RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დოქტრინა ნატოს წინააღმდეგ

08.02.2010  |  22:56

5282.jpegმიუნჰენის კონფერენციამდე რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სამხედრო დოქტრინას, რომელიც უკვე დიდი ხანია თბილისს აშინებს. ის ამტკიცებს რუსეთის უფლებას, რომ გამოიყენოს ბირთვული იარაღი მის და მის მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზე, ასევე უტოვებს რუსეთის ჯარს საზღვარგარეთ ომის უფლებას. ნატოს გაფართოვება დასახელებულია დოქტრინაში რუსეთის მთავარ საფრთხედ. საქართველომ კი, პირიქით, ახალ დოკუმენტში მთელი მსოფლიოს საფრთხე დაინახა.

გასულმა კვირამ ნერვიულობა შეიტანა ევროპული უსაფრთხოების განხილვაში. რუმინეთი დათანხმდა თავის ტერიტორიაზე ჰაერ-საწინააღმდეგო რაკეტების განთავსებას. ამაზე მოსკოვმა საბოლოოდ უპასუხა ახალი სამხედრო დოქტრინის დადასტურებით. დიმიტრი მედვევდევმა მას ხელი მოაწერა მიუნჰენის 46-ე კონფერენციამდე.

მანამდე ცოტა ხნით ადრე ევროპამ შესთავაზა საერთაშორისო უსაფრთხოების თავისი კონცეფცია, რომლის საფუძველიც არის ახალი მოლაპარაკება. თუმცა დოკუმენტი დღის წესრიგიდან მოიხსნა მას შემდეგ, რაც ის გააკრიტიკა ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰილარი კლინტონმა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მიზანს, მაგრამ არ ვეთანხმებით რუსეთის მიდგომას. წინსლის საუკეთესო გზა გადის არსებული ინსტიტუტების გაძლიერებას, ისეთებისას როგორიცაა ეუთო და რუსეთი-ნატოს საბჭო",- განაცხადა მან გერმანული მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც აღნიშნავს ბი-ბი-სი, განხეთქილების მიზეზი შეიძლება გახდეს პუნქტი, რომელიც მხარეებს უკრძალავს „საკუთარი უსაფრთხოების აგებას სხვა ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე". ვაშინგტონი ხომ აგრძელებს რაკეტების განთავსებას აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთი კი ამას რეალურ საფრთხედ აღიქვამს.

რუსეთის კონცეფციით აღშფოთება გამოთქვა საქართველომაც. იქ ამბობენ, რომმოსკოვს არ აქვს უფლება შესთავაზოს ევროპას უსაფრთხოების თავისი თვალთახედვა მას შემდეგ, რაც, ქართული გაგებით, მან მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება. თავად საქართველოს კი დაკარგული ტერიტორიების საკითხში, როგორც ტალიავინის მოხსენებამ აჩვენა, არც ისე სუფთა სინდისი აქვს.

ნატოს წარმომადგენლებმა კი მიუნჰენში თქვეს, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინა რეალობისგან შორს დგას.

„ნატო არ არის რუსეთის მტერი. ის არ ასახავს რეალობას და აშკარად ეწინააღმდეგება რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ყველა მცდელობას",- განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმაანდერს ფოგ რასმუსენმა.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულ „გადატვირთვამდე" ერთი წლით ადრე განაცხადა, რომ დაიღალა სიტყვებისგან, რომლებიც ქმედებებს ეწინააღმდეგება. ამ დროის განმავლობაში ამერიკამ მაინც არ თქვა უარი ჰაერ-საწინააღმდეგო რაკეტების განთავსებაზე აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა მათ შესთავაზეს უფრო მოსახერხებელი აზერბაიჯანული ვარიანტი.

ამ ყველაფრისგან რუსეთის პრეზიდენტი ცდილობდა დაეცვა დასავლელი პარტნიორები იმავე მიუნჰენის კონფერენციაზე 2007 წელს. თავის სიტყვაში მან მწარედ გააკრიტიკა ამერიკა იმის გამო, რომ ის თავის ნებას თავს ახვევს მთელ მსოფლიოს.

წელს სერგეი ლავროვმა დასახა იგივე პრობლემები დასავლეთთან ურთიერთობებში, იგივე რაც ვლადიმერ პუტინმა თქვა სამი წლის წინ. მისი თქმით, „ბოლო ოცი წლის განმავლობაში ევროპული უსაფრთხოება შეირყა ყველა პარამეტრით". საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „იყო შანსი ეუთოს დახმარებისა ევროატლანტიკის ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოების სივრცეში", თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.

ახალი რუსული დოქტრინა აზუსტებს იმას, რაც მიიღეს 2000 წელს და დაერქვა ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი „ფეხზე დადგომა". დოკუმენტს რამდენიმე წელი ამუშავებდნენ. როგორც კი მისი კონტურები ჩამოყალიბდა, საქართველოში ანერვიულდნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100