RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ნოღაოიდელის გაკვალული გზით

08.03.2010  |  23:27

5505.jpegდღეს, ნინო ბურჯანაძე მოსკოველ მეგობრებს მოინახულებს, რომლებთან ერთადაც მოსკოსვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდა. ექს-სპიკერმა , ექს- პერმეირ ზურაბ ნოღაოდელის გმირობა გაიმეორა. ეს უკანასკნელი, შარაშან არ შეუშინდა სამშობლოს მოღალატის სახელს და ურთიერთობები ააწყო რუს პოლიტიკოსებთან. ამავ დროულად, მოსკოვთან საიდუმლო კავშირებში, თავად მიხელ სააკაშივლიცაა ეჭვმიტანილი.

ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვის ხვდება ნინო ბურჯანაძე მოსკოვში. ხვალ, როგორც ინტერფაქსი იტყობინება, მას „ედინაია როსიას" ერთერთი ლიდერი ბორის გრიზლოვი მიიღებს. თბილისიდან გამოფრენისას, პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვას აპირებს. „რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის საკითხი, სასიცოცხლო მნიშვნელოვანია საქართველოს ერთიანობისთვის".- აღნიშნა მან.

მისი პარტიის სპეცგანცახდებაში ნათქვამია, რომ „დემოკრატიული მოძრაობა" აგრძელებს იმისათვის ბრძოლას, რომ „ქვეყანა იყოს ერთიანი, დემოკრატიულ და დასავლურ ფასეულობებზე ორიენტირებული". ამისათვის „აუცილებელია, ყველა არსებული რესურსის გამოყენება". თუ ვზიტიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, მათ შორის რუსული რესურსისაც.

მოსკოვის შემდეგ, ბურჯანაძე ევროპასა და აშშ-შიც აპირებს ჩასვლას, მას იქაც მრავალი კეთილი მეგობარი და მრჩეველი ჰყავს.

ჯერ კიდევ თებერვლის თვეში, ბურჯანაძემ ჩრდილოელ მეზობელთან კავშირის აღდგენის განზრახვა დააანონსა, „არცერთი ჯარისკაცი არ გავა საქართველოდან, თუ კი ჩვენ არ დაველაპარკაბეით რუსეთს".- განმარტა მან.

მას ზოგიერთი სხვა ოპოზიციური ძალაც ეთანხმება, მაგრამ ყოველი მათგანი პარლამენტის კედლებს გარეთაა დარჩენილი. მაგალითად, საქართველოს კონსერტვატიული პარტია თვლის, რომ „აუცილებელია დიალოგის დაწყება იმის შესახებ, თუ ამ ორი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, როგორ უნდა გადაწყდეს არსებული პრობლემები. მაგრამ ყოველგვარი აგრესიული ტონის გარეშე".

დღეს, ამ პარტიის ერთერთი ლიდერი კახა კუკვა მიესალმება ბურჯანაძის გამგზავრებას. „საზოგადოება და ოპოზიცია ნელნელა იწყებს იმის შეგნებას, რომ საქართველოს გაცილებით უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკა ესაჭიროება, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში".- თქვა მან.

მოსკოვში გამგზავრებას „სახალხო პარტიის" წარმომადგენლებიც აპირებენ.

შარშან, გზა პირველმა, სამკაოდ დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსმა ზურაბ ნოღაიდელმნა გაკვალა. გადამდგარი პრემიერი, რომელმაც დაარსა „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ომის შმდეგ რამდენჯერმე იყო ჩასული რუსეთის დედაქალაქში და არც თუ ურეზულტატოდ. მან საახლაწლო და საშობაო ფრენების უფლება მოიპოვა - მოსკოვსა და თბილისს შორის, ასევე ცხინვალში გასამართლებული ქართველი არასრულწლოვანები გაანთავისუფლა ცხინვალის იზოლატორიდან და პარტიული თანამშრომლობი შესახებ შეთანხმება გააფორმა მმართველ „ედინაია როსიასთან" .

საქართველოში ამბობენ, რომ „ნოღაიდელის დიპლომატია" - ევგენის პრიმაკოვის პროექტია. გავლენიანი პოლიტიკოსის ოთხმოცი წლის იუბილეზე, პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის გაერთიანების საკითხი მოგვარებადია და დაე თავად ევგენი მაქსიმოვიჩი დაკავდეს ამით.

მოსკოვში, ერთ-ერთი ვიზიტის დროს ნოღაიდელი მართლაც შეხვდა პრიმაკოვს, თუმცა ორი ახალი კავკასიური სახელმწიფოსადმი რუსეთის ოფიციალური პოზიცია, უცვლელი რჩება. კრემლი, მათი აღიარებით ვაჭრობას არ აპირებს. ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებას საქართველოსთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ იკი ამას ისინი თავად მოისურვებენ, მაგალითადად კონფედერაციის ფორმით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100