RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველომ და რუსეთმა „ბირთვული“ პოლარიზაცია შეცვალეს

18.02.2010  |  09:20

5378.jpegირანისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაწყვიტა სანქციების შემოღებისთვის დაეჭირა მხარი თეირანის წინააღმდეგ. თუკი მანამდე ირანელები კიცხავდნენ ქართულ აგრესიას, ახლა ხაზს უსვამენ, რომ არ არიან მზად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსკოვის გაცხარებას ცდილობს ირანი. თუმცა ყველაზე ორიგინალურად მაინც თბილისი იქცევა, რომელიც ირანს ფლირტით პასუხობს.

მოსკოვის სიძულვილი აახლოვებს. ეს აშკარად სიმართლეა თუკი საქართველოსა და ირანის დაახლოვებას ვადევნებთ თვალყურს.

გუშინ ირანის ელჩმა რუსეთში სეიედ მახმუდრეზა საჯადიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ისლამური რესპუბლიკის გეგმებში არ შედის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. „ჩვენ ვთვლით, რომ ეს სხვა ომებისა და სისხლისღვრის პროვოცირებას მოახდენს. ჩვენ არც კოსოვოს დამოუკიდებლობა არ ვაღიარეთ",- დაამატა მან.

ირანის ანტიამერიკული კურსი აფხაზებსა და ოსებს იმის იმედს აძლევდა, რომ ქვეყანა მათ დამოუკიდებლობას აღიარებდა. თანაც, თეირანმა გააკრიტიკა ქართული აგრესია და აპირებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებას. თუმცა ირანმა ახლა ნათლად აჩვენა ყველას, რომ უკვე აღარ აპირებს მოსკოვის წახალისებას ამ საკითხში.

ბოლო თვეების განმავლობაში ირანისა და რუსეთის ურთიერთობები შესამჩნევად გაცივდა. ადრე რუსეთი მხარს უჭერდა ირანს დასავლეთის ქვეყნების თვალწინ. ახლა კი საერთაშორისო დონეზე ის გამოთქვამს შიშს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე.

გასული წლის სექტემბერში რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ მოწონს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც მისი მიღწევა შეუძლიათ. ნოემბერში დიმიტრი მედვედევმა ბარაკ ობამასთან შეხვედრისას არ გამორიცხა რუსეთის შეერთება ირანის სანქციებისთვის.

შეგახსენებთ, რომ თეირანი უარს ამბობს ურანის გამდიდრებაზე მესამე ქვეყნებისა, რადგანაც მას მოტყუების ეშინია საწვავის გაცვლის დროს.

მოგვიანებით რუსეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ირანს აკრიტიკებს ურანის გამდიდრების საიდუმლო ქარხნის ქონისთვის. ამას გარდა, რუსეთმა შეაჩერა ირანისთვის სარაკეტო კომპლესების ს-300 მიწოდება.

რუსეთის პოზიციის შეცვლის საპასუხოდ ირანმა გადაწყვიტა შეერთებოდა ნაბუკოს პროექტს, რომელიც მიმართულია რუსეთის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ. ის ასევე თურქმენეთს დაპირდა რესურსების ტრანსპორტირებაში დახმარებას.

ამ წლის დასაწყისში მაჰმუდ აჰმადინეჯადმა მოიგონა თავისი უკმაყოფილების გამოხატვის კიდევ ერთი გზა. მან განაცხადა, რომ რუსეთისა და ინგლისისგან მოითხოვს კომპენსაციას იმ ზარალისთვის, რომელიც მას 1941 წელს ირანის ტერიტორიაზე საბჭოთა და ბრიტანული ჯარების შესვლამ მიაყენა. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მტკივნეულად რეაგირებს რუსეთის ფაშიზმთან ბრძოლისას მისი როლის დაკნინებაზე, ირანის ლიდერმა საკმაოდ ზუსტი წერტილი აირჩია დასარტყმელად.

19 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ ირანმა უარი თქვა რუსული მოიერიშე თვითმფრინავის გაშვებაზე, რომელიც ბაჰრეინში მიდიოდა საერთაშორისო შეიარაღებების გამოფენაზე.

ურთიერთობების გარკვევის საბაბი უამრავია, მაგრამ უმაღლესი საბჭოს მდივნის ვიზიტი მოსკოვში კვლავ გადადებულია. სამაგიეროდ გუშინ რუსეთში ჩავიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანაიქუ. როგორც ჟურნალისტები ამბობენ ირონიით, ის ირანის სანქციებისთვის ჩამოვიდა.

ექსპერტთა ვარაუდით, მოლაპარაკებებზე პუტინი ცდილობდა უარი ეთქვა ირანისთვის რაკეტების მიწოდება იმის სანაცვლოდ, რომ ისრაელი აღარ შეაირაღებს საქართველოს. მოკლედ, ნეტანიაქუმ უკვე უარყო რუსეთის სპეცსამსახურების ცნობები სამხედრო მიწოდებების განახლების შესახებ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100