მთავარი | აზრები | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
- საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა? 23.05.2013 13:27 საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღს და ტყვია–წამალს ყიდდნენ. ამ სენსაციურ ინფორმაციას ექსპერტი მამუკა არეშიძე აქვეყნებს. არეშიძის მტკიცებით, იარაღი რამდენიმე სამხედრო ბაზიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის რამდენიმე საწარმოს ანგარიშზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო ჩარიცხული. ექსპერტი არ ასახელებს იმ ქვეყანას, საიდანაც ეს თანხები შემოვიდა.
- სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა 16.05.2013 18:17 ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915–1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება?
- სტალინის კულტი დედოფლისწყაროში 13.05.2013 11:05 მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება.
- ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები 13.05.2013 11:02 სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო ”სვობოდას” თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის ”მიეზღვა” გიორგი ფარესაშვილს?
- ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან? 25.04.2013 19:00 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?
- ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს 25.04.2013 18:58 პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან–მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია.
- რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი 18.04.2013 12:37 პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?
როგორი იქნება „საგზაო რუქა“ ყარაბახისთვის
22.02.2010 | 11:26ეუთოს სათავეში მყოფი ყაზახეთი, მზად არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთვაზოს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირებგის გეგმა. კონკრეტულად რა აისახება ეგრეთ წოდებულ „საგზაო რუქაში" ჯერჯერობით უცნობია, საჯაროდ ხომ არცერთი მხარე არ დათანხმებია დათმობებს. სავარაუდოდ, საუბარი წავა მღელვარე რაიონში მაცხოვრებელი ადამიანების ცხოვრების სოციალურ და ჰუმანიტარულ ასპექტებზე.
ყაზახეთის სგარეო საქმეთა მინისტრმა კანატ საუდბაევმა ყარაბახის კონფლიქტის დასარეგულირებლად „საგზაო რუქის" შემუშავება დააანონსა. უფრო ადრე მან მოინახულა აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო და დარწმუნდა, რომ მხარეებს შორის პოზიციებში სასიკეთო ძვრებია.
„შინაარსიანი და გულახდილი აზრთა გაცვლამ" აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომეხთის ლიდერ სერჟ სარქსიანთან, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინიტსროს თავკაცის თქმით, „შეუფასებელი წარმოდგენა მისცა მას მთიანი ყარაბახის კონფლიქტის შესაცნობად".
საუდბაევმა ასევე მოუწოდა ეუთოს ქვეყნების პარლამენტარებს, გამოიყენონ მათი ორატორული ნიჭი, რათა „დაძლიონ უნდობლობა ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის". „თქევენი სიტყვები და მტკიცებულებები კონფლიქტის ორივე მხარეს მყოფ ადამიანებს დაეხმარება მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია კონფრონტაციის დაძლევა, თანამშრომლობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ასაგებლად, სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა"- განაცხადა ეუთოს მმოქმედმა თავმჯდომარემ.
უკანასკნელ ხანებში ეგრეთწოდებული მინსკის ჯგუფის მუშაობა, რომელიც მოწოდებულია მთიან ყარაბახში სიტუაციის დარეგულებისაკენ, გააქტიურდა. კატალიზატორად იქცა თურქულ-სომხური ურთიერთობების გაუმჯობესება, რასაც თურქეთი ყარაბახის პრობლემის გადაწყვეტასთან აკავშირებს.
25 იანვარს, სოჭში შედგა ორი მტრულად განწყობილი კავკასიური ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა, რუსეთის ლიდერის დიმიტრი მედვედევის შუამდგომლობით.
შავი ზღვის პირას გამართულმა მოლაპარაკებებმა, მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ვერანაირი ძვარა ვერ მოიტანა ტერიტორიულ- ეთნიკური კონფლიქტის გადაწყვეტაში, სომხებით დასახლებულ აზერბაიჯანის მიწაზე. შეხვედრის შედეგების მიხედვით რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა:"არის საერთო გაგება მადრიდის პრინციპების დოკუმენტის პრემაბულაზე".
თუმცა პრეამბულის ტექსტი საზოგადოებისათვის უცნობი რჩება, თავად პრონციპები კი კრიტიკას იწვევს სტეპანაკერტის მხრიდან, რომელიც არ არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, ასევე ზოგოერთ სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ ძალებშიც.
გამოქვეყნებული პრინციპებს შორის, არის მთიანი ყარაბახის გარშემო მდებარე რაიონების ბაქოს კონტროლი ქვეშ დაბრუნება, სეპარატისტული რესპუბლიკისთვის შუალედური სტატუსის მინიჭება, სომხეთისაკენ „დერეფნის" გახსნა, მომავალში რესპუბლიკის სამართლებრივი სტატუსის ჩამოყალიბება, აზერბაიჯანელი და სომეხი დევნილების დაბრუნება, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ ერევანი, ახლოსაა თანხმობის მიცემასთან, რომ მთიანი ყარაბახის გარეშემო ზოგიერთი აზერბაიჯანული რაიონი გაანთავისუფლოს. მაგრამ, ბაქო არ არის მზად ეს ტერიტორიები გაცვალოს, სტეპანაკერტის დამოუკიდებელ სტატუსზე.
თანაც, სომხეთშიც მრავალი ამ იდეას მტრულად შეხვდა. როგორც შემოდგომაზე განაცხადა ყარაბახის ომის გმირმა ჟირეირ სეფილიანმა, „დასახულია ამოცანა სერჟ სარქისიანს გამოსტაცონ ხელმოწერა დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც უნდა დავთმოთ 7 ტერიტორია". მაშინ პოლიტიკოსებმა და სამხედროებმა ივარაუდეს, რომ მალე „ჩვენ გავიგებთ რაღაცას საგზაო რუქის შესახებ, რაღაც დოკუმენბტზე, რომელიც არცახს შეეხება (თვითაღიარებული მთიანი ყარაბახი)".
არსობრივად, მხარეების პოზიცია 20 წლეია უცველელი რჩება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა ავტონომიის საზღვრებთან მიმდინარეობს სხვადასხვა ინტენსივობის საომარი მოქმედებები ან უბრალოდ წვრილწვრილი პროვოკაციები ხდება. ჩიხიდან გამოსავალი კი არ ჩანს.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info