RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

თურქული გამბიტი - 15.01.2010

15.01.2010  |  09:43

5092.jpegრუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმერ პუტინის და თურქეთი პრემიერ მინისტრი თაიფ ერდოგანის, ასევე სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები ერევანში დახდა კავკასიის პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. მრავალი წლების განმავლობაში გროვდება ის პრობლემები, რომლებიც ამ შეხვედრების დროს წყდებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა თანამშრომლობა ბირთვულ ენერგეტიკაში, «სამხრეთის ნაკადის» და სამსუნ-ჯეიჰანის გაზსადენის მშენებლობა, რუსეთსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება. ამ ღრმად ეკონომიკური საკითხების გარდა, მოლაპარაკებებზე შეეხნენ ბევრად უფრო რთულ თემებსაც - სიტუაცია კავკასიაში, სომხურ-თურქული ურთიერთობები, მთიანი ყარაბახის პრობლემა.

არსებული პრობლემების განხილვა შემთხვევითი არ ყოფილა, რადგანაც რუსეთი შუამავლის როლში გამოდის თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ მისმა სომეხმა კოლეგამ ედუარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ სომხეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ აღდგეს უახლოეს ვადებში სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები და განვითარდეს ორმხრივი კავშირი. ამ დოკუმენტებს ხელი მოეწერა 2009 წლის 10 ოქტომბერს, ამა წლის 12 იანვარს კი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა ისინი.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია რუსეთი, რადგანაც შეთანხმებების რატიფიკაციის შემდეგ გაიხსნება თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს ამ უკანასკნელს დაუკავშირდეს საქართველოს გავლის გარეშე. ამას გარდა, საზღვრის გახსნა და ვაჭრობის განვითარება თურქეთთან შეიძლება დაეხმაროს სომხეთის გართულებულ ეკონომიკურ სიტუაციას. მოკლედ, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი ისეთი ადვილი არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. სომხეთში ბევრი პოლიტიკოსი თვლის, რომ ამან შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს სომხეთისა და მთიანი ყარაბახის უსაფრთხოება. ისინი უკვე ეცადნენ, რომ ხელმოწერილი დოკუემენტებში სომხეთის კონსტიტუციის საწინააღმდეგო შინაარსი წარმოეჩინათ. როგორც ჩანს, პარლამენტის სხდომის დროს, რომელიც დოკუმენტების რატიფიკაციას მიეძღვნება ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ დაბლოკონ ეს შეთავაზება.

მეორეს მხრივ, თურქეთის პრემიერი თაიფ ერდოგანი აცხადებს, რომ «აუცილებელია მოეღოს ბოლო აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციას», ის გულისხმობდა მთიანი ყარაბახის პრბლემას. მსგავსი პოზიცია საეჭვოა დაეხმაროს თურქულ-სომხური ურთიერთობების წინსვლას. არც არსებლი პრობლემა უნდა დავივიწყოთ თურქეთის მიერ 1915 წელს სომხების გენოციდის აღიარების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ეს აღიარება არის თურქეთის ევროკავშირში შესვლის აუცილებელი პირობა.

სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული პრობლემები ძალიან ცახლართულია პუტინმა განაცხადა, რომ «მთიანი ყარაბახის პრობლემაც და თურქულ-სომხური პრობლემაც ძალიან რთულია, მე არ ვთვლი მარებულად ყველა პრობლემის ერთად თავმოყრას. თუკი ყველაფერს კვლავ გროვად დავაყენებთ, მაშინ მათი გადაჭრის ვადებიც ძალიან შორს გადაიწევს». სერიოზული პროვლემაა ის, რომ სომხური მხარე საკმაოდ გაფაციცებით ადევნებს თვალყურს რუსეთის პოზიციას. როგორც გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა სტეან გრიგორიანმა თქვა, «რუსეთმა არ უნდა გადაჭრას თავისი პრობლემები სომხების ტერიტორიების ხარჯზე».

სიტუაცია საკმაოდ არაერთგვაროვანია, რადგანაც იმის შანსები, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს, საკმაოდ დაბალია. რა შეუძლია გააკეთოს რუსეთმა შექმნილ სიტუაციაში? რა თქმა უნდა, მან ეკნომიკური საკითხები უნდა გამიჯნოს ემოციურ-პოლიტიკურებისგან. როგორც ჩანს, თურქეთს, რომელიც ევროკავშირში შესვლით არის დაინტერესებული, ადრე თუ გვიან მოუწევს სეომხების გენოციდის აღიარება - რადგანაც ევროკავშირი არ გადათქვამს ამ მოთხოვნას. როგორც კი ეს პრობლემა გადაიჭრება სომხეთი იძულებული გახდება რაიმე ზომები მიიღოს ყარაბახის პრობლემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სანამ მხარეები არ დამშვიდდებიან და საღი გონებით არ დაფიქრდებიან, არაფერი მოგვარდება. არადა ამ პრობლემის გადაჭრით ხომ პირველ რიგში მშვიდობიანი ხალხია დაინტერესებული.

 

ტიმოფეი შევიაკოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100