RSS
на русском en in english
04.12.2016
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საბრძოლო რეზერვები

20.01.2010  |  13:53

5127.jpegგასული წლის 26 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გვარდიის სამმართველოს ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის დაიწყოს რეზერვისტების მომზადება «მტერთან საბრძოლველად». ალბათ, აუცილებელია მოვახიდნთ სააკაშვილის სიტყვიდან ყველაზე საინტერესო მომენტების ციტირება. «საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს ომი და ჩვენ ყოველ დღე გვემუქრებიან, მაგრამ მტერს არ უნდა გაუჩნდეს ილუზიები, რადგანაც ნებისმიერი ავანტიურა უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდება ყოველო სამხედროსა და ყოველი მოქალაქისგან». «ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის ქალებიც, რომ ისინი მომზადებულები და შეიარაღებულები იყვნენ მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ყოველი ქალაქი, სახლი, ქუჩა და ოჯახი უნდა გახდეს წინააღმდეგობის ადგილი, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის».

ამგვარად აღებულია გეზი, რომ მოხდეს «შეიარაღებული ერის» კონცეფციის რეალიზება. ამას გარდა, წელს საქართველოში ამოქმედდება სარეზერვო სამსახურის ახალი სისტემა. კანონპროექტის თანახმად, რეზერვისტები შეირჩევიან ნებაყოფლობით და სავალდებულო საფუძვლებზე, ამასთანავე მოხალისე შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე 27 წელს ზემოთ. ახალი სისტემით სახელმწიფო რეზერვისტებთან დადებს 4 წლის კონტრაქტებს, ნახევარწლიან სამხედრო წვერთნებში მონაწილეობის მიღებისთვის კი ისინი მიიღებენ ხელფასს, რომელიც გაუტოლდება საქართველოს რეგულარული ჯარის კაპრალის ხელფასს. ზედმეტია იმის თქმა, რომ რეზერვის ინსტრუქტორები ინებიან სამხედრო სპეციალისტები ამერიკიდან და ნატოს ქვეყნებიდან, თავად რეზერვის ფორმირების სქემაც პრაქტიკულად მთლიანად აკოპირებს ამერიკის ეროვნული გვარდიის ფორმირების პრინციპებს. მხოლოდ პირველი 4 წლის განმავლობაში ვარაუდობენ 3000 სამხედრო სპეციალისტის მომზადებას.

კარგი იქნებოდა კიევ ერთი ციტატის მოყვანა. «ასი ათასი, ორასი ათასი, სამასი ათასი, თუ საჭირო გახდება ნახევარი მილიონი ადამიანიც უნდა დადგეს იარაღით ხელში. ჩვენ ამისთვის საკმარისი ავტომატები გვაქვს». უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი პრეზიდენტი ან ვინმს გამწარებას ცდილობს, ან ცდება. 2008 წლის აგვისტოს გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ქართველ რეზერვისტებს სულაც არ სურთ თბილისის მოქმედი რეჟიმისთვის სიცოცხლის გაწირვა. ბევრს ახსოვს რეზერვისტთან ბატალიონები, რომლებიც რუსეთის ჯარის წინ მთელი შემადგენლობით ყრიდნენ იარაღს. აი ქალების მომზადება სამხედრო დაპირისპირებისთვის კი ალბათ უფრო ეროტიული ფანტაზიების სფეროს მიეკუთვნება. რა თქმა უნდა, რიგ ქვეყნებში არსებობს სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც მთლიანად ქალებისგან შედგება, მაგრაბ საეჭვოა საქართველოსთვის ღირდეს მაგალითის აღება ჩინეთისგან, ლიბიისგან ან ერაყისგან.

უნდა გვესმოდეს, რომ ნახევარმილიონიანი ჯარი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წარმოსახვაში არსებობს. მოქმედ არმიაში არის რამდენიმე ატელობით ათასი ადამიანი და ასეთ შემტხვევაში შეუძლებელია მსგავსი სცენარის გათამაშება. მოკლედ, არ ღირს იმის დავიწყება, რომ რაღაც მსგავსის შექმნის პრეცედენტი ისტორიაში უკვე იყო. რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმე გერმანიის დასაცავად მიტოვებული ქვედანაყოფები ფოლკსშტურმი და ჰიტლერიუგენდი. მათი საბრძოლო ხარისხი ნულოვანი იყო, სამაგიეროს პატრიოტული შემართება ზღვარს გადასული. არსებითი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი პრეზიდენტი, ნაცისტური გერმანიის ლიდერისგან განსხვავებით, რაც არ უნდა სამწუხარო უნდა იყოს ამის აღიარება, არ არის ქარიზმატული ლიდერი და საეჭვოა მას გამოუვიდეს პენსონერებისა და სკოლის მოსწავლეების დარწმუნება იმაში, რომ საჭიროა სამშოლოსათვის ბრძოლა სისხის უკანასკნელ წვეთამდე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100