RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

აპრილის გაკვეთილები

12.04.2010  |  10:51

5786.jpegდღეს საქართველოში, ქვეყნისათვის ორ მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავენ. 1989 წელს პირველი ანტისამთავრობო მიტინგის დარბევის დროს გარდაცვლილების ხსოვნას მიაგებენ პატივს და ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავენ. 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენილად გამოაცხადა, 1918 წელს 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის საფუძველზე. ამასობაში კი, ამ მზიანი ქვეყნის მოსახლეობა ძველებურად, ისევე როგორც 21 წლის წინ, მოითხოვს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, მშვიდობას და კეთილდღეობას... ოპოზიცია კვლავაც მორიგი რევოლუციით იმუქრება.

20 წლის წინ, 9 აპრილი არამარტო საქართვლოსთვის, არამედ მთელი საბჭოთა სისტემისთვის იქცა გარდატეხის დღედ. რუსთაველის პროსპექტზე, ნაციონალური მოძრაობის მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგი, საბჭოთა არმიის სამხედრო მოსამსახურეებმა დაარბიეს.

თბილისში, მშვიდობიანი მიტინგის დარბევას ფართო რეზონანსი ჰქონდა მთელს მსოფლიოში და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ნაციონალური მოძრაობების ძალი მოკრების სიმბოლოდ იქცა. ...1989 წლის 9 აპრილი. საქართველოში პირველი მიტინგები ტარდება. რამოდენიმე ათასმა ახალგაზრდამ მთელი ღამე დედაქალაქის ცენტრალურ მოადანზე გაატარა. პირველად გაისმა საქართველოს სსრკ-დან გამოყოფის მოწოდება. აზვირთებულ ნაციონალურ გრძნობებს აყოლილი მასწავლებლები, მოსწავლეებს აცილებდნენ მოადანზე, პროფესორები - სტუდენტებს. საბჭოთა ინტელიგენცია ან გარდაქმნის შემოწმებას ახდენდა, ან იმის შემოწმება გადაწყვიტეს - მართლაც არის თუ არა საქართველო რჩეულთა რიცხვში.

8 აპრილის დილას, მთავრობის სასახლესთან შეკრებილი მომიტინგეები, უსიტყვოდ გააფრთხილეს - ქალაქში ტანკებმა გაიარეს. თუმცა ამან საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. საღამოს მომიტინგეებს უამრავი ადამიანი შეუერთდა და შეკრებილთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია. 9 აპრილს დილის 4 საათზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით ჯარებმა მომიტინგეებს შეუტიეს. ჯარისკაცებმა ცრემლმდენი გაზისა და სასანგრე ნიჩბების გამოყენებით დაარბიეს ხალხი. 20 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 14 ქალი.

ამ მოვლენების გამოსაძიებლად სსრკ-ს ისტორიაში პირველად შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელსაც სობჩაკი ხელმძღვანელობდა. ამ კომისიის დასკვნები არც თუ სასიამოვნო გამოდგა, ისინი ფაქტიურად ადანაშაულებდნენ სსრკ-ს ხელმძღვანელობას ადამიანების სიკვდილში.

წლების შემდეგ უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ხალხს პატრიარქის მოწოდება რომ შეესმინა და სალოცავად წასულიყვნენ. მაგრამ, სამწუხაროდ მაში პატრიარქის სიტყვები არ შეისმინეს და სისხლი დაიღვარა.

უკვე მრავალი წლის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს პარლამენტის შენობის კიბეებს ტიტებით ამკობენ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად.

ზედიზედ უკვე მოერე წელია, 9 აპრილი ნიშანდობლივ თარიღად იქცა ოპოზიციისთვისაც. შარშან ოპოზიციამ ამ დღეს მსხვილმასშტაბიანი საპროტესტო აქცია ჩაატარა.

საპროტესტო აქციით წელსაც იმუქრებოდა ოპოზიცია. დღევანდელი მიტინგები, საზეიმო ცერემონიებს უფროს ჰგავს.

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მმოქმედი პოლიტიკოსები, გარდაცვლილი ადამიანების ოჯახები და ახლობელები, ასევე უბრალო მოქალაქეები.

ქაშუეთის ეკლესიაში, პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, გარდაცვლილთა პანაშვიდი ჩატარდა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არასოდეს განმეორდეს 9 აპრილის მაგვარი მოლვლენები. მიუხედავად პოლიტიკოსებს შორის განსხვავებული შეხედულებებისა, 9 აპრილი და დამოუკიდებლობის იდეა, რასათან დაკავშირებითაც მოხდა ეს ტრაგედია, ის ერთადერთია მიზეზია, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ".- განუცხადა ჟურნალისტებს ნაციონალუ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100