RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ტერიტორიების დაკარგვა თუ შეფერხება „ზემო ლარსს“?

11.02.2010  |  09:42

5311.jpegსაქართველო კვლავ კარგავს ტერიტორიებს, ამტკიცებს ქართული ოპოზიცია. მათ ცხინვალის აღმოსავლეთით მშენებარე გზა აღელვებთ, რის შედეგადაც ქვეყანა კონტროლს დაკარგავს ყაზბეგის რაიონის ერთ ნაწილზე. სწორედ იმას, რომელზედაც ცოტა ხნის წინ საკუთარი პრეტენზიები გააცხადა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა და სწორედ ის ადგილი, რომელიც ესაზღვრება მარტში გასახსნელად გამზადებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსს" საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

გაზაფხის მოხლოებასთან ერთად, საქართველოს ოპოზიციაც გააქტიურდა, რას უნდა ნიშნავდეს მათი ულტიმატუმები?

გუშინ საქართველოს ლეიბორისტებმა პრეზიდენტსი გადაყენება მოითხოვეს, ახალი ტერირტორიების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. როგორც პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, მესაზღვრეებმა უკვე დათმეს რამდენიმე კილომეტრი მამისონის უღელტეხილზე, ახლა კი საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, სამხრეთ ოსეთის აღმოსავლეთით მდებარე მიწები სურთ რუსეთს დაუთმონ. და ეს ყველაფერი - სუსტი და მოსკოვისადმი მტრულად განწყობილი ხელმძღვანელობის გამო ხდება.

ნათელაშვილმა კიდევ ერთხელ გაკილა მიხეილ სააკაშვილი იმის გამო, რომ მან 2008 წლის აგვსტოშივე არ დატოვა პოსტი, ვინაიდან ამ შემთხვევაში საქართველო თავიდან აიცილებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას.

ძნელი სათქმელია, „რა იქნებოდა, თუ კი სხვაგვარად მოხდებოდა", როდესაც საქართველოს ურთიერთობების განვითარება, ორი დამოუკიდებლობა მოპოვებული რესპუბლიკის მიმართ, თავისთავად უბიძგებდა ოსებსა და აფხაზებს დამოუკიდებლობის მოპოვებისაკენ.

ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროს, აფხაზები და ოსები ომობდნენ და აჯანყებებს აწყობდნენ, იმისთვის რომ თბილისის დაქვემდებარებიდან გამოსულიყვნენ. მხოლოდ კომუნისტების მკაცრმა ხელმა შეძლო დროებით დავიწყებისთვის მიეცა ამ ხალხების თავისუფლების მოყვარე ოცნებები და აფხაზეთიცა და ოსეთი სამართავად საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას მიანდო.

ვინაიდან სოციალიზმის მშენებელი სახელმწიფოს სათავეში ნეიტრალური ადამიანი კი არ იდგა, არამედ ქართველი, რომელმაც იზრუნა იმაზე, რომ სოხუმსა და ცხინვალში ქართველებს რაც შეიძლება მოხერხებულად ეგრძნოთ თავი. ისინი უფრო ადვილად იკავებდნენ მაღალ პოსტებს, ქართული ენა მთავარი გახდა როგორც საქმეთა წარმოებაში, ასევე განათლებაში. საქმე აფხაზური სკოლების სრულ დახურვამდეც კი მივიდა. მხოლოდ იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ - ძალიან ნელა დაიწყო საწინააღმდეგო პროცესი.

მაგრამ, სსრკ-ს დაშლის პერიოდში, საქართველოში კვლავ ნაციონალისტური განწყობილებები გამეფდა. რამაც ერთის მხრივ ნაციონალურ უმცირესობათა უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევა გამოიწვია, მეორეს მხრივ კი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს არ მისცეს „თავისუფლად" ყოფნის საშუალება, რომელთაც ავტონომიის უფლებების ფარგლებში საქართველოს რესპუბლიკიდან გამოსვლა და კავშირის ცალკეულ სუბიექტებად ქცევა სურდათ.

ამავ დროულად, საქართველოში მძიმე პერიოდი დადგა. ედუარდ შევრდნაძის ბრძანებით დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაამხეს, რომელმაც სახელი გაითქვა ლოზუნგით „საქართველო ქართველებს". „ეშმაკი მელას" მმართველობის პერიოდში, თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაკარგა აფხაზებისა და ოსების ნდობა, როდესაც ომის გზით სცადა სეპარატიზმის პრობლემების მოგვარება. შევარდნაძის შემცვლელმა მიხეილ სააკაშვილმაც ვერ გაითქვა სახელი მოლაპარაკებების სარბიელზე და მოთმინება დაკარგულმა, ცხინვალის სამხედრო გზით აღება სცადა.

უდავოა, რომ ოსებისა და აფხაზების გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა რუსეთმა, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი საფუძველი მხარი დაეჭირა სააკაშვილის მტრულად განწყობილი მთავრობისთვის, მაგრამ როგორც მშვიდობისმყოფელი უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა აფხაზეთსა და ასამხრეთ ოსეთს. ამ სიტუაციაში, საქართველოს მთავრობის მხრიდან ჩადენილის მონანიება, ანტირუსული და მილიტარისტული კურსის შეცვლა, მართლაც ბევრ რამეს შეცვლიდა.

მაგრამ, აქვს თუ არა რაიმე საერთო ამ დასკვნებს, ლეიბორისტების ახალ ბრალდებებთან?

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100