RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მხოლოდ ლობიოთი ლობის ვერ იყიდი

12.03.2010  |  09:51

5543.jpegსაქართველომ, ახალი ლობისტური ფირმა დაიქირავა აშშ-ში. მათი დამხარების გარეშე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გავლენიან პოლიტიკოსებთან შეხვედრა, ისეთებთან როგორებიცაა ბარაკ ობამა, უკვე შეუძლებელი გახდა. როგორც ჩანს, საქართველოს ლიდერს ურთიერთობების პრობლემა მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობასთან არ აქვს, რომლებთანაც სხვათაშორის შუამავლებად, ხან ნათესავებს და ხანაც სომეხ კოლეგას გზავნის.

ოპოზიციურმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ერთი თვის წინ შენიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებში, საქართველოს ლიდერის მაღალ დონეზე მიღება შეწყვიტეს. ის არც მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე და არც დავოსის ფორუმზე არ მიიწვიეს, დასავლელ ლიდერებსაც, თუ კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებს არ ჩავთვლით, ის დიდი ხანია აღარ შეხვედრია.

მიხეილ სააკაშვილი ამის გამო დადარდიანებულიც, რომ იყოს ალბათ ამას მაინც არ შეიმჩნევს. რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ბევრს მოგზაურობს არაბულ ქვეყნებში: იყი კატარში, კუვეიტში, ემირატებში და თავი მოიწონა ვაშინგტონიდან პირადად ბარაკ ობამას მოწვევით.

სააკაშვილი ამ დრომდე აშშ-ს ახალ პრეზიდენტს, მისი არჩევის შემდეგ ჯერაც არ შეხვედრია. თუმცა, საქართველოს ლიდერის მხრიდან ამის მცდელობა შარშანაც იყო, ნიუ-იორკში ჩატარებულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ახლა ირკვევა, რომ ვაშინგტონში ობამასთან აპრილის შეხვედრაზე მოწვევა, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული ლობისტური კომპანია „Podesta Group"-ის ძალისხმევის შედეგია, წერს „კომერსანტი" საქართველოს ხელისუფლებაში ანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ეს კომპანია, პორტალ „ბიზნეს საქართველოს' მონაცემებით, ნახევარი წლით დაიქირავეს 300 ათასი დოლარის საფასურად, ქართველი ჩიონოვნიკების, აშშ-ს პოლიტიკურ ელიტასთან კონტრაქტების ორგანიზებისათვის, საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ ყველა დამატებითი ხარჯის დაფარვა იკისრა, მათ შორის ლობისტების საზღვარგარეთული მივლინებებისაც.

ამას გარდა, თბილისმა ყოფილი კომერსანტისა და დემოკრატის რიჩარდ გერფჰარდის (Richard Gephardt) კიდევ ერთ ლობისტურ ფირმას „Glover Park Group"-საც დაუდო 436 800 დოლარის ღირებულების ერთწლიანი კონტრაქტი. ის საქართველოზე 2008 წლის 4 აგვისტოდან მუშაობს და მხოლოდ პირველი ნახევარი წლის განმავლობაში შეძლო აშშ-ს 50-ზე მეტი კონგრესმენისა და სენატორის ოფისთან დაემყარებინა კავშირი, რითაც მიხეილ სააკაშვილის „ფრომოუშენის" უზრუნველყოფა მოახდინა მასმედიაში.

ორივე კონტრაქტს, „Glover Park Group"-ისა და საქართველოს ხელისუფლების სახელით, საქართველოს ნაციონალური უსაფრთხოების მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა მოაწერა ხელი.

სხვათაშორის, „Podesta Group"-ი აშშ-ში დემოკრატების ინტერესების ლობირებას ახდენს. ამ ფირმის ერთერთი დამაარსებელი - ჯონ პოდესტა, ბილ კლინტონის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა და ობამას გუნდსაც ინაუგურაციამედ.

რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდში, საქართველო - რესპუბლიკური ფასეულობების მიმდევარი ლობისტური კომპსნიების დაქირავებას ამჯობინებდა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე „დაკვეთილი დემოკრატიისს" გაფორმებას რენდი შეინემანი „Randy Scheunemann"-ი ეწეოდა. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ის მუშაობდა რესპიბლიკელი ჯონ მაკკეინის გამარჯვების მოსაპოვებლად. მაგრამ, ორივე პროექტი ჩავარდა და მისმა ფირმამ (Orion Strategies)-მა ქართული კონტრაქტი დაკარგა.

როგორც ჩანს ლობისტების მხარდაჭერის გარეშე, ბევრი არაფერი გამოვიდა. ამიტომაც „ორიონის" ადგილი ერთდროულად რამდენიმე „დემოკრატიული იმიჯის" გაფიარების პროფესიონალმა დაიკავა. იგივე თანხის, 300 ათასი დოლარის ასაფასურად თბილისმა შარშან PR-სააგენტო „Public Strategies"-სი დაიქირავა, რომელსაც აშშ-ს დემოკრატიულ პარტიასთან კარგი კავშირები აქვს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100