RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ნატო - საქართველოს დილემა

29.01.2010  |  10:31

5204.jpegერთერთი მთავარი საკითხი, რომელიაც საქართველოსა და რუსეთს შორის უთანხმოებას იწვევს - ამ პატარა კავკასიური რესპუბლიკის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილია. რუსეთი არც არასოდეს ფარავდა, საკუთარ უკმაყოფილებას ამის გამო. მიუხედავად ბუქარესტის 2007 წლის სამიტის გადაწყვეტილებისა, რუსეთის ორი მეზობელი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლა გადაიდოს, ამ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობა, ალიანსის წევრობაზე ოცნებობს. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ არენაზე პრაქტიკულად არ არსებობენ პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები და საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის იმედგაცრუებული ნატოს უსაფრთოხების პერსპექტივებთან დაკავშირებით, ქვეყნანაში სულ უფრო ხშირად გაისმის ნეიტრალიტეტისადმი მოწოდება.

საქართველოს ექსპერტთა საზოგადოება სულ უფრო მეტად ემხრობა იმ აზრს, რომ აგვისტოს მოვლენების და თეთრ სახლში ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ საქართველოს ალიანსში შესვლა, ძალზე ბუნდოვან პერსპექტივად იქცა, ქვეყნის ხელმძღვანელობა მაინც ცდილობს თანამოქალაქეების დარწმუნებას, რომ ნატოს კარი პატარა და ამაყი დემოკრატიისათვის ხსნილია. ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აქტიურად ალაპარაკდნენ ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეხვედრის წინ.

უნდა აღინიშნოს, რომ პრინციპში ვაშინგტონი მხარს უჭერს საკუთარ პარტნიორს კავკასიაში, თუმცა ამერიკულ-რუსული „გადატვირთვის" ფონზე ცდილობს არ გააღიზიანოს მოსკოვი და ცალკეული, მორიგი დაპირებებით შემოიფარგლება. რაც დაახლოებით ასე ჟღერს: რადგან დაგპირდით ნატოში გაწევრიანებას, პირობას შევასრულებთ - როდესმე, მაგრამ ვადების განსაზღვრა ვერაფრით ხერხდება. სწორედ ამდაგვარი დაპირებების მოსმენა მოუწიათ ქართველ პოლიტიკოსებს, ამ შეხვედრის მიმდინარეობისასაც.

ბუქარესტის 2007 წლის ნატოს სამიტის დაპირებები, აუცილებლად იქნება აღსრულებული და საქართველო ალიანსის წევრი გახდება, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესათან შეხვედრის შემდეგ, იტყობინება „ინტერფაქსი". ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, ნატოს გენერალური მდივნის საქართველოს მონახულების პერსპექტივაც. თარიღი არ არის დაზუსტებული, მაგრამ როგორც აცხადებენ, ეს ვიზიტი უახლოეს თვეებში განხორციელდება. ასე რომ, ქართული გაზეთებში და ტელეარხებზე კვლავ აქტუალურია, ქვეყნის ალიანსში გაწვრიანების პერსპექტივების თემა.

ოპოზიციის ნაწილი, ამ საკითხში მმართველი „ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ ხაზს ეთანხმება. მაგალითად, გუშინ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე, როგორც ქართული მამსედია იტყობინება, აცხადებდა:"ნატოს ყველა სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ხელ შეუწყობს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებას". საქართველოს განათლების ყოფილმა მინისტრმა გია ნოდიამ გუშინ ჟურენალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის ნატოში შესვლა - შეუქცევადი პროცესია. ჭორები იმის შესახებ, რომ ნატომ საქართველო ჩამოწერა, გადაჭარბებული აღმოჩნდა.- განაცხადა ექსპერტმა გია ნოდიამ, ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გუშინდელი შეხვედრის შედეგების კომენტირებისას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100