RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ჩრდილოეთის ცვლილებათა ქარი

29.03.2010  |  22:10

5680.jpegსაქართველო - პარადოქსების ქვეყნაა: აქ სიმპათიები უმალ შეიძლება სიძულვილში გადაიზარდოს, განწყობილებები და პოლიტიკური მისწრაფებებიც გაზაფხულის ამინდივით ცვალებადია. ამის დასტური, თუნდაც პოსტსაბჭოური გარდაქმნიდან მოყოლებული 20 წლის განმავლობაში დაუსრულებელი და ამოუწურავი პოლიტიკური კრიზისის ფაზებია, რასაც თან ახლავს ქვეყნის ლიდერების რეგულარული ცვლა ან თავად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარება. წარსულში ძმური რესპუბლიკა, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ რუსეთისადმი სიყვარულსა და ერთგულებას ქადაგებდა, უკანასკნელი წლების განმავლობაში მეზობელ ქვეყანას მხოლოდ აგრესორსა და მტერს უწოდებს, ოკეანის გაღმა მდებარე სახელმწიფოს კი პარტინიორსა და მეგობარს. მაგრამ, ამავდროულად სულ უფრო ხშირად აცხადებენ ქართველი პოლიტიკოსები, რომ აუციელებლია რუსეთთან დიალოგის დაწყება და ამგვარად განწყობილ ოპოზიციონერთა რაოდენობა დღითი-დღე სულ უფრო იზრდება. დღეს კი თბილისის მოქალაქეებმა ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის შეცვლა მოითხოვეს.

რათქმაუნდა, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის კარდინალურ ცვლილებებზე. ექსპერტები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საქართველოში საეჭვოა დაივიწყონ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები - ტკივილმა და წყენამ დაისადგურა ამ ქვეყნის მოქალაქეთა გულებში. თუმცა, რუსეთთან კონფრონტაციამაც დაღალა ისინი და მათ მშვენივრად ესმით, რომ ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს - არც ასე ნანატრ ტერიტორიულ ერთიანობას, არც განვითარებისათვის აუცილებელ სტაბილურობას და არც სასურველ კეთილდღეობას.

დღეს, ქართული ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა - ლევან გაჩეჩილაძემ - მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" თავკაცმა, რომელიც არასოდეს იშურებდა კრიტიკას რუსეთის მისამართით, გაზეთ „ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყბეა მოსკოვთან. გაჩეჩილაძის თქმით: „ვთვლი, რომ სავალდებულოა რუსეთთან დიალოგის დაწყება ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხზე, თუმცა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის ფორმების განხილვისას, მე მრავალ ნიუანსში არ ვეთანხმები ზურაბ ნოღაიდელს".

გაჩეჩილაძეს ამ ბოლო ხანებში, მარავალჯერ აკრიტიკებდნენ მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელთან დიალოგისთვის. მარავალი ოპოზიციონერი ბოიკოტირებას ან იგნორირებას უწევს მას, ვინაიდან უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ნოღაიდელმა ექვსჯერ მოინახულა მოსკოვი, სადაც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. „ჩვენ პრამგმატულები უნდა ვიყოთ და უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გარეშე, რთული იქნება საქართველოს პრობლემების გადაჭრა და რთული იქნება ქვეყნის გაერთიანება, ამიტომაც აუცილებლად მივიჩნევ რუსეთთან დიალოგის დაწყებას, ორივე მხრიდან ყოველგვარი წინა პირობების და ულტიმატუმების გარეშე", მისი თქმით, „რუსეთის ფედერაციისათვის რაიმე სახის პირობის დაყენება დიალოგის დაწყების წინ, კარგს არაფერს მოიტანს და მხოლოდ დიალოგის შეწყვეტას გამოიწვევს".

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც ახალახანს მოინახულა მოსკოვი. თუმცა, ლევან გაჩიჩილაძის ჩრდილოეთისკენ მობრუნება, ნაკლებად მოსალოდნელი იყო. მაგალითად, დღეს ქართველმა პოლიტოლგმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ გაჩეჩილაძემ არჩევანი უნდა გააკეთოს ნოღაიდელსა და ირაკლი ალასანიას შორის („ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი დიპლომატიურად იცილებს მოსკოვში ვიზიტის საკითხს და საქართველოს დასავალეთთან ინტეგრაციის მომხრეა - ავტ.). პოლიტოლოგი თვლის, რომ ხანგრძლივი ყოყმანი და ფიქრი გაჩეჩილაძის იმიჯზე ცუდად აისახება და ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაერკვეს, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100