RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სამხედრო თამაშები

22.01.2010  |  15:02

5149.jpegხანდახან ძალიან საინტერესო რამეს იტყვიან ხოლმე ქართველი ოფიციალური პირები. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ 2010 წელს არ გაიზრდება სამხედრო ხარჯები და, უფრო მეტიც, პროცენტული მაჩვენებლით ბიუჯეტში თავდაცვის წილი შემცირდება. ეს გასაოცრად ჟღერს, თუკი გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილის წინასაახალწლო განცხადებას იმის შესახებ, რომ მას მასშტაბური გეგმები აქვს რეზერვისტების მომზადების შესახებ 2010-2014 წლებში. როგორც ჩანს, სამხედრო ბიუჯეტის ძველ დონეზე შეჩერების შემდეგ, ხარჯები მოქმედ ჯარზე არსებითად შემცირდება - რადგანაც რეზერვისტების მომზადების ცენტრები, ასევე მათთვის შეიარაღების შესყიდვა მოითხოვს ფინანსურ ნაკადებს. ამგვარად, ქართული ჯარი აგვისტოს შემდეგ დაპირებული მოდერნიზაციის გარეშე დარჩება. არც კი ღირს იმის ხსენება, რომ შეიძლება პრობლემები შეიქმნას ჯარისკაცებისთვის ხელფასების გადახდისას.

აქედან გამოდის სავსებით აშკარა დასკვნა, რომ რეალურად არანაირი რეზერვისტთა მომზადება აღარ იქნება - იმიტომ რომ საეჭვოა სააკაშვილმა გარისკოს ჯარის ლოიალურობით. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ საქართველოს სერიოზული პრობლემები შეექმნა პარტიონერის მიერ დაპირებულ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით - ძირითადად ქაღალდზე დარჩა არმიის ბრძოლისუნარიანობის აღდგენისთვის საჭირო დაპირებები. უნდა შეგახსებთ ასევე ის, რომ დასავლეთმა საქართველოს გამოუყო მილიარდი დოლარი 2012 წლამდე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის. ეს სახსრები იყო ერთგვარი «სადაზღვევო ბალიში», რომელმაც შეარბილა გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის 4%-ანი შემცირება. მხოლოდ ამ თანხების წყალობით გადარჩა შარშან საქართველო განადგურებას ფინანსური კრიზისის გამო. როგორც ჩანს, ეს კრედიტიც ადრე თუგვიან დამთავრდება - სწორედ ამიტომ განაცხადა ბაინდურაშვილმა თავისი გეგმების შესახებ, რომ აპირებს გაყიდოს ანაკლიაში შავი ზღვის პორტის აშენების უფლებები. ასევე აპირებენ ჰიდროენერგეტიკის რამდენიმე პროექტისა და სახელმწიფო საკუთრების გაყიდვას. ვარაუდობენ, რომ ყველა ეს ღონისძიება საქართველოს ბიუჯეტს 3 მილიარდ დოლარს მოუტანს.

მოკლედ, უნდა დავუბრუნდეთ საქართველოს ჯარის იუჯეტის საკითხს. აგვისტოს ომის შედეგების მიხედვით რესპუბლიკის ჯარი სერიოზულად დასუსტდა. ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების დიდმა ნაწილმა სერიოზული დანაკრგები იგემა ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში. სხვათა შორის, რაც შეეხება ტექნიკას, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ საქართველომ სამხედრო ქმედებების დროს დაკარგა ტანკებისა და იარაღების დიდი ნაწილი - ახალი ჯავშანტექნიკის შეძენა კი ბიუჯეტის ასეთი მასშტაბების მიხედვით სრულებით არ არის გათვალისწინებული. ამგვარად, გასული წლის განმავლობაში ჯარი გონს მოდიოდა. მიუხედავად ამისა, ქვედანაყოფების სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფაზე საუბარიც ზედმეტია - ამერიკა, რომელიც მას სამხედრო «ჰუმანიტარულ» დახმარებას დაპირდა, დაკავებული იყო საკითხებით, რომლებიც დაკავშირებული იყო კრიზისიდან გამოსვლასთან. სხვანაირად შეიძლება ითქვას, რომ 2010 წლის დასაწყისისთვის ქართული ჯარი ძველებურად დასუსტებულია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100