RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება კვალავაც ყველასთვის საერთოა

08.04.2010  |  09:54

5759.jpegსაქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაუჯერებლად გართულებულია, პარადოქსულიც კია, ვინაიდან ხშირად მიდის აბსურდამდე. თუ კი საქართველოს მასმედიას გადავხედავთ, ქვეყნის ყველა პრობლემაში მხოლოდ რუსეთია დამნაშავე. ვერც რუსულ პრესაში ნახავ რაიმე კარგს ქართველებზე. დასავლურმა მასმედიამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მორიგ პარადოქსად ჩათვალა, ის რომ მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე საქართველო არ არის მიწვეულ სტუმრებს შორის. რას უკავშირდება რუსეთის სამხედრო უწყების გადაწყვეტილება? კითხულობს ბი-ბი-სი. მეორეს მხრივ კი, გამარჯვების 65 წლისთავის ზეიმზე მოსკოვში დიდების მეომორიალის ანალოგი აღიმართება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში ააფეთქა. მაგრამ შეძლებენ კი ქართველი ვეტერანები ამ მემორიალთან მისვლას, იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური დელეგაცია საქართველოდან არ არის მიწვეული მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე?

ქართულ მასმედიაში მოასწრეს გაქილიკება - საქართველო გარიცხეს დიდი სამამულო ომის მონაწილეებიდან - ამგვარ სათაურებს წააწყდები პრესაში. თანაც რუსულ ტელეარხებზეც გამოჩნდა სიუჟეტები იმის შესახებ, რომ ქართველი ვეტერანები გამარჯვების გარეშე დარჩნენ. თუმცა ყურადღება აქცენტირებული ძირითადად იმაზე იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება სულაც არ ზრუნავს საკუთარ ვეტერანებზე და ამას ქანდაკებებთან ბრძოლას მაჯობინებს. ამ დროს კი უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე სამამულო ომს, ფრონტზე წასული 300 ათასზე მეტი ქართველი შეეწირა, მათგან 137 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. სულ ცოტა მათგანმა მოაღწია ამ წლის მაისამდე და რაც არ უნდა იყოს, ორივე ხალხის ტრადიციაშია - პატივი მიაგონ გმირებს.

სხვათაშორის, ბი-ბი-სის ფორუმზე უმარავ შეკითხვაზეა, შესაძლებელი პასუხის პოვნა „რას უნდა უკავშირდებოდეს რუსეთის სამხედრო უწყების გადაწყვეტილება - არ მოიწვიოს საქართველოს დელეგაცია? მხარს უჭერთ თუ არა თქვენ ამ გადაწყვეტილებას?" ზოგი ფრიად კატეგორიულად პასუხობს. ძირითადად კი წაიკითხავთ:"საქართველომ თავად თქვა უარი ფაშისტურ გერმანიასთან გამარჯვებაზე, როდესაც ქართველი გმირების ქანდაკება ააფეთქეს, ახლა მათ ხომ ის ქართველები უფრო მოსწონთ ვინც გიტლერის მხარეს იბრძოდა სსრკ-ს წინააღმდეგ". წერს უცნობი ავტორი. „დარწმუნებული ვარ რომ ვეტერანები სიამოვნებით ჩამოვიდოდნენ 9 მაისს მოსკოვში, მაგრამ ამ უკანასკნელებს დაბრუნებისთანავე ახლანდელი რეჟიმი შპიონებად და მოღალატეებად შერაცხავდა". - ვკითხულობთ მოლდაველი ქალბატონის პასუხს ფორუმზე.

ძალიან ბევრია მგვარი კომენტარებიც: „ცოცხალ ქართველ ვეტერანებს - ჩვენი დიდი პატივისცემა, ისინი ჩვენი ძმები იყვნენ და იქნებიან, ისინი სასურველი სტუმრები არიან მოსკოვში, გარდაცვლილებს კი მარადიული ხსოვნა და დიდება! ცალკე თემაა სააკაშვილი... მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ არალიტერატურული გამოთქმების გამოყენება მოგვიწევს..." წერს სანკტ-პეტერბურგის მცხოვრები. „უბრალოდ უნდა მოვიწვიოთ ქართველი ვეტერანები. გადავუხადოთ მათ მგზავრობისა და ცხოვრების საფასური. ვინც ხელისუფლებაშია მათ დაპატიჟებას აზრიც არ აქვს. ისინი თავადაც არ ჩამოვიდოდნენ."- ეს მოსკოველის კომენტარია. „ვის სახელზე გავაგზავნოთ მოსაწვევები? სააკაშვილის? - აღშფოთებას ვერ მალავს ალექსანდრე რუსეთიდან.- ვეტერანების დაპატიჟება ალბათ ღირს, არ არის მნიშვნელოვანი მათგან რამდენი ჩამოვა. თავად მოწვევის ფაქტი იქნებოდა მათი გმირობისადმი პტივისცემის გამოხატულება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100