RSS
на русском en in english
25.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული დემოკრატიის მიმნდობი ბარტყები

08.02.2010  |  09:57

5271.jpegსაქართველოს ოპოზიცია ამერიკელებმა კვლავ დაპირებებით გამოკვებეს, სახელმწიფო მდივნის მოადგილეებმა ჯეიმს სტეინბერგმა და ფილიპ გორდონმა პირადად მოინახულეს საქართველო და როგორც ჩანს ერთადერთი მიზნით, მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეების დასაშოშმინებლად. ისინი ახლახან საგაზაფხულო საპროტესტო აქციებით იმუქრებოდნენ. ზოგიერთ ოპოზიციონერს მართლაც გაუხარდა დემოკრატიული ინსტიტუტების განსავითარებლად დაპირებული თანხა. მაგრამ, არიან ისეთებიც, ვინც არ მალავს აშშ-სთან მეგობრობით, იმედგაცრუებას.

ამბობენ, რომ 2008 წლის ომი იმის გამო მოხდა, რომ საქართველომ ნატოსკენ აიღო გეზი. ეს კი თავის მხრივ იმიტომ მოხდა, რომ 90-იან წლებში რუსეთმა ზურგი შეაქცია ძმურ ქვეყანას და აღარანაირად არ ეხმარებოდა მატერიალურად. ადამიანები შიმშილობდნენ, ემალებოდნენ ბანდიტებს და მოსკოვზე ბრაზობდნენ. საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველო ხომ, ყოველწლიურად ქვეყნის შმპ-ს 2 პროცენტს აწარმოებდა, ხოლო 5-ს მოიხმარდა. უეცრად კი, ასეთი სიღატაკე. ქართველების წყენას საზღვარი არ ჰქონდა.

ამერიკელებმა, როგორც ჩანს აითვისეს ისტორიის გაკვეთილები და მიუხედავად კრიზისისა და საკუთარი პრობლემებისა - მსოფლიოში ბიუჯეტის ყველაზე დიდი დეფიციტით, აგრძელებენ საქართველოს მთავრობის, არმიის, მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასპონსორებას. ეს სტრატეგიული პერტნიორობის ქარტიითაა გათვალისწინებული, რომელსაც გასული წლის იანვარში მოეწერა ხელი. დახმარების კონკრეტული ციფრები, საჭიროების მიხედვით ისაზღვრება.

1 მილიარდიანი ახალი ტრანშის გამოყოფის შესახებ, სულ რამოდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ჰილარი კლინტონის მოადგილეების ვიზიტისას უნდა გახმაურებულიყო. როგორც აღმოჩნდა, თანხის ნაწილი, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას მოხმარდება. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „ქრისტიან დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, აშშ-ს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრის შემდეგ.

ამერიკელები პრეზიდენტს და მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მაგრამ ამ მოლაპარაკებებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა. სტეინბერგმა მადლობა მოუხადა მიხეილ სააკაშვილს, ავღანეთის ოპერაციაში ქართველი ჯარიოსკაცების მონაწილეობის გამო. ასევე აღნიშნა, თუ რა სასიამოვნოა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მონახულება და საქართველოს „დემოკრატიულ კურსს" დაუჭირა მხარი.

საპასუხოდ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონის სიტყვები გაიხსენა, რომელიც თავის მხრივ ბარაკ ობამას უმეორებდა, რომ ამიერიდან მსოფიოში აღარ უნდა არსებობდეს გავლენის სფეროები. ( თუ პათეტიკას ჩამოვაცილებთ, ამიერიდან გავლენა ბრძოლით კი არ უნდა მოიპოვო, არამედ უნდა იყიდო);

ასევე ქვეყნის ლიდერმა მადლობა მოუხადა ამერიკულ მხარეს ფულადი დახმარებისთვის. „ეს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის ნათელია მაგალითია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ამ ახალი ეკონომიკური პაკეტისთვის, რომელიც დევნილთა დასახლებებისთვის დახმარებასაც ითვალისწინებს".- აღნიშნა სააკაშვილმა.

შარშანდელი საპროტესტო აქციების შემდეგ სტუმრებმა დააწსეს - არამარტო ხელისუფლებასთან შეხვედრა, არამედ მათ ოპონენტებთანაც. ამჯერად სტეინბერგი და გორდონი საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებსაც კი განიხილავდნენ ოპოზიციონერებთან. მაგრამ, მთავარი თემა დემოკრატიული გარდაქმნები იყო.

გიორგი თარგამაძემ შეხვედრის შემდეგ არ დააზუსტა, გამოყოფილი თანხის რა ნაწილი მოხმარდება დემოკრატიის განვითარებას. მაგრამ პოლიტიკოსი აღფრთოვანებული იყო მოსმენილით. „ახალი, რაც ჩვენ გავიგეთ ის არის, რომ აშშ-ს მთავრობა, მათ მიერ მიუხედავად სხვადასხვა მიმართულებებით შემცირებული ხარჯებისა, ქვეყნის შიგნითაც კი, აპირებს საქართველოს დახმარება გაუზარდოს, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შემდეგი არჩევნები, საზოგადოების კონსოლიდაციის საფუძველი გახდება".- თარგამაძის ციტირებას ახდენს „როსბალტი".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100