RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ჟურნალისტური დემარში

23.03.2010  |  10:12

5627.jpegსაქართველოში მორიგი განსაკუთრებული მდგომარეობაა და თანაც, კვლავ მასობრივი ინფორმაციის საშულებებთან დაკავშირებული. ქართულ ტელეარხებზე, სავარაუდოდ საერთაშორისო საზოგადოების უკიდურესად ნეგატიური რეაქციის გამო, ჯერჯერობით გამოგონილი სიუჟეტები აღარ გასულა, მაგრამ „დემოკრატიის შუქურის" რეპუტაციას, კვლავ წყალი შეუყენა ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა. ხელისუფლების მხრიდან მუქარის გამო. კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტი ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, საკუთარი ოჯახისათვის.

ამჯერად, კავკასიაში ყველაზე დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქართული მასმედიის მითი, გაზეთ „შანსის" მთავარმა რედაქტორმა ბონდო ქურდაძემ შეარყია. რომელიც, თითქოს და არც არსოდეს გამოირჩეოდა, ხელისუფლებისა და ქვეყნის პოლიტიკური კურსის შესახებ კრიტიკული გამოთქმებით. მან დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. როგორც ტრენ ნიუსი იტყობინება ქართულ გაზეთ „რეზონანსზე" დაყრდნობით, ვიქტორ იანუკოვიჩის სახელზე გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ უკანასკნელ ხანებში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მისი ოჯახის მისამართით სატელეფონო მუქარა სულ უფრო ხშირად გაისმის.

ბონდო ქურდაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს მეზობელ და ახლა უკვე „არანარინჯისფერ" ქვეყანას, მხოლოდ საკუთარი ცოლისა და სამი შვილისთვის სთხოვს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ აქამდე მას არასოდეს გაუკეთებია საჯარო განცხადება, ვინაიდან საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების გამო ერიდებოდა ამას. ახალ კი, როგორც ჩანს უკვე ძალიან გასერიოზულდა საქმე. ამასთან ერთად ქურდაძე აცხადებს, რომ თვად თბილისში დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ჯერჯერობით, თბილისში მომხდართან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. თანაც ალბათ, არც თუ ისე რეიტინგული გაზეთის ჟურნალისტისთვის, იქ ჯერ არ ცხელათ. ვინაიდან, გასულ კვირას საქართველო-რუსეთის ომის შესახებ „მოდელირებული ქრონიკის" გარშემო ატეხილი სკანდალი არა და არ ცხრება, მან მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღაშფოთა.

ამ სიტუაციაში თავისუფალი და დამოუკიდებელი მამსედიის იმიჯის შენარჩუნება და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელი განცხადების ჭეშმარიტებასთან მისადაგებაც თითქმის შეუძლებელია, რომ „საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანაა, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრეცედენტი შექმნა". საქართველოში ამ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები, ალბათ მხოლოდ ჟურნალისტების ირონიის გაზიარების საშულებას თუ იძლევა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ სააკაშვილის განცხადებას - კავკასიის არნახული პრეცედენტის შესახებ, შეუფარავი სარკაზმით უპასუხეს: საქართველომ ყველა გააგიჟა...

შესაძლოა ბონდო ქურდაძემაც გარკვეულ წილად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ოჯახისათვის თავშესაფარი, უკრაინაში მოძებნოს. ბოლოს და ბოლო, სწორედ ასე შიძლება შეფასდეს მედიაექსპერტ ია ანთაძის მტკიცება. მას ქართული მასმედიის შეტყობინებების საფუძველზე უჭირს იმის თქმა, თუ რა მიზეზით შეიძლება დევნიდეს ხელისუფლება ქურდაძეს, იმიტომ რომ მას არ უნახვს ამ ჟურნაისტის მიერ შექმნილი რაიმე პროდუქტი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებისათვის მიუღებელი იქნებოდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ოპოზიციური შეხდეულებებით „შანსის" რედაქტორი მართლაც არ გამოირჩეოდა. მაგრამ, თუ კი ცოტა ჩავუღრმავდებით თემას, რთული არ იქნება იმის მოძიება, რომ შარშან ის პროტესტის ნიშნად, საკუთარი ხელის ამპუტაციით იმუქრებოდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100