RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

თბილისმა თურქული პოზიცია აირჩია?

26.04.2010  |  23:27

5897.jpegსომხების გენოციდის არ აღიარების გამო მხოლოდ სომხურ-თურქული ურთიერთობები როდი დაზარალდა. კითხვის ნიშნის ქვეშ ქართულ-სომხური მეგობრობაც დადგა. სანამ სომხეთის პრეზიდენტმა შეაჩერა ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესი, სომეხმა ჟურნალისტებმა იკამათეს ქართული საელჩოს წარმომადგენლებთან გენოციდის თაობაზე დუმილის გამო. ამასობაში კი ქართველმა აზერბაიჯანელებმა მხარი დაუჭირეს თურქულ პოზიციას, რომელიც, როგორც ჩანს, ოფიციალურ თბილისთანაც ახლოს არის.

საქართველომ ვერაფრით ვერ აირჩია თურქულ და სომხურ პოზიციებს შორის.

დღეს მთელ მსოფლიოში სომხები აღნიშნავებ მეც ერეგნის - დიდი ჟლეტის 95 წლისთავს. ტრადიციულად სომხები მთელ მსოფლიოში ამ დროს ცდილობენ რაც შეიძლება აქტიურად მოახდინონ შესაბამისი რეზოლუციების გაფორმება.

გეოციდის ფაქტი უკვე ბევრმა სახელმწიფომ აღიარა. პირველმა ეს 1965 წელს ურუგვაიმ გააკეთა, რომლის მაგალითს მიბაძეს რუსეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, გერნანიამ, ჰოლანდიამ, ბელგიამ, პოლონეთმა, ლიტვამ, სლოვაკეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, ლიბანმა, კანადამ, ვენესუელამ და არგენტინამ.

ამერიკაში შტატების უმრავლესობამ - 42-დან 50-მა - ასევე შეაფასა თურქეთში სომხების დეპორტაცია და შიმშილი როგორც ერის გამიზნული განადგურება. წელს 1915 წელს მომხდარი მოვლენის საკითხი დადებითად გადაწყვიტა კონგრესის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა. მაგრამ გამოიტანს თუ არა ასეთ რეზოლუციას კონგრესმენების განსასჯელად ჯერჯერობით უცნობია. ბევრი რამ არის დმაოკიდებული ბარაკ ობამას სიტყვებზე, რომელმაც სომეხი ამომრჩევლები "მოისყიდა" გენოციდის აღიარების დაპირებით.

თუმცა, ექსპერტებმა დიდი ხნის წინ გამოიცნეს თეთრი სახლის პოლიტიკა და ამერიკის მიერ სომხეთისთვის ასეთ დაპირებას უწოდებენ თურქებზე პოლიტიკური ზეწოლის მეთოდს. მისგან ელოდნენ სომხუ-თურქეული პროტოკოლების დაჩქარებულ რატიფიკაციას და სომხური საზღვრის გახსნას. ის კი, კონგრესმენებზე გაბრაზებული, უფრო მეტად დაეჭვდა და შერიგების პროცესი შეაჩერა. ასე რომ ამერიკული ჯარის ტრანზიტი ერაყიდან თურქეთისა და სომხეთის გავლითა ფაქტიურად პერსპექტივების გარეშე დარჩა.

სომხეთმა, რომელმაც პირობა დადო, რომ პროტოკოლებს თურქეთის შემდეგ მაშინვე გადახედავდა, იგრძნო, რომ კარგავს ქულებს თურქულ-სომხური პროცესის გამო. გუშინ პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესი შეაჩერა. მანამდე სომხეთის მმართველმა კოალიციამ განაცხადა, რომ პროტოკოლები ანკარის ინტერესებს ემსახურება, სომხებითვის კი ეს იქნება დაბრკოლება გენოციდის საერთაშორისო აღიარების საკითხში. ამას გარდა, ერს გამოიყენება ერავანზე ზეწოლისთვის მთიანი ყარაბახის კონფლიქტის საკითხში.

და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი ეჭიდება სარქისიანის სიტყვებს იმის შესახებ, რომ "ახლანდელი ეტაპი დასრულდა" და ელიან მოლაპარაკებების გაგრძელებას, გასაგებია, რომ პროცესი ჩიხში შევიდა.

ამ ფონზე საქართველომ ვერ გაბედს ეპასუხნა რაიმე სასურველით სომხური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც 10 დღუს წინ ქართულ პარლამენტს გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებდნენ. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საკითხი უნდა განიხილებოდეს მეცნიერების დონეზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება კი მიღებული უნდა იყოს ყველა მეზობელ ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე. დიპლომატური ენიდან რომ გადმოვთარგმნოთ, ეს უარია.

პრინციპში, არც ღირდა დადებითი პასუხის ლოდინი. ვაშინგტონზე ადრე თბილისი არ გაყოფდა შარში თავს. თანაც თურქები საქართველოს ახლა მეტად სჭირდება ვიდრე სომხები.

როგორ არ უნდა უსმინონ მათ, თუკი გუშინ თურქები პირდაპირი ტექსტით სთხოვეს არ ეღიარებინათ გენოციდი? საქართველოში აზერბიაჯანელები კონგრესის აქცია ჩატარდა თურქეთის საელჩოს წინ ლოზუნგით "ორი ქვეყანა - ერთი ხალხი". მისმა მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს თურქულ პოზიციას. ისინი ებრძვიან სომხურ ინიციატივებს და კარგადაც გამოსდით ეს. შემთხვევით არ ახდენენ საქართველოში აზერბაიჯანული ორგანიზაციები სომხების მიერ მათი გაწყვეტის პროპაგანდას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100