RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული მედიცინის სუროგატი

12.02.2010  |  13:58

5327.jpegსაქართველოს კლინიკების მდგომარეობამ სახალხო დამცველის ყურადღება მიიპყრო. შეშფოთება პირველ რიგში პაციენტების „ღირესბის დამამცირებელმა" ფსიქიატრიულმა საავადყოფოებმა გამოწვიეს. სხვა დაწესებულებებშიც არ არის უკეთესი მდგომარეობა. ახალი კლინიკები ჯერაც არ აშენებულა, ხოლო ძველი საავადმყოფოები ფასიან მომსახურებაზე გადავიდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ ფსონი, იაფ მედიცინას გამოკიდებულ უცხოელ ტურისტებზე დადო.

საქართველოს ჯანდაცვის სფერო სერიოზულად ავადაა. ასთი დიაგნოზი შეიძლება დასვა, ფსიქიატრიული კლინიკების მონიტორინგის რეზულტატების მიხედვით, რომელიც სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ჩაატარა. მან ამ დარგის სისტემური პრობლემები გამოავლინა, იტყობინება Trend News.

მან შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის ყურადღება იმას მიაპყრო, რომ საბიუჯეტო სახსრები არასამართლიანად ნაწილდება კლინიკებს შორის, არ არსებობს ჰოსპიტალს გარეთ სულიერად დაავადებულთა სერვისი. მედპერსონალს პროფესიული მომზადების დაბალი დონე აქვს. აღჭურვილობა მოძველდა. აუტანელია საავადმყოფოების ყოფითი პირობები, რომლებიც უტოლდება „არაადამიანურ მოპყრობასა და ადამიანის ღირესების დამცირებას".

მართალია, საუბარი ძირითადად ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს ეხებოდა, მაგრამ ჯანდაცვის დანარჩენი სექტორების მდგომარეობა ბევრად უკეთესი არ არის. GeorgiaTimes-ი უკვე წერდა, რომ საქართველოს მოქალაქეები როდესაც შეუძლოდ გძნობენ თავს, ბოლო წუთამდე ცდილობენ ექმის არ მიმართონ. სწორედ ამით აიხსნება ეგრეთწოდებული „ღორის გრიპის" ამდენად დიდ მსხვერპლი. ახლანდელი მოანცემებით, უკვე 30 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ხუთი ორსული ქალი.

მედიცინა ბიზნესად გადაიქცა, როგორც სხვა ყველაფერი საქართველოში ეს სფეროც ველურ კაპიტალიზმში გადაეშვა.

შარშან, ჯანდაცვა 100 პროცენტით ფასიანი გახდა. მთავრობამ ეს რეფორმირების გზაზე „მიღწევად" ჩათვალა.

სოციალურად დაუცველ ადამიანებს სადაზღვეო პოლისები დაურიგეს. ადამიანებმა სანახევროდ იყიდეს „დაზღვევა" თანადაფინასების პროგრამით: „ხუთლარიანი" დაზღვევისთვის სახელმწიფო ყოველთვიურად სამ ლარზე მეტს იხდიდა, ხოლო მოქალაქეები - ორზე ნაკლებს. თუმცა, წლიური თანხა მაინც დიდ აღმოჩნდა და მოსალოდნელი 500 ათასი მონაწილის ნაცვლად, პროგრამაში მხოლოდ 120 ათასი ადამიანი ჩაერთო.

რატომ არ დაეზღვიენ პოტენციური ავადმყოფები? პირველ რიგში, ხუთ ლარად შემოთავაზებული სამედიცინო მომსახურების პაკეტი, ძალიან მცირე იყო. მეორე რიგში კი, პოლიკნინიკების მდგომარეობა და აღჭურვილობა, პაციენტებში ნდობას სულაც არ აღძრავს. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს აშენდა და უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჯანდაცვეის სფეროში ახალი არაფერი შექმნილა.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი „ვარდის ფურცლებით" მიდიოდა ხელისუფლებისკენ, მან ხალხს ცხოვრების დონის დასავლურ სტანდარტებამდე ამაღლება აღუთქვა. სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამაც წამოიწყო, რომლის წარმატებებზე შეგვიძლია 950 ათასი ადამინით ვიმსჯელოთ, რომელთათვისაც მიუწვდომელია ფასიანი ჯანდაცვა და რომლებიც სახელმწიფომ დააზღვია. ეს ხომ საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ნაწილია.

მღელვარე 2007 წელს, სააკაშვილი წარმტაცი „100 ახალი საავადმყოფოს" პროგრამასაც ზეიმობდა. მათ საბჭოთა მემკვიდრეობა უნდა შეეცვალათ. პოლიკნინიკები, საავადმყოფოები, დისპანსერები - აუქციონებზე გაიყიდა. შარშან შემოდგომაზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოც კი გამოიტანეს გასაყიდად. ინვესტორები, ძველი დაწესებულების ყიდვისას, ვალდებულებას კისრულობდნენ ერთი ახალი მაინც აეშენებინათ.

გასული წლის მარტში, ოპოზიციური გამოსვლების წინ, მთავრობამ განაცხადა, რომ საავადმყოფოების ინვესტირებას ჩეხეთი მოახდენს. ამ ქვეყნის „ექსპორტბანკმა" 125 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა აღუთქვა მათ. ეს თანხები საქართველოში კომპანია Block Georgia-ს უნდა განეკარგა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100