RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

არჩევნები უკრაინაში: ამჯერად ქართველების გარეშე?

09.02.2010  |  10:11

5285.jpegგუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ, მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხურვალე დაპირებისა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, მაინც დარჩნენ ეგრეთწოდებული „დამკვირვებლები" თბილისიდან. დონეცკის სამხარეო საბჭოს წარემომადგენლის თქმით, ქალაქში დაახლოებით 300 ქართველი სტუმარი იმყოფებოდა. ამის და მიუხედავად, არჩევნების მეორე სერია, საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ატეხილი, სკანდალური ისტორიების გარეშე ჩატარდა. საარჩევნო პროცესში ამ ადამიანების მოღვაწეობის შესახებ რუს პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს გაესაუბრა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი.

გასულ კვირას, როგორც უკვე წერდა GeorgiaTimes -ი, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თბილისი არ აპირებს უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევას. ამასთან ერთად, საქართველოს ლიდერმა პირობა დადო, რომ აღარ წარგზავნის დამკვირვებლებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და უკრაინაში იმ მომენტისათვის „დამკვირვებლის" ხარისხში მყოფ თაბამემამულეებს მოუწოდა, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

მიუხედავად ამისა, რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოდან, განაცხადეს რომ, აპირებენ არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობის მიღებას. მაგალითად, ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები" გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს სტრუქტურა დამოუკიდებელია, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება და მიუკერძოებლად მოქმედებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „სამართლიანი არჩევნების" წევრებმა შესაბამისი აკრედიტაცია, უკრაინის ცსკ-ოსგან მიიღეს.

ცნობისმოყვარეობას აღძრავს ის ფაქტიც, რომ უკვე არჩევნების დღეს დონეცკის სამხარეო საბჭოს წარმომადგენელმა გენადი ბლიზიუკმა განაცხადა: დონეცკში 300-ამდე საქართველოს მოქალაე იმყოფება, რომლებიც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ცდილობდნენ, დოკუმენტების გარეშე შეესრულებინათ საერთაშორისო დამკვირვებლების ფუნქციები. სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია, ამას არკვევდა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი უკრაინის მოვლენების თვითმხილველებთან და მოსკოვში მყოფ ექსპერტებთან.

მაქსიმ გრიგორიევი, დემოკრატიის პრობლელების კვლევის ფონდის დირექტორი

მე უკრაინაში ვიმყოფები და რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ის დამკვირვებლები რომლები საქართველოდან ჩამოვიდნენ, ოფიციალურად აკრედიტებულნი იყვნენ. ეს საკმაოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი იყო. ინფორმაცია იმ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომლებმაც აკრედიტება სცადეს, შემდეგ კი ჟურნალისტების მოწმობით დადიოდნენ, ჩვენამდე მართლაც მოვიდა. მაგრამ, არაფრის თქმა არ შემიძლია იმის შესახებ - მასიური ხასიათის ჰქონდა ამას, თუ ერთეულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

საერთო ჯამში ვთვლი, რომ ერთის მხრივ სააკაშვილს უკრაინის არჩევნებში ამგვარი მონაწილეობით, სურდა აემაღლებინა შერყეული საერთაშორისო რეიტინგი, მეორეს მხრივ კი, მან იულია ტიმოშენკოს დახმარება სცადა. შესაძლოა, ეს აქცია რომელიმე დასავლური ქვეყნის ან იმ ორგანიზაციის მიერ იყო სანქციონირებული, ვისთანაც თანამშრომლობს საქართველოს პრეზიდენტი. სულ სხვა საკითხია ის, რომ ამ ქმედებამ ქვეყნანაში საპირისპირო ეფექტი მოახდინა. უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს, სააკაშვილი და ამგვარი მონაწილეობა, საერთაშორისო დონეზეც ნეგატიურად შეაფასეს.

სერგეი მარკოვი, ფრაქცია „ედინაია როსიას" წევრი, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი

ჩემთვის არაფერია ცნობილი, დამკვირვებლებად - გადაცმული პროვოკატორებისა და სპეცრაზმელების შესახებ. დიახ, მე ვნახე ჩემი ქართველი კოლეგები და ქართული პრესა, მაგრამ ეს ჩვეულებრი, წესიერი ხალხი იყო. ჩემი აზრით, ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ სააკაშვილს ესმის: იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა სკანდალი ატყდეს საქართველოსთვის იარაღის მოწოდების და ქურდობის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით.

ევგენი მინჩენკო, პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100