RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული რევიზიონიზმი - უაზრო და დაუნდობელი

14.01.2010  |  10:24

5081.jpeg12 იანვარს ბაქოში აზერბაიჯანელმა, სომეხმა და ქართველმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მონოგრაფია „ნარკვევები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესახებ", რომელიც უძველეს პერიოდს მოიცავს 1021 წლამდე. ამ წიგნზე მუშაობა 15 წლის წინ დაიწყო ევროსაბჭოს ინიციატივით - მაგრამ მასზე მუშაობა შეყოვნდა სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერების ისტორიისადმი ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომის გამო. ამჟამინდელი სახელწოდება კი, გამოხატავს „მათ პირად შეხედულებებს, რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე". როგორც წიგნის ერთერთმა ავტორმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა რაუფ გუსეინოვმა განუცხადა სს „რეგნუმს", „ისტორიული ნარკვევები, ამ წიგნის პირველ ნაწილში, შეუძლებელია იყოს თანამიმდევრული ან ემთხვეოდნენ ერთმანეთს ყველა საკითხში. ხშირად ის „კონფლიქტურ ჭეშმარეიტებებს" შეიცავს. შესაბამისად, ჯამში მიუკერძოებელ მკითხველს, სერიოზულად დაფიქრება მოუწევს". მხოლოდ იმის იმედი შეგვიძლია ვიქონიოთ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები საკუთარ ისტორიაზე, არ იქნება საღი აზრის საწინააღმდეგოდ გამნოყენებული. როგორც, ჩვენ ამას ხშირად ვხედავთ საქართველოს იტორიასთან დაკავშირებულ, ქართველი პოლიტიკოსების გამოსვლებში.

ამავე დღეს, როდესაც საზოგადოებას წარუდგინეს „ისტორიული ნარკვევები", შედგა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ბათუმის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, რომლის მიმდინარეობისასაც მან კერძოდ განაცხადა, რომ: „ქვეყანა, რომელსაც ხუთჯერ უფრო ნაკლები ისტორია აქვს, ვიდრე ჩვენ, ჩვენს საკუთარ ისტორიულ ტერიტორიებს გვედავება და გვეუბნება, რომ ეს არც არსოდეს ყოფილა საქართველო - ამ ქვეყნის პრობლემა იმაში მდგომარეობს... - რომ, ეს ძალიან დიდი კულტურის და ისტორიული განათლების მქონე ქვეყანაა, - მაგრამ, ამჟამად ხშირად გადაწყვეტილებას, აფსოლუტურად უცოდინარი ადამიანები იღებენ და მათ ალალად სჯერათ, რომ აფხაზეთში, მართლაც არასოდეს ყოფილან ქართველები". ეს პასაჟი ფრიად აღსანიშნავია იმის გამო, რომ ის დიპლომატიურად რომ ვთქვათ, უამრავ არასწორ ინფორმაციას შეიცავს.

ვინაიდან, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საუბარი რეუსეთზეა - გავარჩიოთ ეს გამოთქმა დეტალურად. რუსული სახელმწიფოებრიობა, რომც ემხრობოდეს „ნორმანდიულ" თეორიას - მოითვლის 11,5 საუკუნეს. ქართული - კათოლიკურიო სამეფოს არსებობიდან მოყოლებული ანუ 23 საუკუნიდან. ხუთმაგი უპირატესობა როგორც არ უნდა ვდათვალო, მაინც არ არის. თუმცა კი, თუ კი ათვლას ქართული ისტორიის დასაწყისიდან დავიწყებთ, ქართველი ადამიანიდან (Homo georgicus), რომლებიც 1,7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდენენ - ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელმძღვანელის მიერ გამოიცხადებული ციფრები, შესაძლოა შემცირებულიც კი აღმოჩნდეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100