RSS
на русском en in english
18.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საკადრო ბანქო აირევა

19.03.2010  |  11:33

5607.jpegსაქართველოში ვერ მოასწრო ერთმა სკანდალმა დამშვიდება რომ ახალია მოსალოდნელი. ერროვნული პოლიტიკის თავისებურება ის არის, რომ ერთ დღესაც ვერ ძლებს სკანდალის გარეშე. ახლანდელი აურზაურის ცენტრში კვლავ ქართული მასმედიაა, რომელსაც ძალიან კარგი უნარი შესწევს თავის თავზე აიღოს "სხივი" საქმე, ანუ პრაქტიკულად პოლიტიკით არის დაკავებული. ყოველ შემთხვევაში, უკვე დიდი ხანია აღნიშნეს, რომ მასმედიაში გავრცელებული ჭორები თავისუფლად შეიძლება დადასტურდეს.

ახლა ქართული მასმედია წერს, რომ შავმა კატამ გაირბინა სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის. სწორედ ამიტომ, ქართული მასმედიის ვერსიით, უნდა ველოდოთ ხელისუფლებაში ახალ საკადრო ცვლილებებს. საქართველოში საკადრო კარუსელს მიეჩვივნენ. მინისტრებს ხელთათმანებივით იცვლიან - წელიწადში რამდენჯერმე. ჟურნალისტები, რომლებიც კულუარულ ინფორმაციას აქვეყნებენ, იშვიათად ცდებიან. ასე მოხდა 2008 წელს, როდესაც პრეზიდენტმა თითქმის მთელი მინისტრთა კაბინეტი შეცვალა. ჟურნალისტებს არც 2009 წელს შეცდნენ.

ახლა თბილისური გაზეთი "კვირის გაზეთი" იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილმა ახალი სიურპრიზი მოამზადა და ხელისუფლებაში გადაწყობა გარდაუვალია. გაზეთი იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაბრუნდება ფინანსთა მინისტრის პოსტზე, ხელისუფლების ლიდერად კი დაინიშნება თბილისის მერი გიგი უგულავა. შესაძლებელია თუ არა ეს, თუკი მაისში საქართველოში დიდი ბრძოლა გაიმართება მერის სავარძლისთვის? "კვირის პალიტრის" ვერსიით, ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია არის გიგი უგულავას "დუბლიორი" და მაისის თვეში არჩევნებზე ხელისუფლება სწორედ ჭანტურიას მხარდაჭერას აპირებს, თუკი დაინახავს, რომ იმ დროისათვის უგულავას სერიოზული შანსები არ ექნება გამარჯვებისა.

თუმცა, ყველაფერი შეიძლება პირიქითაც მოხდეს: ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ იცოდებს მეგობრებს, რომლებიც სწრაფად იკრეფენ ქულებს და მისი კონკურენტები ხდებიან საპრეზიდენტი სავარძელზე, ცნობილი ფაქტია. აი უგულავას კი უმეტესობა მომავალ პრეზიდენტად მიიჩნევს, როგორც სააკაშვილის ერთგულ მოკავშირეს. კულუარული ინფორმაციია თანახმად, გიგი უგულავა ითვლება "რუხ კარდინალად" საინფორმაციო პოლიტიკაში ისეთი ცნობილი ტელეარხებისა, როგორიც "რუსთავი 2" და "იმედი" არის. ასე რომ "იმედის" სიუჟეტი ტყუილად არ გამოჩენილა. საკითხავი მხოლოდ ისღა დარჩა, თუ რომელი ქართველი პოლიტიკოსი გაიმარჯვებს ამ თამაშში და როგორი იქნება რეზულტატი. უგულავა მართლაც იქნება სააკაშვილის მემკვიდრე, თუ სულ სხვა პოლიელიტას ვიხილავთ მის წინააღმდეგ.

გაზეთი "ალია" წერს, რომ ვანო მერაბიშვილი კატეგორიული წინააღმდეგი "იმედის" ეთერში იმ სიუჟეტის გაშვებისა. ამიის გამო, სიუჯეტი მაშინ გაუშვეს, როდესაც მერაბიშვილი საქართველოში არ იყო. გაზეთი წერს, რომ "ბევრი აღნიშნავს", რომ გეგმის ინიციატორი იყო "თავისუფლების ინსტიტუტი", რომელმაც დაარწმუნა სააკაშვილი, რომ ასეთი სიუჟეტის გაშვება აუცილებელი იყო. ქართველმა ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა გააფრთხილა პრეზიდენტი. "არველაძე-წამალაშვილის სატელეფონო საუბარს პირდაპირ სააკაშვილზე გავყავართ და მისი პასუხისგების საკითხს აყენებს. ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანაში სატელეფონო საუბრებს ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, ჩანაწერი მოხვდა ინტერნეტში, სწორედ მისი ნებართვით. როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში უკვე სერიოზული ბრძოლა დაიწყო საპრეზიდენტო პოსტისთვის. მერაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ უგულავას მერობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მას თავისუფლად შეუძლია გახდეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამორჩეული ლიდერი, ეს კი არ შედის მერაბიშვილი-სააკაშვილის ინტერესებში",- განაცხადა სესიაშვილმა. მისი კომენტარიდან ჩანს, რომ მერაბიშვილს შეუძლია ბრჭყალები პრეზიდენტსაც კი გამოუჩინოს. ასეთ შემთხვევაში მორიგი ცვლილებები გარდაუვალია ხელისუფლებაში, რაც ძალთა გადანაწილებაზეც იმოქმედებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100