RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მეხსიერების დემონტაჟი

03.02.2010  |  10:44

5230.jpegმეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 65-წლისთავი, საქართველოს ხელისუფლების მორიგმა ვარვარულმა ქმედებამ გაახუნა. ქუთაისის მემორიალი კვალდაკვალ 27 იანვარს, აჭარის სოფელ დიკნოსში, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სამამულო ომში დაღუპულთა ძეგლის დემონტაჟი მოხდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ მოსკოში „შეშფოთებულები არიან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, დიდ სამამულო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების მორიგი ფაქტით". მან აღნიშნა, რომ ამ ქმედბებს „ყველაზე ობიექტურ შეფასებას, ალბათ იმ მძიმე წლების, ბრძოლების ცოცხალი მონაწილეები გაუკეთებენ. მე მხედველობაში მყავს საქართველოს მოქალაქეები და ასევე იმ ადამიანების ნათესავები, ვინც ამ ბრძოლებში დაიღუპა".

ნათლად ჩანს რომ, ოფიციალური თბილისი მიზანმიმართულ პოლიტიკას ეწევა საქართველოს დიდ სამამულო ომში, საბჭოთა კავშირის სახელით მონაწილეების ხსოვნის გასანადგურებლად. შეგახსენებთ, სულ რაღაც თვენახევრის წინ, 2009 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში სამხედრო დიდების მემორიალი ააფეთქეს - თანაც, დემონტაჟი მანამდე დაანონსებულ ვადაზე ორი დღით ადრე ჩატარდა, მასობრივი საპროტესტო აქციების თავიდან აცილების მიზნით. მემორიალის აფეთქებისას, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო გარდაიცვალა ქალი და მისი რვა წლის გოგონა, ხოლო რამოდენიმე ადამიანი დაშავდა.

ოპოზიციური პარტიის „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ხელმძღვანელობა თვლის, რომ სოფ. დიოკნოსში ჩადენილი სახელმწიფოებრივი ვანდალიზმის აქტი, სხვა არაფერია თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, სააკაშვილისთვის თავის მოწონების მცდელობა. პარტიის გენერალური მდივნის პეტრე მამრაძის თქმით, უცხოური პრესა, ხსენებულ ფაქტებზე უკიდურესად ნეგატიურად რეაგირებს. "ნორვეგიის ერთერთი ქალაქის მერს, კითხვაც კი დაებადა - ნაციზმის აღორძინება ხომ არ ხდება საქართველოში? უკიდურესად ნეგატიურია ისრაელის პრესის რეაქციაც",- აღნიშნა მან.

თუმცა, ხსენებულ ფაქტებზე სხვაგვარი შეხედულებაც არსებობს. მაგალითად, ქართველი პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში იტორიულ მეხსიერებას კი არ ებრძვიან, არამედ „საბჭოთა ეპოქას". „პრავდა.რუ"-სთვის მიცემულ კომენტარში, მან თქვა, რომ:"ზოგიერთები უბრალოდ ჩაეჭიდნენ 1941-45 წლების გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ორი ქანდაკების დემონტაჟის ფაქტს. საქართველოში არ ეწევიან ნაციზმის გაიდეალეაბას, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში ან ბალტიისპირეთში. ჩვენთან, არავინ არ ასხამს ხოტბას ჰიტლერის რეჟიმს, პირიქით. ჩვენთან, უბრალოდ საბჭოტა ეპოქის ყველა ძეგლს იღებენ. თბილისში იმედოვნებენ, რომ საბჭოთა წარსულის თავიდან მოცილება - დასავლეთში, საითაც ასე მიილტვის საქართველო, დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ მისწრაფებად იქნება შეფასებული".

რას იზამ, ჩვენ უკვე აღვწერეთ საბჭოტა ხელისუფლების მიერ, საქართველოს ტერიტორიზა ჩადენილი საშინელი ბოროტმოქმედებები. რაც ქვეყნანაში ამჟამად არსებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აღმშენებლობაში გამოიხატებოდა - საავტომობილი ტრასებიდან დაწყებული, ელექტროსადგურებით დამთავრებული. გასაგებია, რომ სააკაშვილის მომხრეები მოუხერხებლად ცრუობენ - არავსითვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ეგრეთ წოდებული დევნილობაში მყოფი საქართველოს ხელისუფლება, მჭიდროდ თანამშრომლობდა ჰიტლერულ გერმანიასთან. ამ თანამშრომლობის რეზულტატი გახლდათ, ომის მიმდინარეობისას ოცზე მეტი „ქართულ ლეგიონად" წოდებული ბატალიონების ფორმირება ( 20 ათასი ადამიანის შემადგენლობით). ამას გარდა, ვერმახტის და დამხმარე ნაწილების შემადგენლობაში, ირიცხებოდა ქართული ფორმირებები - დივერსიული ორგანიზაცია „თამარა"-თი და ბატალიონ „ბერგმანით" დაწყებული, რომლებიც კავკასიაში ჩატარებულ ოპერაციებში მონაწილეობდნენ - სამხედრო- სამუშაო ასეულებით დასრულებული. თუმცა კი, კოლაბორაციონისტებს ადვილად გამოსაცნობი ბედი ელოდათ - გამარჯვების შემდეგ, ისინი საბჭოთა ხელისუფლებას გადასცეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100