის პროსპექტზე მდებარე პარლამენში გუშინ, არასახუმარო კამათი გაიმართა. განიხილებოდა, მთავრობის ახალი სტრატეგია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

უთანხმოების მთავარი მიზეზი ის „შერბილებული" ტერმინები გახდა, რომელთა დაცვაც ავტორებს მოუხდათ. დოკუმენტში აღარ არის „კოკოითისა და ბაღაფშის მარიონეტული და დანაშაულებრივი რეჟიმები", ანუ ის შტამპები, რომლებითაც პოლიტიკოსებმა ქართველ ობივატელებს ყურები გამოუჭედეს. ასევე, შემოთავაზებული იქნა ტერმინ „ოკუპაციის" ხმარებიდან ამოღებაც.

ამან, აგრესიულად განწყობილი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ თუ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობებს „მაკონტროლებელ ხელისუფლებებს" თუ კი უწოდებენ, როგორც ეს ახლანდელ სტრატეგიაშია აღნიშნული, ეს ვითომც და შექმნის, საქართველოს მიერ არაღიარებული სახლმწიფოების ლეგიტიმაციის საფუძველს.

საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს იმის განმარტებაც კი მოუხდა, რომ საერთაშორისო ექსპერტების რჩევით, არ ღირს შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება იმათთან მიმართებაში, ვისთანაც სამომავლოდ მოლაპარაკებების წარმოებას აპირებენ.

„როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგალითად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაზე, უნდა არსებობდეს ვიღაც, ვისთანაც ქართული მხარე შეძლებს ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებას. თუ კი, ჩვენ ვუწოდებთ ადამიანს მარიონეტს, მაშინ მასთან რაიმე პროექტის შესახებ საუბარი, შეუძლებელია",- განმარტა იაკობაშვილმა.

მინისტრმა დეპუტატებს შესთავაზა, თავად მოიფიქრონ საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინი, რომლითაც შესაძლებელი იქნება „მაკონტროლებელი ხელისუფლების" შეცვლა. ჯერჯერობით კი დოკუმენტი, რომელიც 9 ფურცელზეა განვრცობილი და ეწოდება „თანამშრომლობა დაინტერესების გზით", გვერდს უვლის რესპუბლიკების სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს.

თუმცა კი, მასში გაკვრით არის ნახსენები, რომ საუბარი ამ თემაზე, რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ უნდა დაიწყოს „სამშვიდობო მოლაპარაკებების" ფორმატში და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების კონტექსტში, გადმოსცემს Civil.ge. იაკობაშვილი აღიარებს, რომ „ოკუპაცია" - საკმაოდ შეუფერებელი ტერმიანია ამგვარი დოკუმენტისთვის.

სხვათაშორის, „ოკუპაცია" არამარტო საქართველოში გამოდის მოდიდან. ამ დღეებში ლატვიის პრეზიდენტმა დონალდ ზატლერსმა წინადადება წამოაყენა, აღარ გამოიყენონ სიტყვა „ოკუპანტი", ვინაიდან ის არ იძლევა ლატვიური საზოგადოების გაერთიანების და ნაციონალური ნიშნით სამომავლო დაპირისპირების თავიდან აცილების საშუალებას. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ წელს გამოცემულ იაპონურ სახელმძღვანელოებში, კურილის კუნძულების ჩრდილო მხარეს, აღარ უწოდებენ „ოკუპირებულს".

ეს ქვეყნებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე სამყაროში - საკითხები, მოლაპარაკებების საშუალებით უნდა გადაწყდეს. უხეში და მითუმეტეს უსამართლო იარლიყები, ვერ შეუწყობენ ხელს კონსენსუსის მიღწევას.

ამის და მიუხედავად, ქართული სტრატეგიის პროექტში კვლავ რჩება ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის" ურღვევობა, არაღიარების პოლიტიკის გატარება, „რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პროცესის შეჩერების აუცილებლობა და ამ რეგიონების სრული დეოკუპაციის მიღწევა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100