RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

არჩევნების მოლოდინში

04.03.2010  |  09:11

5480.jpegრა ხდება დღეს თბილისში? მოცემულ მოენტში, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არა მარტო გამოცდილ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს, არამედ თავად პოლიტიკოსებსაც უჭირთ. რომელბმაც, კარს მომდგარი ადგილობრივი არჩევნების წინ ისეთი ფანდებისა და ტრუკების კეთება დაიწყეს, რომ მგონი თავად არ უწყიან - ვინ ვისი მეგობარია, ვინ ვისი მოწნააღმდეგე და ვინ კიდევ უბრალოდ თავისთვისაა. ამავ დროულად სახელმწიფო პოლიტიკის ლეიტმოტივად, კვლავ ავბედითი „რუსული საკითხი" რჩება. თანაც ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია და ხელისუფლება, როგორც წესი ერთსულოვანია. გამონაკლისი, ოპოზიციური „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელია. თანაც, ირაკლი ალასანიას გზააბნეული ხეტიალის შემდეგ, როდესაც ჯერ ურთიერთობა გაწყვიტა „ალიანსი საქართველოსთვის" მოძრაობასთან და მოლაპარაკებები დაიწყო ნოღაიდელთან, ერთიანი კანდიდატის წამოყენების თაობაზე, მაგრამ შემდეგ უმალვე გაემიჯნა „პრორუსულ კანდიდატს" და ძველ თანამებრძოლებს დაუბრუნდა, ნოღაიდელი ამან კვლავაც იზოლაციაში მოაქციეს..

ამგვარად, თუ კი იმას გავითვალისწინებთ, რომ ჭრელი ოპოზიციური სპექტრის რიგებში ფრიად პოპულარულია ფორმულა:"ყველა ნოღაიდელის გარდა", გამოდის რომ, სიმძიმის ცენტრი ხელისუფლებიდან, სწორედ მასზეა გადატანილი. და არც ის არის დასამალი, რომ ნოღაიდელზე გამარჯვების მოპოვების პერსპექტივები, ოპოზიციას გაცილებით უფრო მეტი აქვს, ვიდრე ხელისუფლებასთან ბრძოლაში წარმატების მიღწევის შანსები. ბოლოს და ბოლოს, თავად ქართველი ექსპერტების დასკვნებიდან გამომდინარე, მრავალრიცხოვან ოპოზიციურ ლიდერებს დღითიდღე სააკაშვილის დაძლევის სულ უფრო და უფრო მცირე შანსები აქვთ და დედაქალაქის მერადაც კი არ შეუძლიათ საკუთარი კანდიდატის გაყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობა. სტრატეგიულად მნიშვნელოვნადაა მიჩნეული.

თუ კი, ადავაკვირდებით სხვადასხვა ოპოზიციურ დაჯგუფებებს თუ დავაკვირდებით, რომლები ტრიუმფალურად იქმნებოდნენ და ლამის იმავე დღესვე იშლებოდნენ, გონებაში ერთადერთი აზრი მოგდის - როგორც მეგობრები თქვენ ვერ სხდებით, ხოლო პრეზიდენტად არ გამოდგებით. ამ დროს კი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მშვენივრად აღიქვამს საკუთარ პოლიტიკურ უპირატესობას, მხოლოდ აღიზიანებს ოპონენტებს და ტრადიციულად არ იშურებს ჩრდილოელი მეზობლის ბოსტანში ჩასაგდებ ქვებს.

მაგალითად დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ერთბაშად რამდენიმე განცხადებამ გააჟღერა. იმის შესახებ, რომ რუსეთმა 1 მარტს „ზემო ლარსის" საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნით, მართალია არაპირდაპირ, მაგრამ შეცდომად აღიარა 2005 წელს საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული ემბარგო. პრეზიდენტის აზრი ჟურნალისტებს, მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო. „საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნა, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი თავის საზღვრებს ხსნის, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველოს, რუსეთთან საზღვრის ერთ მონაკვეთზე ლეგიტიმური გამშვენი პუნქტი ექნება. ეს ადრე გამოცხადებული ემბარგოს დამარცხების აღიარებაა".- განაცხადა მანჯგალაძემ. მან ასვე დაამატა, რომ სააკაშვილის აზრით:" საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ვერ დათბება, ვიდრე რუსეთის ჯარები არ დატოვებენ საქართველოს. (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იგულისხმება.- ავტორი,) და მანამ სანამ ქვეყნის დეოკუპაცია არ მოხდება".

დღესვე, გავრცელდა განცხადება, რომ: „პრეზიდენტი მზად არის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, რომლებიც ნაციონალურ ინტერესებს ემსახურება".- განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა. პოლიტიკოსთა პოზიციები და პოლიტიკური პროცესები ძალზე სწრაფად იცვლება, ამიტომაც რთულია საერთო სიტუაციის სრულად შეფასება. მაგრამ, პრეზიდენტი მზად არის ითანამშრომლოს ყველა ნაციონალისტურად განწყობილ პოლიტიკურ ძალასთან, თქვა მან. „ისინი ვინც ოკუპანტებთან თანამშრომლობის გზას ირჩევენ, პირველ რიგში ხალხი მიერ „იქნებიან გაკიცხულნი".- განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100