RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

“ხუმრობა“ საქართველოზე

15.03.2010  |  23:35

5568.jpegფსევდო-პოლიტიკურ სიუჟეტს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის" საღამოს ეთერში გადმოსცეს, ბევრმა ადამიანმა უკვე უწოდა უკბილო ხუმრობა. დიახ, რა თქმა უნდა, ქართველი ჟურნალისტები სულაც არ იყვნენ პირველები თავიანთი „სენსაციით" - გასულ ასწლეულში რადიო „მსოლიოს ომების" ტრანსლაციით ჰერბერტ უელსმა პანიკის ტალღა დანერგა ამერიკაში. თუმცა მაინც ღირს საზოგადოებივ აზრზე ზემოქმედების ამ მცდელობის დეტალურად განხილვა.

პირველ რიგში, ქართველმა ჟურნალისტებმა „მოკლეს" ერთდროულად ორი პრეზიდენტი - ედუარდ კოკოითი და მიხეილ სააკაშვილი. იმის გათვალისწინებით, რომ დროში ასეთი დამთხვევა ნაკლებ სავარაუდოა, თანაც თამაშიდან იმ ორი პრეზიდენტის გამორიცხვა, რომლებსაც არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, საკმაოდ საინტერესოა მომდევნო მოვლენების მოდელირებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარი შეიძლება იყოს ხუთდღიანი ომის გამეორებაზე ოდნავ შეცვლილ ვითარებაში - მაკონტროლებელი ფიგურების გარეშე, რასაც სისხლიან დაპირისპირებამდე მივყავართ.

კიდევ აღსანიშნავია ის, რომ გადაცემაში „სახალხო ხელისუფლების" ლიდერად ნინო ბურჯანაძე დანიშნეს მაშინ, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის ვალდებულებები მისი სიკვდილის შემთხვევაში საკუთარ თავზე უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გულაურმა. ამგვარად, „იმედმა" თავს მოხვევის გარეშე აჩვენა, რომ სააკაშვილის თამაშიდან გავარდნის შემთხვევაში ქვეყნის ხელისუფლება ოპოზიციის ხელში გადავა. აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძე და ნოღაიდელი ამ ბოლო თვის განმავლობაში იყვნენ ვიზიტით მოსკოვში და შეხვდნენ რუსეთის ხელისუფლებას. მინიშნება „კრემლის ხელზე" საკმაოდ გამჭვირვალეა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს მინიშნება სულაც არარის მიმართული ფართო მასებისკენ, პირიქით, ეს მინიშნება საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის გაკეთდა.

მესამე მნიშვნელოვანი მომენტი არის განცხადება იმის შესახებ, რომ „ჯარის ნაწილი მტრის მხარეს გადავიდა". ეს განცხადება ყველაზე სერიოზული იყო. აგვისტოს ომის დროს საქართველოს ჯარის არც ერთი ნაწილი არ გადასულა რუსეთის მხარეს. უსასრულოდ შეიძლება ვისაუბროთ ქართული ჯარის ცუდ მომზადებაზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მათ შორის მოღალატეები არ ყოფილან. ამგვარად, ასეთი განცხადება უკვე ეჭვს ბადებს თავად სამხედროებს შორის. არც იქნებოდა გასაკვირი, რომ გუშინ ქართველ ჯარისკაცებს დაეწყოთ იმის გარკვევა, თუ რომელი მათგანია საქართველოს ერთგული და რომელი - არა. ასეთი საკითხების განხილვა სამხედრო ნაწილების დონეზე კი გარდაუვალ შეიარაღებულ დაპირისპირებას მოასწავებს. შეიძლება ითქვას, რომ სასწაულია ყველაფრის სროლის გარეშე დასრულება.

კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი - ყველა საუბარი იმის შესახებ, რომ „იმედმა" მოახდინა მხოლოდ სიტუაციის შესაძლო განვითარების მოდელირება, პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსების შეფასებებს თუ ვენდობით, მხოლოდ მიმნდობ ხალხს თუ დაამშვიდებს. თავად განსაჯეთ - ნახევარ საათიანი სიუჟეტო პრაიმ-ტაიმში ცენტრალურ არხზე - ეს უძლიერესი საინფორმაციო იარაღია. საკმაოდ საეჭვოა, რომ ეს სცენარი გადაცემამდე ნახევარი საათით ადრე დაწერილიყო, შეგროვებულიყო კადრები, გაეკეთებინათ მონტაჟი და გახმოვანება. სასაცილოა იმის მოსმენა, რომ ეს სიუჟეტი არ იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან.

როგორ უნდა აიხსნას ქართული ტელეარხის საქციელი? რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ავტორების სულელური ხუმრობაა. თუმცა, მე პირადადმგონია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება - ასე ვთქვათ, სასწავლო მედია-განგაში. ამ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ ავტორებმა მიზანს მიაღწიეს. ერთ დღეში საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქართველებისა და ოსების რეაქციის დანახვა, დარწმუნდა ჯარის ლოიალურობაში და დაინახა ოპერატიულობა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის პოლიტიკურ წრეებში. სიტუაცია წარმატებით დაიდგა. პოლიტტექნოლოგებს და ანალიტიკოსებს შეუძლიათ მშვიდად დაისვენონ. ყველაფერი რიგზეა ხელისუფლებისთვის. ხოლო რაც შეეხება მოსახლეობის პანიკას, რაც გადაიზარდა სასწრაფო დახმარების ხშირ გამოძახებაში, გულის შეტევებსა და მსხვერპლში - რას ვიზამთ, ასეც ხდება ხოლმე. როგორც წესი, ომში ხალხი კვდება. თურმე, საინფორმაციო ომის არ ყოფილა გამონაკლისი.

 

ტიმოფეი შევიაკოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100