RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ხლოპონინი: სამი პრობლემა და ოთხი ძირითადი მიამრთულება

02.03.2010  |  09:16

5459.jpegრუსეთის პრეზიდენტის უფელბამოსილი წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში, ვიცე პრემიერი ალექსანდრე ხლოპონინი აგრძელებს მისთვის მინდობილი რეგიონის გაცნობას. ამ დღეებში მან კავკასიის სამი ძირითადი პრობლემა გამოჰყო: დოტაციურობის, უმუშევრობისა და კორუფციის მაღალი ნჩვენებლები. უფლებამოსილი წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიის განვითარებას ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით ხედავს, რომლთა რიცხვსაც მან მიაკუთვნა: ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და განათლება. რამდენად ეფექტური გამოდგება ხლოპონინის მეთოდები?

როგორც ცნობილია, ალქსანდრე ხლოპონინი ახალი ფედერალური ოლქის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანამდებობაზე, ერთი თვის წინ დაინიშნა. ჩრდილო კავკასიურ ფედერალურ ოლქში, რუსეთის ყველაზე პრობლემური ტერიტორიებია გაერთიანებული. სტავროპოლის მხარე, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალკარეთი, კარაჩაევო-ჩერქეზეთი და ჩრდილოეთ ოსეთი. ამ ხნის განმავლობაში ხლოპონინმა მოასწრო მისთვის ჩაბარებულ რეგიონს გასცნობოდა და ჩრდილოეთ კავკასიის ძირითადი პრობლემები მოენიშნა..

ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების ბიუჯეტის, რუსეთის დოტაციაზე დამოკდებულება, მართლაც კოლოსალურია. მაგალითად, ფედერალური ბიუჯეტიდან გაწეულმა დახმარებამ იმავე ინგუშეთისათვის, არც მეტი არც ნაკლები თავად რესპუბლიკის ბიუჯეტის 90 პროცენტი შეადგინა. ყაბარდო-ბალკარეთში ფედრალური სახსრები და შიდა შემოსავლები სანახევროდ იყოფენ ბიუჯეტს. საერთო ჯამში, გასული წლის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტიდან, ჩრდილო კავკასიაში 170 მილიარდი რუბლი შევიდა, ხოლო უკან დაბრუნებულმა საგადასახადო შემოსავლებმა, ამ თანხის მხოლოდ ერთი პროცენტი შეადგინა.

აშკარაა, რომ ზემოთ აღნიშნული ციფრები, რეგოიონში არსებულ მეორე მნიშვნელოვან პრობლემასთანაა პირდაპი კავშირში - კორუფციასთან. საქმე იმაშია, რომ შარშან კავკასიაში ჩინოვნიკების მიერ ქრთამის აღების გამოაშკარავებულ შემთხვევათა რაოდენობა. ოთხი პროცენტით გაიზარდა, წერს გაზეთი „ტრუდ". არ შეიძლება გვერდი ავუაროთ უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელსაც. ინგუშეთის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარია სამსახურით დაკმაყოფილებული, ჩეჩნეთში კი ორი მესამედი.

ალექსანდრე ხლოპონინი გამოსავალს, ჩრდილო კავკასიის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ხედავს, სწორედ ამან უნდა შეამციროს რესპუბლიკების ფედერალურ ბიუჯეტზე დამოკიდებულება. ჯერჯერობით, რეგიონში ამის აღქმა არ არსებობს. კარგად მიიღეს რა უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა უკვე მოასწრეს ხლოპონინისთვის საკუთარი გეგმების წარდგენა, უწყებათა დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიების განვითარებისათვის აუცილებელი სახსრების წინასწარი დაანაგარიშებით, იტყობინება „ინტერფაქსი". თუმცა, ციფრების განხილვამ უფლეაბმოსილი წარმომადგენელი, ძალზე გააოცა. „წინასწარი მასალების მიხედვით, რომლებიც ყველა რესპუბლიკამ წარმოადგინა, აუცილებელ დაბანდებათა საერთო თანხა 500 მილიარდ რუბლს აჭარბებს და აშკარაა, რომ ეს უაზრობაა".- განაცხადა ხლოპონინმა

ახალი უფელაბამოსილი წარმომადგენლის აზრით, რეგიონის განვითარების უზრუნველყოფა, ოთხი ძირითადი მიმართულებითაა შესაძლებელი. პირველ რიგში, როგორც ხლოპონინმა განაცხდა, ეს ენერგეტიკული კლასტერია. „თანაც, ენერგეტიკის საკმაოდ დიდი პოტენციალით, რაც დღესდღეობით არსებობს ჩვენს ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენ რეალური დეფიციტი გვაქვს ზამთრის პერიოდში და პროფიციტი ზაფხულში". - მის ციტირებას ახდენს „კავკაზ Online". ხლოპონინი თვლის, რომ შუამავლების მხრიდან გადაუხდელი თანხების უზარმაზარი რაოდენობა, სხვა რეგიონებს ეკისრებათ და საბოლოო ჯამში ტარიფებზე აისახება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100