RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ტერაქტები მოსკოვში - საქართველო პანიკაშია

02.04.2010  |  11:53

5717.jpegრამდენიმე დღის წინ მოსკოვის მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა მთელი მსოფლიო შოკშ ჩააგდო. პირველად 2008 წლის აგვისტოს შემდგ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლებას სოლიდარობა გამოუცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს. „ ტერორიზმი მსოფლიო პრობლემაა და ამჯერად ტერორისტების მსხვერპლი მოსკოვში მყოფი ათეულობით უდანაშაულო მოქალაქე გახდა",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. თითქოს ყველაფერი სეესაბამება საეყოველთაოდ მირებულ ნორმებს და უბრალოდ ადამიანურ ბუნებას. მით უფრო გასაკვირია ქართველი ექსპერტების მიერ გაკეთებული კომენტარები. მთელი დღის განმავლობაში ქართულ ტელევიზიებში გამუდმებით საუბრობდნენ, რომ, ალბათ, ტერაქტში საქართველოს დასდებენ ბრალს.

ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს თბილისში მოუთმენლად ელიან, რომ რუსეთში, სადაც ძალიან დიდი ქართული დიასპორაა, დაიწყოს ქართველების დევნა. მაშინ ნამდვილად გაქრება ყველანაირი პრორუსული განწყობა ქართულ საზოგადოებაში, ალბათ ასე მსჯელობენ პოლიტტექნოლოგები, რომლებიც ფიქრობენ, თუ რატომ იზიდავს კვლავ ბევრ ქართველს ჩრდილოეთი.

ვიღაცას აშკარად უნდა, რომ დაბრუნდეს 2006 წელი, როდესაც პოლიტიკური კრიზისის ფონზე დაიწყო მოსკოვიდან ქართველების დეპორტაცია. საქართველოს ბედი ბევრი გადამწყვეტი ადამიანიასე ხედავს პრობლემების გადაჭრის გზად. ეს შიზოფრენიას წააგავს. სხვათა შორის, ამ უცნაურ ფსიქოლოგიურ ფაქტზე უისაუბრა ქართველმა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, როდესაც კომენტარს უკეთებდა „იმედზე" გასულ იმიტირებულ სიუჟეტს.

„ვიმეორებ, სპეციალურმა რეპორტაჟმა გამყოფი ხაზი კარგსა და ცუდს შორის კი არა, პრორუსულსა და პროამერიკულ ორიენტაციას შორის გაატარა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანა გიჟები ხელშია. საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ ქვეყნის სათავეში გიჟები დგანან",- საუბარია ინტერვიუში. გამოდის, რომ დაავადება პროგრესირებს. თუკი ქართული ხელისუფლება თავს იკავებს რაიმე გამოხტომებისგან რუსეთის წინააღმდეგ ტერაქტების გამო, პროპაგანდისტი ჟირნალისტები თავისას მაინც არ იშლიან.

ახლახან ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ, რომელსაც ექსპერტთა აზრით საკუთარი ინტერესები აქვს საქართველოში, რადგანაც აქედან შეუძლია ზიანი მიაყენოს რუსეთის ხელისუფლებას, ტელეკომპანია „რუსთავი ორის" ეთერში მომხდარში ბრალი დასდო ვლადიმერ პუტინს. მისი თქმით, საკუთარი პირადი პოზიციების გამყარების მიზნით ტერაქტში რუსეთის პრემიერია გარეული.

ქართველი ექსპერტი გიორგი სესიაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა. დღევანდელ კომენტარებშუ მან გამოთქვა ვარაუდი: მედვედევს სურს გაიმეოროს პუტინის „ტრიუმფი", რაც ჩეჩნეთის მეორე ომში მოხდა. ის თვლის, რომ საქართველოს ბრალდების ფაზა მომხდარ ტერაქტებში ჯერ კიდევ არ დამდგარა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამ ტერორისტული აქტის სათავეები რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში ეძებოს.

„აშკარაა, რომ ამას კონტრრეაქციები მოყვება, რაც გამოიხატება ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციების დაწყებაში ჩრდილოეთ კავკასიაში. მით უმეტეს, რომ გასული წლის რუსეთის ხელისუფლების განცხადებების ფონზე იმის შესახებ, რომ საქართველოში ამზადებენ და წვრთიან კავკასიელ ტერორისტებს, რთული სათქმელია, თუ როგორ დაიწყება ტერორიზმის კვალის ძიება საქართველოშო. ეს ქმედებები ალბათ ანტიტერორისტული ოპერაციების დაწყების შემდეგ თავს გამოიჩენს", - აღნიშნა სესიაშვილმა.

სხვა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა: „კარგია, რომ არ ჩანს პირდაპირი ბრალდების ნიშნები, მაგრამ რუსეთი გააძლიერებს ანტიტერორისტულ ისტერიას, რაც საქართველოს ორი მხრიდან შეეხება. პირველი ის არის, რომ დაიწყება კავკასიური გარეგნობის მქონე პირების დევნა რუსეთში, რაც ქართველებსაც შეეხებათ. მეორე მიმართულება კი იმას ეხება, რომ რუსეთი ანტიტერორისტულ ქმედებებს საზღვარგარეთაც გააძლიერებს და ის კვლავ ეცდება პანკისის ხეობის თემის გაცოცხლებას",- აღნიშნა ხუხაშვილმა. ამასთანავე მან განაცხადა, რომ ბერეზოვსკის განცხადების სიუჟეტი ცეცხლზე ნავთს ასხამს. „არ შეიძლება ყველაფრის პიარისთვის გამოყენება. ეს ჩართვა დიდად არ გსნხვავდებოდა იმიტირებული სიუჟეტისგან",- განაცხადა მან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100