RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მეოთხე სამეფისნაცვლო

21.01.2010  |  09:25

5135.jpegაღსრულდა ის, რასაც უკვე ორი თვეა მოუთმენლად ელოდა რუსეთის და ამიერკავკასიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, შესაბამისად რეგიონის ექსპერტებიც. გასული წლის 12 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ დაანონსებული „ჩრდილო კოვკისიაში მდგომარეობაზა პასუხისმგებელი პირის" დანიშვნა. შეგახსენებთ, რომ არაერთი კამათი იყო როგორც რწმუნებულის პოტენციური კადიდატურების გარშემო, ასევე რეგიონის მართვის სქემის შესახებ, ვიანიდან სრულიად ნათლად იყო ნათქვამი, რომ ეს ადამიანი „მითითებებს მისცემს მინისტრებსა და გუბერნატორებს". გამართლდა ექსპერტთა ერთი ნაწილის ვარაუდი, რომ ჩრდილო კავკასია გამოეყოფოდა სამხრეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შემადგენლობას - ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სტრუქტურა მეტად დიდი და მოუქნელი იქნებოდა..

თუ კი სტავროპოლის მხარის ნაციონალური რესპუბიკისგან, ჩრდილო-კავკასიური ფედერალური ოლქის შექმნამ გაოცება არ გამოიწვია - სამაგიეროდ, კრასნოიარსკის ყოფილი გუბერნატორის ალექსანდრე ხოლოპინის მთავრობის ვიცე-პრემიერად და პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენლდ დანიშვნა რეგიონში, მრავალი ადამიანისთვის სიურპრიზად იქცა. საქმე იმაშია, რომ კრასნოიარსკის გუბერნატორის ფიგურა, ამ ორი თვის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა ხსენებული შესაძლო კანდიდატურებს შორის. არადა უამრავი ვარიანტი არსებობდა - დიმიტრი კოზაკიდან დაწყებული, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმოქმედი პრეზიდენტის რამზან კადიროვის ჩათვლით. სახელდებოდა სავსებით მოულოდნელი ფიგურებიც - მაგალითად, ისეთი როგორიცაა, კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვლადიმერ სურკოვი. დიდი არჩევანის და მიუხედავად, ნათელი იყო, რომ ახალი „კავკასიის რწმუნებულის" პერსონა მრავალს გააოცებდა და ასეც მოხდა.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს თანამდებობა მართალია არ არის „მომაკვდინებელი", როგორც ამას მრავალი ექსპერტი წინასწარმეტყველებს - მაგრამ, ფრიად რთული მისია ნამდვილად გახლავთ. ჩრდილო-კავკასიაში არსებული უმარავი პრობლემების გარდა, რეგიონზე პასუხისმგებელ ვიცე-პრემიერს სურს თუ არ სურს, მოუწევს კავკასიის ქედს იქით განვითარებული მოვლენებისთვის ყურადღების მიქცევა. ის რომ, ამ თანამდებობაზე დაინიშნა სამოქალაქო პირი, სრულიად ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება საკუთარ სამხრეთ მეზობლებთან ურთიერთობების დამყარებას, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს. აშკარაა ისიც, რომ ამ დრომდე პოლიტიკა რომელსაც სამხრეთ ფედერალურ ოლქში ატარებდნენ, გარკვეულ წილად არასწორი იყო. ერთის მხრივ - სოჭის გარშემო ფუსფუსი და 2014 წლის ოლიმპიადისათვის მზადება, მეორეს მხრივ - საერთო ფონზე პრაქტიკულად მშვიდობიანი ჩეჩნეთი და იქვე - პრობლემატური დაღესტანი. ჩრდილო კავკასიის განცალკევება, ჩემის აზრით, არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე ყურადღების კონცენტრირების საშუალებაა - ანუ ხლოპონინი ოლქში ფაქტიურად კრიზისულ რწმუნებულად მიავლინეს. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დარგში სერიოზული გამოცდილება გახდა, ერთერთი უმთავრესი არგუმენტი, მის სასარგებლოდ.

რაც შეეხება ამიერკავკასიის რესპუბლიკების სავარაუდო რეაქციას, განხორციელებულ ცვლილებებზე საფიქრებელია, რომ ამ სიახლეს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან საკმაოდ ცხარე რეაქცია მოჰყვება. გარდაუვალია, რუსეთის იმპერიის კავკასიურ სამეფისნაცვლოსთან შედარებაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მის შემადგენლობაში შედიოდა, ამჟამად დამოუკიდებელი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიები - ხოლო მეფისნაცვლის ფუნქციებში პირველ რიგში, რეგიონის სამხედრო მმართველობა და აჯნყებებისა თუ მღელვარების დათრგუნვა გახლდათ. შეგახსენებთ, რომ პირველი კავკასიურო სამეფისნაცვლო, იმპერატორმა ეკატერინე მეორემ შექმნა 1785 წელს - საწყის ეტაპზე საქართველოს დასაცავად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100