RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოზე გამიზნული

27.02.2010  |  09:45

5434.jpegშავი ზღვა, კვლავ იზიდავს ამერიკელებეს საკუთარი ტრანზიტული თუ სტრატეგიული შესაძლებლობებით და ასევე ნახშირწყალებადის მარაგით. ამიტომაც, ვაშინგტონი აგრძელებს შემტევი პოლიტიკის გატარებას ზღვისპირა ქვეყნებში, მათ შორისაა რუმინეთი და ბულგარეთი, სადაც იგეგმება ამერიკული „პეტრიოტის" ტიპის რაკეტების განთავსება და რაღათქმაუნდა ამ გეგმებში, ერთერთი მთავარი ადგილი საქართველოსაც უჭირავს. დღეს თბილისში ოკეანის გაღმიდან ჩამობრძანებული დელეგაცია, ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობის სტრატეგიას განიხილავს.

ამ კვირის განმავლობაში, აშშ დიპლომატიური ფოკუსების დემონსტრირებით იყო დაკავებული. ჰილარი კლინტონმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შექმნის დარგში რუსეთს თანამშრომლობა შესთავაზა, რომელიც ევროპასა და რუსეთს, სავარაუდოდ ისლმაური საფრთხისაგან დაიცავს. მაგრამ, ამასთან ერთად პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთთან კონფლიქტის რეჟიმში მყოფი საქართველო, ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება.

საქართველოსათვის მიცემული დაპირებები, დღესდღეობით საქმეებითაც დასტურდება -თბილისში ჩასული ამერიკული დელეგაციის მოლაპარაკებები, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე. ამ ჯგუფს, ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ხოსე ფერნანდესი ხელმძღვანელობს.

დღეს, მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს 122 მილიონ დოლარს გამოუყოფენ ფოთში და მის შემოგარენში გაზსადენის ასაშენებლად და საქართველოს დასავლეთში მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების აღსამართათ.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ჩარჩოებში, 2009 წლის ოქტომბერში ჩატარდა. ამ მიზნით მოინახულა საქართველო, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების დარგში ალექსანდრ ვერშბოუმ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მოერე ჯგუფი, თბილისში დეკემბერში იყო ჩასული დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მაიკლ პოზნერის ხელმძღვანელობით, რომელმაც დემოკრატიული პროცესების განვითარების საკითხები განიხილა. იანვარში, კულტურისა და განათლების სფეროში მოღვაწე ჯგუფების შეხვედრა შედგა.

კლინტონმა, ამერიკული კონგრესის სენატის უცხოური საქმეების კომიტეტის მოსმენების დროს გააჟღერა დაპირება და აშშ-მ დახამარება 8 პროცენტით გაუზარდა საქართველოს. ამ მიზნებისთვის დამატებითი 90 მილიონი დოლარი, უკვე ჩადებულია2011 წლის ბიუჯეტში. მხოლოდ იმის გადაწყვეტააღაა საჭირო, თუ კერძოდ რაზე დახარჯონ ეს ფული და სწორედ ამ საკითხით უნდა დაკავდეს ამჟამად ჩამოსული ფერნანდესი.

2008 წლის ომის შემდგომ, აშშ-მ საქართველოს დაჰპირდა და თითქმის უკვე გადაუხადა 1 მილიარდი დოლარი, ეკონომიკური დახმარების პაკეტის ფარგლებში. ეს თანხები დევნილთა დახმარებას, ინფრასტრუქტურის აღდგენას, ეკონომიკური ზრდის განახლებას, ასევე ინვესტორების მხრიდან ნდობის მოპოვების მხარდაჭერას და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას მოხმარდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 1992 წლიდან აშშ-მ საქართველოს დაახლოებით 1,9 მილიარდი დოლარი გამოუყო ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური ზრდის მხარდასაჭერად. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა თბილისის ასეთი მკვეთრი შემობრუნება პროდასავლური კურსისაკენ, მაშინ როცა რუსეთს თავად ესააჭიროებოდა ფინანსური დახმარება.

თავისთავად, პრაგმატულმა ამრიკელებმა ეს მილიარდობით დოლარი, რომანტიული მოწოდებით „დემოკრატიული ფასეულობების ზეიმისათვის" როდი გაიღეს. ისევე როგორც ერაყში, ნავთობის საბადოების ხელში ჩასაგდებად, ასევე კავკასიაში ამერიკელები აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარ ამოცანებს ემსახურებიან და ედმოკრატიულ პრინციპებზეც ამბობენ უარს.

ესქსპერტები ამჟამად, შავი ზღვის რაიონში აშშ-ს აქტივიზაციაზე ამახვილებენ ყურადღებას. მრავალი მათგანი მიანიშნებს მისწრაფებაზე, ეს აკვატორია გადააქციონ „ნატოს შიდა ტბად". ამ შემთხვევაშ, ერთბაშად ამერიკელთა რამოდენიმე ინტერესი გამოიკვეთა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100