RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

თეთრი სახლი დისტანცირებას ახდენს ოფიციალური თბილისისგან

13.04.2010  |  21:01

5802.jpegსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი კოლეგის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ატომრური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ სამიტში, რომელიც ვაშნინგტონში 12-13 აპრილს ჩატარდება. ოფიციალური თბილისი სულ ახალხანს ზეიმობდა, რომ თეთრი სახლი თანამიმდევრულად ახორციელებს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის პოლიტიკას, რომელმაც საქართველოს „დემოკრატიის შუქურა" შერაქვა და რომელიც ახაგზარდა რევოლუციონერებისადმი არ იშურებდა მხარდაჭერას. თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ხნის ნანატრი ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა არ შედგება ვაშინგტონში. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ზგიერთი ქართველი ექსპერტის წინასწარმეტყველება ახდა: რომ თეთრი სახლის ახალი ადმინიტრაცია შედარებით უფრო ცივი იქნება, არათანმიმდევრული საქართველოს პრეზიდენტის მიმართ?

საქართველოს ხელისუფლება მანტრასავით იმეორებს: აშშ კვლავინდებურად უჭერს მხარს დემოკრატიას საქართველოში, რუსეთ-ამერიკის „გადატვირთვა" სრულიად არ ეხება საქართველოს. მართლაც, უკანასკნელი თვეების მოვლენები გარკვეულ წილად ადსტურებდა იმას, რომ საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას არაფერი არ ემუქრება. ყოველ შემთხვევაში ვაშინგტონში არერთხელ დაადატურეს საქართველოს ტერიტირიული მთლიანობის მხარდაჭერა და დატუქსეს მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეათ ოსეთის მიმართ მისი პოზიციის გამო. მხოლოდ ექსპერტები ვერ ისვენებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სულაც არ არის ყველაფერი წესრიგში „ქართუ-ამერიკულ სამეფოში" და რომ, მოსკოვსა და ვაშნგტონს შორის დაწყებული „გადატვირთვის" ფონზე ახალი პრეზიდენტი, მისი წინამორბედივით ლმობიერი არ იქნება მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ოფიციალური ხელისუფლება, ამგვარ პროგნოზებს უხეირო ხუმრობასავით აღიქვამდა. ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას უკანასკნელმა სატელეფონო საუბარმა ეიფორია გამოიწვია - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ტელეარხები, გაზეთები და საინფორმაციო სააგაენტოები გამალებით იტყობინებოდნენ, რომ: აშშ-ს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს რეფორმებს. როგორც საქართველოს ლიდერის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა სპეციალურად მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე, ამის შესახებ განცხადება ობამამ, მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა. „აშშ-ს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს და კმაყოფილება გამოხატა".- ამბობს მანჯგალაძე. ამასთან ერთად მან იმაზე მიუთითა, რომ სატელეფონო საუბრისას ობამამ აღნიშნა - ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანა გახდეს. აშშ-ს პრეზიდენტის აზრით ვერავინ ვერ მოახდენს საქართველოს იზოლაციას, იმიტომ რომ მას მხარს უჭერს როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ასევე კონკრეტულად შეერთებული შტატები. ხელისუფლების მხარდამჭერმა ექსპერტთა საზოგადოებამ, პრეზიდენტების საუბარში მნიშვნელოვანი მესიჯები ამოიკითხა.

„პირველი - ის არის, რომ ეს საუბარი შედგა. მეორე კი ის, რომ ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ შეიტყო. როგორც ჩანს, ამით ბარაკ ობამას რუსეთისთვის გარკვეული სიგანლის გაგზავნა სურდა, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას და რომ, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების „გადატვირთვა", ჩვენი ქვეყნის ხარჯზე არ ხდება".- განუცხადა ჟურნალისტებს ექსპერტმა გია ნოდიამ. ექსპერტმა სოსო ცინცაძემ ამ სატელეფონო საუბარს „ცივი შხაპი" უწოდა, გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის და განსაკუთრებით რუსეთისთვის, რომელმაც უკვე დაასამარა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები. ამ ოპტიმისტური განცხადებების ფონზე, გამორჩეული იყო ექსპერტ გია ხუხშვილის ხმა. მან სკეპტიკურად აღნიშნა, რომ ხუთ წუთიანი სატელეფონო საუბარი - არაადეკვატური ფასია ავღანეთში 750 ჯარისკაცის გაგზავნისთვის. მისი სიტყვებით, აშშ-სა და საქართველოს პირველი პირების საუბარი თავისთავად დადებითი ფაქტორია, მაგრამ ის ამას სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს, ვინაიდან ქართული მხარე საკუთარ კონტინგენტს ავღანეთში კიდევ 750 ჯარისკაცით ზრდის. ექსპერტის აზრით, მხოლოდ სატელეფონო საუბარი არ არის საქართველოს მხარდაჭერის ადეკვატური საფასური. „თუ კი არსებობს კიდევ რაიმე, რასაც საქართველო მიიღებს და ჩემთვის ამაზე არაფერი არ არის ცნობილი, მაშინ სხვა საქმეა".- განაცხადა მან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100