RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დაბრუნედბა თუ არა ქართული ღვინო რუსეთში?

12.03.2010  |  09:53

5544.jpegალბათ იმ ადამიანების მოძებნა გაგვიჭირდება, ვინც არ დაგვეთანხმება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, პარადოქსულია. ძალიან რთულია გონივრული ახსნა უპოვნო 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც თანაარსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მეზობელი სახელმწიფოები პირველად გადაიქცნენ სამხდრო მოწინააღმდეგეებად. რთულია იმის გაგებაც, რაც ამჟამად ხდება ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში. საბოლოო ჯამში, ეს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხება.

დღეს, ქართული მასედიის მთავარ სიახლე გახდა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მოსკოვი კაპიტულიაციას აცხადებს ქართული პროდუქციის წინაშე". ამტკიცებენ, რომ ქართული ღვინო, მინერალური წყლები და სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, რაც რუსეთის სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ ოთხი წლის წინ „დეპორტირებულად და აკრძალულად გამოაცხადა", კვლავ დაბრუნდება რუსეთის მაღაზიების დახლებზე.

რუსებს, საყვარელი „ხვანჭკარის", „ქინძმარაულის" „ბორჯომისა" და ბათუმური მანდარინების მიმართ მართლაც ტრადიციულად კეთილი განწყობა აქვთ, რასაც ნოისტალგიაც ემატება. ამას ყველა ქართველი ადვილად იგრძნობს, ვინც კი მოსკოვში იმყოფება. თუმცა ქართული ღვინის მოყვარეულებს, ვერაფრით გაუგიათ - ბოლოს და ბოლოს როდის შეიძლება მაღაზიაში ქართული საქონლის ყიდვა. ყოველ შემთხვევაში. ინტერნეტში ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან გაკეთებულ ვერცერთ ოფიციალურ განცხადებას ვერ იპოვნი.

თბილისში კი, უამრავი მოსაზრება გამოითქვა. ყველაფერი ახლახანს დაიწყო. საქართველოს ფინანსთა სამინიტროს ხელმძღვანელმა კახა ბაინდურაშვილმა განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის ბაზარზე, ქართული პროდუქციის დაბრუნების მზაობის შესახებ. „ქართული პროდუქციის რეალიზებისათვის დამატებითი ბაზრის მოპოვება, თავისთავად მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ რეზულტატებს გამოიღებს. რაც შეეხება რუსეთს, მთავარია ამ საკითხისადმი თანამიმდევრული მიდგომა იყოს, იმისათვის რომ, ერთი შეხედვით პოზიტიური ნაბიჯი, რუსული ხაფანგი არ გამოდგეს".- მინისტრის ციტირებას ახდენს სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია".

რამდენად შესაძლებელია ქართული საქონლის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, თუ კი იმას გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს? როგორც აღმოჩნდა, მინისტრმა ეს კომენტარი, ოპოზიციური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვური ვიზიტის საფუძველზე გააკეთა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებმა გამოაქვეყნეს, რომ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობას და პირდაპირი ავია-კავშირის განახლებას, მოცემულ მომენტში მოსკოვში განიხილავს საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრი და ოპოზიციური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. მაგრამ, ნოღაიდელს ხომ ოფიციალური თბილისი სამშობლოს მოღალატედ თვლის? და თანაც შეუძლია კი - უბრალო ოპოზიციონერს, სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღება?

თუმცა, თბილისში სრული სერიოზულობით განიხილავენ ქართული საქონლის რუსეთში დაბრუნების შესაძლებლობას, მოსკოვში კი ამი შესახებ არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. პორტალი „ბიზნეს-საქართველო" ამასთან დაკავშირებით ქართული ბიზნეს-საზოგადოების მოსაზრებებს აქვეყნებს. „რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია კვლავ დააწესოს ემბარგო, იმიტომ რომ ის თავის დროზე უსაფუძვლოდ და ცალმხრივად აამოქმედეს. მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ იგივეს გნმეორება, ჩვენი პროსუქციის მიმართ",- გამოთქვა შეშფოთება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100