RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რუსეთსა და საქართველოს შორის კვლავ ომია. ამჯერად მილსადენის

13.01.2010  |  11:36

5070.jpegსაქართველო კვლავ ძვალივით გაეჩხირა ყელში რუსეთს. დღეს და ხვალ თურქული დელეგაცია მოსკოვში, რუსეთის ხელისუფლებასთან ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებს განიხილავს. მათ შორის „სამხრეთის დინებასაც" - მილსადენი გაზის ტრანზიტისთვის, არასაიმედო უკრაინის გვერდის ავლით. ამას შემდეგ კი, ბათუმში შეიკრიბება პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყნების სამიტი, რათა განიხილონ რუსეთის შემოვლითი ენერგეტიკული გზები, ამასთან ერთად კი, არჩევნების წინ ფიარი გაუწიონ ვიქტორ იუშენკოს.

თურქეთისა და რუსეთის დაახლოება, კვლავ გრძელდება. რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის ანკარაში შარშანდელი ვიზიტის საპასუხოდ, დღეს მოსკოვში თურქეთის დელეგაცია ჩავიდა პრემიერ ტაეპ ერდოღანის ხელმძღვანელობით.

ორმა ქვეყანა, კავკასიაში ერთბაშად რამდენიმე ერთობლივი პროექტის შესახებ შეთანხმდა. ეს ალიანსი, ორივე ქვეყნის მხრიდან მძლავრი პასუხია ევროპისა და აშშ-ს მხრიდან ზეწოლაზე. ხოლო ამ უკანასკნელთა ფავორიტ საქართველოს, ეს კარგს არაფერს უქადის. ამიტომაც, საქართველო აგრძელებს საკუთარი თავის, სუპერ-მნიშვნელოვან ტრანზიტულ სახელმწიფოდ წარმოჩენას.

შარშან, თურქეთმა თანხმობა განაცხადა, საკუთარ წყლებში გაზსადენ „სამხრეთის დინების" გაყვანაზე. ამ პროექტის ინიცირებმა რუსულმა „გაზპრომმა" და იტალიურმა კომპანია Eni-მ მოახდინეს. ეს მილსადენმა შავის ზღვის ფსკერით ნოვორასიისკსა და ვარნას გაივლის. რუსეთმა უკვე ხელი მოაწერა სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას ბულგარეთთან, სერბეთთან, საბერძნეთთან, უნგრეთთან და სლოვენიასთან.

„სამხრეთის დინება" ნებით თუ უნებლიედ ეწინააღმდეგება Nabucco-ოს პროექტს, რომელიც აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უფროსის იდეაა. ევროპულ-ამერიკული მილი მოწოდებულია შუაზიური და აზერბაიჯანული გაზი, საქართველოდან ევროპაში გაიტანოს, რუსეთის გვერდის ავლით. ამ პროექტში, გამოყენებული იქნება უკვე არსებული მილსადენი ბაქო-თბილისი- ერზრუმი.

თურქეთი ორივე პროექტში მონაწილეობს და მათ ერთმანეთის შემავსებელს უწოდებს. მოსალოდნელია, რომ რუსეთსაც შესთავაზებენ Nabucco-ში მონაწილეობას.

მაგრამ, ჯერჯერობით „ანტირუსული" მილსადენი, საიმედო სარესურსო ბაზითაც კი არ არის უზრუნველყოფილი. თურქმენული გაზის კასპიიდან ტრანსპორტირების საკითხი არ არის გადაწყვეტილი, ამჟამად თითქმის მთელი ამ ქვეყნის გაზს რუსეთი ყიდულობს კონტრაქტით. ასევე, ვაშინგტონი არ აძლევს, პროექტში ირანს მონაწილეობის უფლებას.

ჯერ კიდევ ერდოღანის ვიზიტის წინ, თურქული ნავთობისა და გაზის კორპორაციის „ბოტაშ"-ის ექს-ხელმძრვანელმა მატე გენკელმა რადიოსადგურ „გოლოს როსიი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში ივარაუდა, რომ Nabucco-ოს პროექტი მოსკოვში არ იქნება განხილული.

მოლაპარაკებებისას განსახილველად მნიშვნელოვანი თემები იქნება, „ცისფერი დინების" გაფართოება - რუსეთ- თუქეთს შორის მმოქმედი გაზსადენი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის, „გაზპრომის" მონაწილეობა თურქეთის ტერიტორიაზე ნავთობსადენის მშენებლობაში „სამსუნი-ჯეიხანი" და ასევე თურქული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის რეალიზაცია.

ერევანი ყურადღებით აკვირდება, მოსკოვისა და ანკარის დაახლოებას. სომხეთმა და თურქეთმა შარშან, მოილაპარაკეს 90-იან წლებში გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენის და საზღვრის გახსნის შესახებ. მაგრამ, თურქეთმა ამ საკითხს მაინც დაუკავშირა, ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირება. თავის მხრივ რუსეთიც შუამავლადაა ჩართული, სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებებში.

საქართველო ეჭვის თვალით აკვირდება, რუსეთის პოლიტიკას კავკასიაში. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თავისი არსის მიხედვით ენერგეტიკული დინებებისათვის ბრძოლის რეზულტატია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100