RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

აფხაზეთს, მოკავშირე სახელმწიფოთა წევრობა სწადია

18.02.2010  |  09:18

5377.jpegმოსკოვში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. დღეს, აფხაზეთის ლიდერისა და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვრდრვის შეხვედრაა დაგეგმილი. რუსეთის დედაქალაქში ყოფნისას, ბაღაფშმა უკვე მოასწრო იმის განცხადება, რომ აფხაზეთი რუსეთისა და ბელორუსიის მოკავშირეობას აპირებს, ამასთან ერთად კი, მოსკოვის, მინსკის და ასტანის საბაჟო კავშირშიც გაწევრიანდება. რეალობად იქცევა თუ არა სოხუმის ამბიციური გეგმები?

დღეისათვის რუსეთი, აფხაზეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება, საზღვრების ერთობლივი დაცვის შეთანხმებ, ერთობლივი ეკონომიკური პროექტები - სწორედ ამ გადაწყვეტილებებმა, ჩაუყარა საფუძველი ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას.

სოხუმი მზად არის შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. ამ დღეებში, მოსკოვში მყოფმა აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხდა, რომ სურს საკუთარი ქვეყანა მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში იხილოს, თუმცა უპირველეს ყოვლისა - რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოდ გახდომა და საბაჟო კავშირში გაწევრიანება სწადიათ. „მოკავშირე სახელმწიფო, ეს პირველი ნაბიჯია, - აფხაზეთის ლიდერის ციტირებას ახდენს რია ნოვოსტი.- ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ცვლილებებს, ბელორუსიასთან ვაწარმოებთ დიალოგს და ვიმედოვნებთ, რომ ის აღიარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რაც ბოლოს და ბოლოს გაგვიადვილებს მოკავშირე სახელმწიფოდ გაწევრიანებას".

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სამხრეთ ოსეთშიც საუბრობდნენ, მოსკოვისა და მინსკის კომპანიონობის სურვილზე. რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკითი აღნიშნავდა, რომ ცხინვალი ეცდება მიაღწიოს, მოკავშირე სახელმწიფოების შემადგენლობაში შესვლას თუმცა, ახალგაზრდა რესპუბლიკების სწრაფვას, ერთი სერიოზული პრობლემა უშლის ხელს - ბელორუსია კვლავ აჯანჯლებს ამ სახელმწიფოების დამოუკიდებლობის აღიარებას. იყო მოლოდინი, რომ შარშან შემოდგომაზე ბელორუსიის პარლამენტი, გადაწყვეტდა ამ საკითხს ან ერთი მხარის ან მეორის სასარგებლოდ. ამ ქვეყნის პარლამენტიდან სამი დელეგაცია იყო წარგზავნილი აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში, იმისათვის რომ პირადად გაცნობოდნენ სიტუაციას და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის, სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ მიწოდებინათ ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, ახალი წლის წინ ოფიციალურმა მინსკმა განაცხადა, რომ ახალი კავკასიური რესპუბლიკების აღიარების ან არაღიარების გადაწყვეტილება, საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას იქნება მიღებული.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაწევრიანება, დიდად არის დამოკიდებული მინსკის გადაწყვეტილებაზე და სულაც არ არის უეჭველი ის ფაქტი, რომ ამა წლის გაზაფხულზე რესპუბლიკები დადებით და მკაფიო პასუხს მიიღებენ - ბელორუსია კვლავ მოხერხებულად ლავირებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის, ისეთმა სერიოზულმა ნაბიჯმა კი, როგორიც კავკასიის რუქაზე ახალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის ცნობაა, შესაძლოა სერიოზულად გაართულოს ბრიუსელისა და მინსკის ურთიერთობები.

საქმე მარტივად, არც საბაჟო კავშირის წვრობასთან დაკავშირებითაა. საქმე იმაშია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ყაზახეთმა განაცხდა, რომ არ აპირებს არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და არც სხვა რომელიმე ახალი სახელმწიფოსი. „ჩვენ ოფიციალური პოზიცია გვაქვს. ყაზახეთმა არ აღიარა კოსოვო და არ სცნობს აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს. ჩვენ ვთვლით, რომ საზღვრები გარკვეულია და ახალ სახელმწიფოებს, ყაზახეთი არ აღიარებს".- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კარიმ მასიმოვმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100