RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მიშიკომ როზა აღიარა

20.04.2010  |  11:02

5844.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყირგიზეთის ახალი ხესლისუფლება აღიარა. მას ხომ საქართველოს ვარდების რევოლუციის" ყოფილი მონაწილე უდგას სათავეში - სიმბოლური სახელით როზა ოტუნბაევა. მან უკვე გაუგრძელა ყირგიზეთში ამერიკული სამხედრო ბაზის „მანას" დასწრების ვადა, რომლის გამოც, ექსპერტების აზრით რუსეთი არ იყო კურმანბეკ ბაკიევის გადაყენების წინააღმდეგი.

ყირგიზულმა გადატრილაებამ საქართველო ააფორიაქა. ოპოზიცია, იგივე სცენარის საქართველოში განმეორების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. ხელისუფლებამ ერთსულოვნად გაკიცხა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვდევის მინიშნებები, რომელმაც ბაკიევის კლანის ბედის გაზიარება უწინასწარმეტყველა ყველა ხელისუფდლებას, რომელიც ხალხთან კონტაქტს კარგავს. „თუ კი ხალხი უკმაყოფილოა ხელისუფლებით, მთავრობა კი არ იღებს აუცილებელ ზომებს მათი პრობლემების გადასაწყვეტად, მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება საზოგადოებსათან კონტაქტს კარგავს, ამ შემთხვევაში ყირგიზული სცენარი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება განმეორდეს".- განაცხადა მან.

თბილისში, მედვედევის სიტყვები უმალ საკუთარი მისამართით მიიღეს. ამის შესახებ პირდაპირ გააკეთა განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, მან ხელისუფლებას ურჩია ხალხი არ მიიყვეანონ უკიდურესობამდე და რაც შეიძლება მეტად თავისუფალი არჩევნები ჩაატარონ. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ, მედვედევის გამონათქვამი ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებში, რუსეთის თანამონაწილეობის აღიარებად ჩათვალა. სოსო ცისკარიშვილმა კი, მედვედევს - რუსი ხალხის თვალში, საკუთარ იმიჯზე დაფიქრება ურჩია.

ოფიციალურმა თბილისმა ფრთხილად მოცდა არჩია, ვინაიდან ვერ გაბედა ფსონის დადება ყირგიზეთის ვერც ძველ და ვერც ახალ ხელისუფლებაზე.

მაგრამ, ამ შაბათ-კვირას საქართველომ როგორც იქნა გააკეთა არჩევანი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სატელეფონო კავშირზე გავიდა როზა ოტუნბაევასთან. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის მანამდე მოუცლელი იყო. პირიქით, ჰუმანიტარული ტვირთი არეულობის პირველივე დღეებში გაიგზავნა ყირგიზეთში.

უბრალოდ გასული კვირის ბოლოს ბაკიევმა, თუ კი ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებებს დავეყრდნობით, უარი თქვა ხელისუფლებაზე. ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა კი, ამერიკელების დამშვიდება მოასწრო, რომ აეროპორტ „მანასში" განთავსებული ტრანზიტული გადაზიდვების ცენტრის იჯარის ვადას გაუგრძელებს მათ.

მრავალი ამერიკელი და რუსი ექსპერტი - სწორედ „მანასს" ასახელებდა იმის მთავარ მიზეზად, რომ რუსეთმა ბაკიევის ოპოზიციას დაუჭირა მხარი. ადრე, ბაზის ლიკვიდაციის სანაცვლოდ მოსკოვმა, ყირგიზეთს 150 მილიონი დოლარის ოდენობის უსასყიდლო გრანტი, 300 მილიონი შეღავათიანი კრედიტი და 180 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის ჩამოწერა შესთავაზა. ამას გარდა, კამაბარატინსკის ჰესების კასკადის მშენებლობის ერთობლივი საინვესტიციო პროექტი მუშავდებოდა.

ბაკიევმა პირობა დაარღვია და ბაზის ლიკვიდაციის ნაცვლად, მისი ტრანზიტული გადაზიდვების ცენტრად ტრანსფორმირება მოხდა. კრედიტები და პროექტები უმალ გაიყინა. ოპოზიციას რუსეთის მღალჩინოსნებთან აუდიენციის პატივი ხვდათ წილად, რუსული მასმედია კი, ბაკიევის კლანის აურაცხელ ცოდვებზე ალაპარაკდა.

6 აპრილის არეულობა კი, ერთი შეხედვით, მოსკოვის მხრიდან ყირგიზული ოპოზიციის მხარდაჭერის ლოგიკური გაგრძელებად აღიქმება.

თუმცა, ამ შემთხვევაში ოტუნბაევას დროებითი ხელისუფლებისგან როგორც წესი მოსალოდნელი იქნებოდა, რომ ისინი „მანასის" დამქირავებლებს უარს ეტყოდნენ შეთანხმების გაგრძელებაზე. ამის ნაცვლად კი ახლამ მთავრობამ, ბაზის ხელუხლებლად დატოვება გადაწყვიტა. მათ პარლამენტის უქონლობა მოიმიზეზეს, რომელსაც ამ წლის ივლისში უნდა ეყარათ კენჭი ამერიკელ სამხედროებთან შეთანხმების ან გაუქმების, ან გაგრძელებისთვის. ვინაიდან, შემოდგომამდე საკანონმდებლო ორგანო არ იქნება ფორმირებული, ბაზა „ავტომატურად" რჩება ყირგიზეთის მიწაზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100