RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული პასპორტები: ფალსტარტი საზღვარზე

12.01.2010  |  09:47

5056.jpegსამხრეთ ოსეთს არ სურს საქართველოსთან საზღვრების უსაფრთხოების საკითხების განხილვა. ახალი შეხვედრა, ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმების შემუშავების ჩარჩოებში, აღარ შედგება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ქართველების მიერ ოსების გატაცება კვლავ გრძელდება. კიდევ ცოტაც და სამხრეთ ოსეთს მართლაც მოუწევს სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრება, თუმცა კი ჯერჯერობით უარყოფენ, ქართველებისათვის ცხინვალში საზრვარგარეთული პასპორტების შემოღების შესახებ, საქართველოში გავრცელებულ „ინფორმაციას".

უშედეგო შრომა შეიძლება ვუწოდოთ ქართულ-სამხრეთ ოსურ მოლაპარაკებებს საზღვარზე ინციდენტების თავიდან აცილების თაობაზე. მხარეებმა ის ის იყო გაცვალეს ხუთი გატაცებული ოსი და ოთხი ქართველი მოზარდი, რომ საქართველომ კვლავ შეიპყრო ორი ოსი და ბოროტმოქმედებად გამოაცხადა ისინი. ევროკავშირის მისიამ კი, დაადასტურა მომხდარი და არც კი უფიქრია ქართული მხარის გაკიცხვა.

ყოველივე ამან, ოსეთის ხელისუფლების მხრიდან გაღიზიანება გამნოიწვია, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილმა წარმნომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების დარგში ბორის ჩოჩიევმა კატეგორიული უარი განაცხადა კავკასიაში ინციდენტების თავიდან აცილების უახლოეს შეხვედრაში, მონაწილეობის მიღებაზე.

ასევე ჩაიშალა წინა მოლაპარაკებებიც, რომელიც 17 დეკმბერს დაიწყო. მაშინ თამაშიდან გასვლა საქართველომ გადაწყვიტა, დაჟინებით მოითხოვდა რა ცხინვალში საზღვრის გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისათვის გასამრთლებული ორი სამართლადამრღვევის განთავისუფლებას.

19 დეკემბერს, ქართველი მოზარდები ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური, მათთან ერთად კი სამხრეთ ოსეთში ზაფხულში დაპატიმრებული გიორგი არჩვაძე პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის განკარგულებით შეწყალებულნი იქნენ. რასაც ხელი შეუწყვეს ქართველმა ოპოზიციონერმა ზურაბ ნოღაიდელმა და რუსეთის წარმომადგენელმა ადმიანის უფლებების დარგში ვლადიმერ ლუკინმა.

მაგრამ, უკვე შემდეგ დღეს, 20 დეკემბერს, თბილისში დააპატიმრეს სამხრეთ ოსეთის ლენინგორის (ახალგორი) რაიონის მცხოვრები ხათუნა ჩარაევა, თითქოს და 30 ათასი ყალბი დოლარით ჩანთაში. ხოლო 2010 წლის 4 იანვარს, ქართულმა პოლიციამ მოიტაცა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი გენადი პლიევი, საბაბი დასახელდა, რომ ის თითქოს და ბანდფორმირების წევრი იყო.

ორმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქემ, იმ მრავალრიცხოვან ოსთა სია შევსეს, რომლებიც საქართველოს ციხეებში იტანჯებიან, შეთითხნილი ბრალდებებით. საქართველო სასტიკად უარობს მათ განთავისუფლებას. ამას გარდა, მიუხედავად დაპირებებისა, ქართულმა მხარემ არ დაიწყო ქართველი პოლიციელების მიერ გატაცებული, სამი ახალგაზრდა ოსის საქმის გამოძიება.

ისინი ციხეებში არ ირიცხებიან. ადამიანის უფლებების ევროკომისარი ტომას ხამერბერგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ისინი უკვე აღარ არიან ცოცხლები. მაგრამ, ნოღაიდელთან ერთად მან პირობა დადო, რომ მათი ბედით სპეციალური კომისია დაინტერესდება. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა და კიდევ უფრო მეტიც, რესპუბლიკის მოქალაქეებს კვლავაც იტაცებენ.

გუშინ, რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების დარგში დავით სანაკოევმა მოუწოდა საერთაშორისო სტრუქტურებს, გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე და გაანთავისუფლონ გატაცებული ოსები.

„მოცემულ მომენტისათვის, საქართველოს ქმედებებს პროვოკაციული და აგრესიული ხასიათი აქვს, რაც იძულებულს ხდის სამხრეთ ოსურ მხარეს, რადიკალური ზომები მიიღოს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად".- აღნიშნა ომბუდსმენმა.

სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამგვარ სიტუაციაში ოსეთის ხელისუფლებას სურდეს სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება.

ახალი წლის წინ, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა გამოთქვა სურვილი, მჭიდროდ დაუხშოს საზღვარი, საქართველოდან მომავალ „სახელმწიფოებრივ ტერორიზმს". მისი თქმით, რესპუბლიკაში მომხდარი ყოველი ტერაქტის უკან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს თანამშრომლები დგანან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100