RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პოლიტიკური სიმშვიდის გაზაფხული

23.03.2010  |  16:11

5637.jpegასეთი მშვიდი გაზაფხული, პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით თბილისს დიდი ხანია არ ღირსებია. თითქოს წესად იყო ქცეული, რომ სწორედ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, იწყებოდა საქართველოში ოპოზიციური დუღილი. ექსპერტები ხუმრობენ კიდეც და საგაზაფხულო პოლიტიკურ აქტივობას უბრალოდ გამწვავებას უწოდებენ. ამჟამად თბილისის ქუჩებში არც მიტინგები და არც საპროტესტო აქციებია. ქარიშხლის წინა მიჩუმებაა თუ ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ საზოგადოებრივ იმედგაცრუებასთან გვაქვს საქმე.

სავარაუდოდ ერთიცა და მეორეც. საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებლები, პირველ რიგში დაიღალნენ უსასრულო პოლიტიკური აურზაურით, რამაც აქამდე კარგი ვერაფერი მოიტანა. მეორეს მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ელიან და რადგანაც, ოპოზიცია არ გაერთიანდა, მერობის ერთიანი კანდიდატი ვერ წარადგინა, ბოლოს და ბოლოს მკაფიო პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამაც არ გამოქვეყნა. ქვეყნის მოსახლეობას, რომლსაც მუდმივად კრიზისული ციებცხელება აქვს, მოვლენების მდუმარე დაკვირვების გარდა, სხვა არაფერი დარჩენია.

ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც ხშირად ზომიერებისა და ლოგიკის ზღვარს ცდება (მაგალითად, ტელეარხ იმედზე გასული ამასწინანდელი სიუჟეტიც გამოდგება, რუსეთთან გამოგონილი ომის შესახებ) საზოგადოებაში სრულ დაბნეულობას იწვევს. მაგრამ, სამწუხაროდ - ამბიციებში, ერთმანეთის საწინააღმდეგო კომპრომატებში და არაჯანსაღ ფანტაზიებში არც ოპოზიცია ჩამოუვარდება მათ.

დღეს დილით პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ კომენტარიც კი გააკეთა იმის შესახებ, რომ ოპოზიცია არასოდეს გაერთიანდება. როგორც ქართული მასმედია იტყობინება, ცინცაძემ განაცხადა, რომ ყოველი ოპოზიციური ძალა საკუთარი გზით მიდის და ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით, ყოველ მათგანს საკუთარი გეგმები აქვს. ცინცაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციას იმის კონკრეტული გეგმაც კი არ აქვს, რის საფუძველზეც საკუთარ ბრძოლას წარმართავდა ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ის აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ხელისუფლების შემთხვევაში, ყოველთვის არსებობს არჩევნების მოგების შესაძლებლობა, მაგრამ, თავისთავად თუ კი სწორი სტრატეგია და ტაქტიკაა შემუშავებული. სამწუხაროდ, დღედღეობით სწორედ ეს კომპონენტი არ გააჩნია ოპოზიციას.

ქართულ მასმედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას თვაგამოდებული ოპოზიციონერი, 2008 წლის არჩევნებში პრეიზდენტობის კანდიდატი, შარშანდელი დაუმორჩილებლობის ტალღის აქტივისტი, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. ის ლამის ყველაზე აქტიური ოპოზიციონერი იყო, ხელისუფლებასთან გასული წლის საგაზაფხულო დაპირისპირებისას. მისი ძმა - მომღერალი უცნობი (გიორგი გაჩეჩილაძე) ოპოზიციური ტელარხის „მაესტრო"-ს პირდაპი ეთერით პოლიტიკური რეალითი-შოუ საკანი N5-ის მთავარი გმირი, მისი მონაწილეობის წყალობით ეს გადაცემა ათასობით ადამაინის ყურადღების ცენტრში იყო თვეების განმავლობაში. მაგრამ, გასულმა გაზაფხულმა ვერაფერი მოუტანა ვერც ქვეყანას და ვერც ოპოზიციას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100