RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართველ „ვეფხვებს“ სისხლი სწყურიათ

29.12.2009  |  10:00

4990.jpegსაქართველოს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა რუსეთის მისამართით, ახალი წლის წინ, კვლავ აღმავალი გახდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იარაღის ქვეშ დადგომისკენ ქალებსა და ბავშვებსაც კი მოუწოდა, ხოლო სოხუმის უნივერსიტეტიდან განდევნილი პროფესორი პირობას დებს, რომ 2020 წელს არა თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არამედ კრასნოდარის მხარესაც კი დაიბრუნებენ!

ან საახალწლოდ ავიარეისების აღდგენის ჩაშლილმა მოლაპარაკებებმა, ან რუსეთთან ურთიერთობებში საერთო ჯამში პროგრესის უქონლობამ, შეიტანა ღვარძლი საქართველოს ხელისუფლების წინასაახალწლო განწყობაში.

ნაციონალური გვარდიის სამმართველოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთის მხრიდან ახალი ფართო მასშტაბიანი ავანტიურის" შემთხვევაში, ქართველი ხალხი სრულად უნდა დადგეს „მამულისა და თავისუფლების დასაცავად".

GeorgiaTimes-ი უკვე მრავალგზის წერდა იმის შესახებ თუ ვინ იყო გასული წლის აგვისტოში ნამდვილი აგრესორი და ვინ ემზადებოდა აქტიურად ცხინვალში „კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად". „რუსეთის არმიის შეტევის მოგერიების" ზღაპრის ახლა უკვე მხოლოდ, ქართული მასმედიის მიერ დაზომბებულ ადამიანებს თუ სჯერათ.

ასე რომ, გასული წლის აგვისტოში საქართველოს ჯარი იბრძოდა და მიხეილ სააკაშვილისთვის სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ თურმე მას რიცხობრიობით არ ძაუძს, რუსეთისას აჯობოს. ხო და ქართველმა დიდმა კომბინატორმაც, წინააღმდეგობის მოძრაობის მობილიზება განიზრახა.

„ცალკე აღებული 12 ათასი ადამიანი, ვერ შეძლებს მთელი ურდოს წინ აღმდგომას, რომელნიც მონღოლური ურდოების შთამომავლები არიან, ისინი საქართველოს საზრვრებს ემუქრება, რომლებიც შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და მისი ტერიტორიების ოკუპირება მოახდინეს",- კვლავ აცხადებს სააკაშვილი. თანაც ისე პოეტურად, რომ ალექსანდრე ბლოკის ცნობილი სტროფებიც კი გვაგონდება, რომელმაც გასული საუკუნის ბოლოს რუსი ხახლსი პოეტური ხასიათი შექმნა.

სამწუხაროდ, ქართველები მრავალრიცხოვნებით ვერ დაიკვეხნიან. ამიტომაც, მათი ოფიციალური ლიდერის არსენალში მხოლოდ საკუთარი გამორჩეულობით ტრაბახი და კავკასიაში განსაკუთრებულ როლზე უსასრულო საუბარი დარჩა. ბოლოს და ბოლოს ის ხომ ამერიკულის მსგავსი დემოკრატიის შუქურაა. და საერთოდაც, საქართველო ხომ კაცობრიობისა და ქრისტიანობის აკვანია. იმიტომ რომ აფრიკელმა პიტეკანტროფებმაც საქართველოზე გაიარეს და როგორც ამ გაზაფხულზე დაიფიცა დეპუტატმა გერმანე ფაცაციამ, ღვთისმშობელიც ქართველი იყო.

ვიღაცას ეს ანეგდოტად მოეჩვენება, მაგრამ საქართველოში დღესდღეისობით ცოტა არ არის ისეთი ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს მართლაც. იმისათვის რომ რამარტო ყოჩაღმა ჯარისკაცებმა, არამედ მზიანი საქართველოს ქალებმაც კი იარაღი აისახან და სააკაშვილის შარშანდელი ცოდვების და შეცდომების გამოსწორებას მოჰკიდონ ხელი.

როგორც მან შაბათს განაცხადა, თუ კი აუცილებლობა მოითხოვს ამას, საბრძოლველად არამარტო „ქუდზე კაცი გავა, არამედ ქუდზე ქალიც" ანუ ანდაზა, რომელიც საყოველთაო მობილიზაციას გულისხმობს.

„ყოველი ქართული ოჯახი, ყოველი ქუჩა, ყოველი ეზო, რაიონი, კვარტალი, სოფელი, ქალაქი, ყოველი დასახლებული პუნქტი და ყოველი სახლი და ოჯახი მზად უნდა იყოს წინააღმდეგობის გასაწევად და იმისათვის, რომ აუღებელ ციხესიმაგრედ იქცეს, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვისაა აგებული",- პრეზიდენტის ციტირებას ახდენს Civil.ge.

პრეზიდენტის თქმით, ხალხი ომისათვის არამარტო მორალურად უნდა იყოს მზად, არამედ ტექნოლოგიურადაც. „იგულისხმება არამარტო ფსიქოლოგიური მზადყოფნა... არამედ საბრძოლოდ აღჭურვილებიც უნდა ვიყოთ",- აცხადებს ის.

„ჩვენ იმდენ ავტომატს ვიპოვნით და უკვე გვაქვს კიდეც და ტყვიაწამალიც საკმარისზე მეტია. ახლა სულ ცოტა რამ დაგვრჩა - საჭირო რაოდენობით ადამიანის მომზადება, მაგრამ ეს თავისთავად ხუმრობით..."- ესეც გვარდიის შენობის გხსნაზე ითქვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100