RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ფსონი არჩევნებზე

19.01.2010  |  10:33

5112.jpegუკანასკნელი დღეების განმავლობაში, პრესამ, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, ძირითადი ყურადღება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დამკვირვებლების გარშემო განვითარებულ სკანდალებს დაუთმო. ამავ დროულად კი, არანაკლებ საინტერესო მოვლენები ვითარდება თავად საქართველოში. ორშაბათს, 18 იანვარს, ოპოზიციური მოძრაობის „დაიცავი საქართველოს" ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხდა, რომ საქართველოში იმატა ანტიამერიკულმა განწყობილებებმა. ამას გარდა, ოპოზიციონრემა განაცხდა, რომ ამის შესახებ ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინსაც ესაუბრა, მისი საქართველოში ვიზიტისას, ამა წლის 11 იანვარს. „არავინ მოიტყუოს თავი, რომ ამერიკა აქ პოპულარულია",- დასძინა გაჩეჩილაძემ.

ერთი დღით ადრე, კვირას, ქართული ოპოზიციის ლიდერები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიშლინ კალმი-რეს შეხვდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას მათ ისაუბრეს, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის სერიოზული გაუარესების შესახებ. როგორც განაცხადა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ: „ქალბატონმა კალმი-რეიმ აღიარა, რომ ოპოზიციის მიერ აღწერილი სიტუაცია საქართველოში, არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც მას წარუდგინეს სახელისუფლებო სტრუქტურებში".

უნდა აღინიშნოს, რომ ფრიად დაძაბული სიტუაცია იქმნება. ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის მიმდინარეობისას, ყურადღების აქცენტირება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ადამინის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დარღვევებზე, ასევე მასმედიასა და სასამართლოზე განხორცილელებულ პოლიტიკურ რეპრესიებსა და ზეოწოლაზე. მისი თქმით: „საქართველო ტოტალიტარულ ქვეყანად გარაიქმნება, სადაც ადგილი არ აქვს დემოკრატიას". განცხადება, სიმართლე რომ ითქვას, საკმაოდ მკაცრია - მითუმეტეს, როცა მას რომელიღაც მარგინალი კი არ ახმოვანებს, არამედ ქვეყნის ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე. არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე, ოპოზიციის ლიდერებმა ქალბატონ კალმი-რეის სთხოვეს, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მოვლინება - პირველ რიგში ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე მიმდინარე სასამართლო პროცების კანონიერების გასაკონტროლებლად.

გაჩეჩილაძის გამოსვლას რაც შეეხება, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსი დარწმუნებულია - სააკაშვილი მაისში ადგილობრივი არჩევნების რეზულტატების ფალსიფირებაზე წავა. მისი აზრით: "სააკაშვილი - ბოროტმოქმედია, კაცთმოძულე, ის არღვევს კანონს" და ამიტომაც ოპოზიციური ძალები ვალდებულნი არიან მხარი დაუჭირონ მოსალოდნელ საპროტესტო ტალღას.

ამგვარად, სრულიად ნათლად ჩანს, რომ ოპოზიცია ფრიად კატეგორიულადაა განწყობილი - და ისიც უდავოა, რომ შექმნილ სიტუაციში, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია დამნაშავე. ერთ თვეის მანძილზე მაკკეინის სკანდალური ვიზიტი, სკანდალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე სკანდალი უკრაინელ არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების გარშემო - ყოველივე ეს სააკაშვილის უკომპრომისო პროამერიკულ პოზიციაზე მიუთითებს და იმაზე, რომ მას არანირი სურვილი არ აქვს, ვინმეს აზრს გაუწიოს ანგარიში. სრულიად გასაგებია, რომ ქართული ოპოზიციისათვის, ამ წლის მაისში დანიშნული ადგილობრივი არჩევნები - რეგიონალურ დონეზე, შესაძლოა დედაქალაქის მასშტაბითაც კი, მმართველობის ბერკეტების ხელში ჩაგდების სერიოზული შანსია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100