RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

თბილისი ფულის ძიებაშია

01.03.2010  |  09:36

5448.jpegმიხეილ სააკაშვილის პარლამენტის წინაშე გამოსვლის ერთ-ერთი თეზისია: საქართველოში ემიგრანტები ბრუნდებიან. მტკიცება საკმაოდ საეჭვოა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სტატისტიკა მიგრაციის შესახებ არასახარბიელოა საქართველოსთვის. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არა მხოლოდ ქართველი ექსპერტები, არამედ სტატისტიკის დეპარტამენტიც. პრეზიდენტის განცხადება კი უფრო ავტოტრენინგს გავს. ამ დღეებში ხომ ჩინოვნიკებმა მილიარდობით ინვესტიცია იწინასწარმეტყველეს. თავად სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს ფასები დააკლოს უძრავ ქონებას, რათა ქართული დიასპორის კაპიტალი დააინტერესონ. სამშენებლო კომპანიები კი ჯერჯერობით ვერ ხედავენ ბუმს ყოფილი თანამემამულეების მხრიდან.

თუმცა ამ ფაქტორს არანაირი გავლენა არ ჰქონია პრეზიდენტზე. თავისი გამოსვლის დროს მან განაცხადა, რომ ქვეყანაში ბევრად მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე გადის. ბრუნდებიან არა მხოლოდ ქართველები, არამედ სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც და მოიყვანა ამერიკელი ბანდერების ოჯახის მაგალითი, რომლებიც სამ ბავშვთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად. იმას ვერ შეედავები, რომ ზოგი უცხოელი მართლაც სახარბიელოდ მიიჩნევს საქართველოს ბიზნეს გარემოს. დრო გვიჩვენებს რამდენად წარმატებული გამოდგება მათი ბიზნეს-პროექტები.

აი საკუთარი მოქალაქეების დაბრუნება კი გცილებით რთულია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნა გავაკეთე, როდესაც წავიკითხე ქართველ დამსაქმებელთა ახლანდელი განცხადება. 8 თებერვალს, სახელმწიფო მინისტის აპარატში აღნიშნეს, რომ დაასაქმევდნენ 150 ემიგრანტს. ამისთვის საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს ევროკავშირი 98 000 ევროს ოდენობით. როგორც აღნიშნულია განცხადებაში, პროექტის მიზანია დევნილების დასაქმება და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება. პროექტის რეალიზაცია დაევალა „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას". ამასთანავე, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში საუბარია:

„სამწუხაროდ,მიგრაციის დინამიკის ოფიციალური სტატისტიკა და ოფიციალური მონახემები ქართველი ემიგრანტების კვალიფიკაციისა და ცოდნის შესახებ არ არსებობს". თუკი არ არსებობს მონაცემები მიგრაციაზე, შეიძლება კი აუბარი ქართველების სამშობლოში დაბრუნებაზე?

უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საზღვარგარეთ საქართველოს 1 600 000 მოქალაქე ცხოვრობს. საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონისა და ქართული ბაზრის შეზღუდულობის გამო ეს ხალხი იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. მათი უმეტესობა მუშაობს რუსეთის, უკრაინის, ამერიკის, გერმანიის, საბერძნეთის, ისრაელის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის სამრეწველო სფეროში. ექსპერტთა შეფასებით, მათი წლიური ბრუნვა ქვეყნის ეკონომიკაში შეადგენს 1 000 000 000 დოლარს. ძირითადად ეს თანხები საქართველოში დარჩენილი ახლობლებისთვის და ნათესავებისთვის იხარჯება. შემდეგ კი ამ თანხის დიდი ნაწილი ისევ ტოვებს ქვეყანას.

ქართული ხელისუფლება კი საკმაოდ უცნაურ დამოკიდებულებას აყალიბებს თავის თანამემამულეებთან. ერთის მხრივ, მათ, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ლამის სამშობლოს მოღალატეებად მიიჩნევენ. მეორეს მხრივ, გამუდმებით იმედი აქვთ დიასპორის დახმარების. თანაც თბილისში ამას არავინ არ მალავს.

ქართულ ხელისუფლება იმედი აქვს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მოიზიდავს დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიციას.

„ქართულ დიასპორას შეუძლია საქართველოს ეკონომიკაში ჩადოს 500-დან 600 მილიონ დოლარამდე ოდენობის კაპიტალი. მომუშავე ემიგრანტების მხოლოდ 2&-მაც კი რომ იყიდოს უძრავი ქონების შეძენა საქართველოში, ეკონომიკაში შემოვა 300-დან 400 მილიონამდე დოლარი. ხოლო თუკი ემიგრანტების 1% ჩამოვა საქართველოში დასასვენებლად და თითოელი მათგანი დახარჯავს 800 დოლარს, ქვეყანას დამატებით 12 000 შემოსავალი ექნება",- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100