RSS
на русском en in english
13.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პანფილოვის სატელიტური თეფში

18.01.2010  |  09:24

5099.jpegსაქრთველოს მასმედიის სფეროში წლის დასაწყისიდანვე გასაოცარი ამბები ხდება. თითქოსდა იანვრის დასაწყისში დაიწყო ინტერნეტ-მაუწყებლობა «პირველმა კავკასიურმა» ტელეარხმა და ის უკვე 15 იანვარს თანამგზავრზე გაუშვეს. საინტერესოა, რომ არხის გახსნას, რომელსაც ქართველებიც კი ანტირუსულად მიიჩნევენ, სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. რადგანაც ეს არხი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბაზაზე შეიქმნა, ამ უკანასკნელის თანამშრომლებს ცოტა შევიწროვება მოუწიათ. ასე რომ, საქართველოს საზოგადოებრივი რადიო, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკარგულებაშია როგორც ოფიციალურად განაცხადეს, «რეორგანიზაციის რეჟიმზე გადავა» - ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უამრავ ხალხს გაათავისუფლებენ სამსახურიდან. რაიოდან გეგმავენ 200 ადამიანის გათავისუფლებას.

როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, «სავსებით აშკარაა, რომ ეგრეთ ქოდებული რეორგანიზაცია და 200 ადამიანის გათავისუფლება დაკავშირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბაზაზე «ახალი კავკასიური» არხის მიერთებით». შეგახსენებთ, რომ, როდესაც არხი მხოლოდ პროექტის სახით არსებობდა, საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ მასში დიდ თანხები ჩაიდებოდა. პრაქტიკაში კი აღმოჩნდა, რომ მაუწყებლობა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და რუსეთის ტერიტორიებზე განხორციელდება უკვე არსებული მასმედიის საშუალებების შეკვეცის გზით. ცაგარეიშვილის ინფორმაციით, «თანამდებობებიდან მოხსნის შემთხვევაში საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს თანამშრომლები საპროტესტო აქციებით დაიცავენ თავიანთ უფლებებს».

იმავდროულად «პირველი კავკასიურის» მცირერიცხოვანი თანამშრომლები ოპტიმიზმით არიან აღსავსენი. ექსტრემალური ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, რომელმაც ახლახან მიიღო საქართველოს მოქალაოქეობა მიღწევად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ტელეარხის გვერდი ერთი კვირის მანძილზე დაახლოებით 100 000-მა ადამიანმა ინახულა. ეს რიცხვი პანფილოვის სინდისზე დავტოვოთ, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს თავი გამოიჩინა განსაკუთრებულად მწვავე ანტირუსული გამოსვლებით და არაერთხელ ამხილეს ტყუილში ფაქტების გადმოცემისას. სავსებით აშკარაა, რომ ინტერნეტ მაუწყებლობის პირველი კვირის სტატისტიკა - და საერთპდ ნებისმიერი ინტერნეტ-პროექტის პირველი კვირის არსებობის სტატისტიკა, თანაც ასეთ დონეზე «გარეკლამებულია» - სულაც არ არის საჩვენებელი. მით უმეტეს, რომ საუბარია საახალწლო არდადეგების ბოლო კვირაზე, როდესაც მოცლილი ინტერნეტ-მომხმარებლები იქექებიან ინტერნეტში რაიმე ექსტრემალური ეგზოტიკის ძიებაში, რომელსაც, უსიტყვოდ, მიეკუთვნება «პირველი კავკასიურიც».

სავსებით გაუგებარია, რაში დასჭირდა ამ პროექტს თანამგზავრზე გაშვება - ის ხომ პირველ რიგში ორიენტირებულია რუსულ აუდიტორიაზე, ხოლო სპეციალურად ნამდვილად არ მომართავს არც ერთი რუსი სატელიტურ თეფშს ალა დუდაევას ცქერით დასატკბობად. თანაც საკაბელო ტელევიზიების პაკეტში «პირველი კავკასიურის» მოხვედრაც ნაკლებ სარწმუნოა. მიუხედავად ამისა, პროქართულად განწყობილი ჟურნალისტები მომავალს იმედი თვალით უცქერენ. პაველ შერემეტმა თავის ბლოგზე დაწერა: «ის, რომ მოსკოვის რეაქცია ისტერიკის ზღვარზე იქნება, უეჭველია». მეორეს მხრივ, ექსპერტმა დსთ-ს საქმეებში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა მოდესტ კოლეროვმა განაცხადა, რომ «რუსეთს არაფერი აქვს სანერვიულო». ამასთანავე ის თვლის, რომ ახალი ტელეარხის მიერ დასახული მთავარი ამოცანა არის «სამხრეთ კავკასიაში რუსეთის საინფორმაციო და თავდაცვითი ინფრაქტრუქტურის დანგრევა». სწორედ ამიტომ იწვევს ეჭვს პანფილოვის დაპირება, რომ ის საქართველოსა და კავკასიაში მიმდინარე პროცესებს ობიექტურად აღწერს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100