RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

არჩვენების დრო მოვიდა. ერთიანი კანდიდატი არ არსებობს.

30.03.2010  |  11:38

5685.jpegსაქართველოს პრეზიდენტი, მომავალ კვირას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს დაასახელებს. თუმცა, არჩევნებთან დაკავშირებით სიტუაცია, ტრადიციულად გაუგებარია. არცერთ ქართველ ექსპერტსა და ანალიტიკოსს არ შეუძლია ზუსტად დაასახელოს, თუ რამდენი კანდიდატი იბრძოლებს ქალაქის მერის სავარძლისთვის. ოპოზიციამ ვერფრით შეძლო რაიმეზე მოალაპარაკება და შეჯერება - ვერც ერთიან კანდიდატზე და ვერც სამომქედო გეგმაზე. ოპოზიციის ერთერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე თვლის, რომ პოლიტიკური სიცოცხლე ამჟამად საქართველოში - მკვდარია. თუმცა, საქართველოში პოლიტიკური სიმშვიდეც - ტრადიციულად დროებითი მოვლენაა.

„ნაციონალურმა საბჭომ" 9 აპრილს უნდა დაასახელოს თბილისის მერობის კანდიდატი. 16 მარტს, საქართველოს ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოცხადეს „ნაციონალური საბჭოს" შექმნის შესახებ. გაერთიანებას ხელი მოაწერეს „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ზურაბ ნოღაიდელი, „კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური, „ხახლის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი, კოალიცია „მამულიშვილის" ლიდერი გია ბერძენაძე, „მომავლის პარტიის" წარმომადგენელი ლერი ტყებუჩავა, მოძრაობა „ქრისტიანული საქართველოს" ლიდერი ავთანდილ დავითაია.

„ნაციონალური საბჭოს" საარჩევნო შტაბს სათავეში ჩაუდგა „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ლიდერი" ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, დიდი სიმპათიებით არ სარგებლობს მოსკოვში ხშირი სტუმრობის გამო. სწორედ ამიტომაც გამოეყო „ნაციონალურ საბჭოს" „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია. ვინაიდან ოპოზიცოიაში მორიგი განხეთქილება მოხდა, ამიტომაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ არჩევნებზე ვის მიემხრობა ოპოზიციური მოძრაობის „დინოზავრი" ლევან გაჩეჩილაძე. ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხან ერთ და ხან მეორე დაჯგუფებასთან. თუმცა ამ დღეებში მან განაცხადა, რომ პოლიტიკურ მხარდაჭერას მხოლოდ იპოზიციის ერთიან კანდიდატს გამოუცხადებს და არა ცალკე აღებულ რომელიმე ლიდერს. „თუ კი არ იქნება მიღწეული ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის წამოყენების შეთანხმება, მაშინ მე ძალიან გამოჭირდება იმის გადაწყვეტა, თუ რომელ კადიდატს დაუჭირო მხარი".- მის ციტირებას ახდენს Civil.ge. გაჩეჩილაზემ არც ის გამორიცხა, რომ მან შესაძლოა საერთოდაც უარი თქვას ამ არჩევნებზე. „შესაძლოა, გადავწყვიტო, რომ ამ არჩევნებზე ერთი ჩვეულებრივი ამომრჩეველივით წავიდე და ვისაც მე მსურს მას მივცე ჩუმად ხმა, თუ კი ვერ დავინახავ სააკაშვილის ხელისუფლების დასასრულს".- განაცხადა მან. მისი თქმით, ერთიანი კანდიდატის ამორჩევა, დღევანდელი სიტუაციის მიხედვით ოთხ პოლიტიკოსს შორის უნდა მოხდეს: კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური, ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი, „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია და მეწარმეთა პარტიის ლიდერი გოგი თოფაძე. „ ამ ოთხმა ადამიანმა ფორმაზე უნდა მოილაპარაკონ, თუ რა სახით უნდა გამოავლინონ ერთიანი კანდიდატი".- განაცხადა გაჩეჩილაძემ.- „ვატარებ კოსულტაციებს ერთ მხარესთან და მეუბნებიან, რომ მე არ მჯერა მისი გამარჯვების ( მოწინააღმდეგე კანდიდატის) და მეორე მხარესთან ვატარებ კონსულტაციებს და მეუბნებიან რომ მე არც მისი გამარჯვების მჯერა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100