RSS
на русском en in english
14.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დემოკრატიის ჩემპიონს რუსეთი უშლის ხელს

22.04.2010  |  10:21

5864.jpegსაქართველო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბირთვული უსაფრთხოების ფორუმზე ყოფნისას ამერიკული ტრიბუნები მოიხელთა და აშშ-ს მოქალაქეებს შესჩივლა, რომ მას დემოკრატიის შენებაში, რუსეთი უშლის ხელს. მისი თქმით, კრემლს - ნებისმიერი საშუალებით სურს მისი განადგურება და გზიდან ჩამოშორება. ამის მტკიცებულება - პეტერბურგელი ბიზნესმენის და საქართველოს ხალხების კონგრესის თავკაცის ალექსანდრე ებრალიძის პრეტენზიაა - საქართველოს „ტახტზე". უცხოური დიასპორების მიერ, მისი ფორუმის ბოიკოტირებას საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს.

სააკაშვილს ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივესიტეტში „დემოკრატიის ჩემპიონი" უწოდეს. ავტორიატარულ-სოციალისტური „წარსულიდან" ლიბერლ-კაპიტალისტურ „მომავალში" წარმატებული გარბენისათვის, მას საპატიო დოქტორის წოდებაც კი მიანიჭეს.

ჰარვარდის უნივერსიტეტში, მიხეილ სააკაშვილმა თავად შეაქო მის მიერ საქართველოში შექმნილი სისტემა. როგორც მისი პრეს-სამსახური იტყობინება, ამის მოსმენის მსურველი იმდენად ბევრი იყო, რომ გამოსვლის ორგანიზატორებმა ლატარეაც კი გაათამაშეს შეხვედრის მონაწილეთა შესარჩევად. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტისგან ყველა ახალ შოუს ელოდა, მან კი ლექცია წაიკითხა უსაფრთხოების დამოკიდებულებაზე დემოკრატიასთან.

სააკაშვილის თქმით, „ვარდების რევოლუციამ" ძლიერ შეცვალა ქვეყანა, ისევე როგორც ყველა ფერადმა რევოლუციამ გარდაქმნა პოსტსაბჭოთა სივრცე. მხოლოდ რუსეთი ქმნის დაბრკოლებებს, რომელიც საკუთარი საზღვრების გარშემო გავლენის შენარჩუნებას ცდილობს. საქართველოს ლიდერმა მხოლოდ ის არ დაამატა, რომ მისთვის უმჯობესი იქნებოდა მოსკოვსაც აშშ-სავით გეზი, დედამიწის საპირისპირო მხარეს ჰქონოდა აღებული.

თითქოს წინასწარმეტყველებდაო: სულ მალე სანკტ-პეტერბურგში საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის ფორუმი შეიკრიბება, რომელსაც ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე ხელმძღვანელობს. მან ყველას და გასაოცრად უკვე განაცხადა, რომ 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე აპირებს ბალატირებას და სულაც ვერ ხედავს დაბრკოლებას იმაში, რომ სამშობლო ჯერ კიდევ 17 წლის წინ დატოვა. მოქალაქეობის მისაღებად პირადად სააკაშვილს მიმართა და უარიც მიიღო, რის შემდეგაც მან კვლავ შეიტანა განაცხდი.

ასეთ შეუპოვარ და ჯიუტ კანდიდატს, თანაც სანკტ-პეტერბურგიდან სადაც საკუთარი კარიერა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო, თბილისში ეშმაკივით უფრთხიან. მას, როგორც საქართველოში ამტკიცებენ, კრემლი, პუტინი და რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ. დაფინანსებაც სწორედ აქედან აქვს, თუმცა ბიზნესმენი 500 მილიონი დოლარის ქონებით, თუ კი ამ საკითხშიც ქართულ მასმედიას დავუჯერებთ, თავად დააფინანსებს ვისაც მოისურვებს.

ფრანგმა და თურქმა ქართველებმა უკვე უარი განაცხადეს ებრალიძის ფორუმში მონაწილეობაზე, რომელიც 23-24 აპრილისთვისაა დანიშნული. თბილისელი ჩინოვნიკების თქმით, მათ წერილი გამოგზავნეს სადაც იტყობინებიან, რომ 27 მაისს, ქართული დიასპორის დღეს შეიკრიბებიან თბილისში.

„პუტინმა, კიდევ ერთი გეგმა შეიმუშავა საქართველოს წინააღმდეგ და მისი განხორციელება ქართული დიასპორის მეშვეობით აქვს დაგეგმილი",- განმარტა საკუთარი უკმაყოფილება დაგეგმილი ღონისძიების გამო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმაა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ. პარლამენტში მისმა კოლეგა ნუგზარ წიკლაურმა - ფორუმს ქართული დიაპოსრების მოსყიდვისა და დემორალიზაციის მცდელობაც კი უწოდა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100