RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

როგორ შევაჩეროთ საქართველოს დაშლა?

15.03.2010  |  10:13

5555.jpegსანამ თბილისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების ახალ სტრატეგიას უწევს რეკლამირებას, ცხინვალის ხელისუფლება უკან დასაბრუნებელ გზას იჭრის. ისინი იწყებენ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციას. თანაც გამყოფმა ხაზმა უფრო მეტი ტერიტორიები უნდა მისცეს. ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაშლის თავიდან ასარიდებლად ოპოზივია კრემლს სთხოვს დახმარებას. მაგრამ შეძლებს თუ არა მოსკოვი დახმარებას და თუ შეძლებს რით?

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების ახალი "ლამაზი და ღირსეული" სტრატეგია თბილისს უკვე რამდენიმე თვეა აქვს. მისი მოწონება უკვე მოასწრეს ევროკავშირშიც და ამერიკაშიც. თუმცა ამ დროის განმავლობაში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა. თბილისი ძველებურად აბრალებს სოხუმს გალის ქართული მოსახლეობის ჩაგვრაში, ცხინვალს კი - ხალხის გატაცებას.

სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციის დროს გაირკვა, რომ რესპუბლიკას ახლანდელზე მეტი ტერიტორიების ქონა შეუძლია. ჩვეულებრივ მშვიდობიანი ურთიერთობის მქონე მეზობელი ქვეყნები სპეციალურ სხდომებზე წყვეტენ საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველო, ბუნებრივია, არ გამოხმაურებია ოსების მოწვევებს, რადგანაც ცხინვალი თბილისის ტოლფასად არ მიაჩნია. რუსეთთან კი პირველი სხდომა თებერვლის ბოლოს ჩატარდა.

"კომისიის საბოლოო დოკუმენტი უნდა იყოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სრულიად განსხვავებული რუქა, რომელიც შესამჩნევად განსხვავებული იქნება საბჭოთა დროის რუქისგან",- წერს სამხრეთ ოსეთის გაზეთი "რესპუბლიკა". როგორც აღნიშნულია, "აუცილებელი იქნება გავიხსენოთ ოდითგანვე ჩვენს განკარგულებაში მყოფი ტერიტორიებიც, რომლებიც მეფის რუსეთმა, შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლებამ, საქართველოს "აჩუქა". საუბარია ლენინგორის, ცხინვალის და ჯავის რაიონების მიმდებარე ტერიტორიებზე.

ჯერ კიდევ გასულ წელს ედუარდ კოკოითმა პირობა დადო, რომ საქართველოსგან მოითხოვდა ტრუსოს ხეობის დაბრუნებას, რომელიც ჯავის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან არის. მან განმარტა, რომ ამ ტერიტორიაზე ახლა ყაზბეგის რაიონის განკარგულებაში მყოფი სოფლები უძველესი ოსური გვარების მიერ იყო დაარსებული. მათმა შთამომავლებმა უკვე შექმნეს ორგანიზაცია "დარიალი", რომელიც ითხოვდა, რომ ტრუსო შეერთებოდა რომელიმე ოსეთს - სამხრეთს ან ჩრდილოეთს.

ადვილი წარმოსადგენია, თუ რა აღშფოთებით აღიქვამენ თბილისში "სეპარატისტული" რეგიონის გაფართოვების გეგმებს. კავკასიის სტრატეგიული კვლევების ქართული ინსტიტუტის ლიდეტმა მამუკა არეშიძემ უკვე არაერთხელ გააფრთხილა ხელისუფლება, იმის შსახებ, თუ როგორი საშიში იყო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ახალი პრეტენზიები ძალიან საშიშია და ახალ კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის.

"ჩრდილოეთ ოსეთშიც აქტიურად ახდენენ იმ იდეის ფორმირებას, რომ სამხრეთ ოსეთი იმაზე დიდია, ვიდრე ახლა არის, ამის შესახებ წერენ იქაურ მასმედიაში, გამოსცემენ ატლასებს. ჩვენმა ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვამჩნევ ამმნიშვნელოვანი საკითხის მიმართ აუცილებელ ყურადღებას",- თქვა მან ინტერვიუში.

ახალი გამწვავებისა და ძველი გადაუჭრელი პრობლემების ფონზე წარმოუდგენელია ტყვეების გაცვლაზე საუბარი.

საქართველოს ეს მშვიდობიანი ინიციატივა ნამდვილად დაგვიანებულია. "ეს წინადადება სამი-ოთხი წლის წინ რომ წამოეყენებინათ, ის უძვირფასესი იქნებოდა. თუმცა მაშინ ქართულ ხელისუფლებას სულაც არ ეცალა თანამშრომლობისთვის. ის დაკავებული იყო სამხრეთ ოსეთის ბლოკადაზე ფიქრით და ომის მზადებით",- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ. მისი თქმით, რუსეთი შეისწავლის დოკუმენტს, მაგრამ საეჭვოა, რომ ამან რაიმე შეცვალოს.

ამასობაში ქაზრთული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერში სააკაშვილს ადანაშაულებს, გაგებას მოსკოვში ეძებს. რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდნენ ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილის კი ვიზიტს გეგმავენ. არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებს იმედი აქვთ, რომ რუსეთი საქართველოს გამთლიანებაში დაეხმარება და ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100