RSS
на русском en in english
23.08.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გამარჯვებაში თვითდაჯერებულობა

28.04.2010  |  11:36

5907.jpegთვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, 30 მაისს ჩატარდება. მიუხედავად ოპოზიციის მუქარისა, რომ ეს არჩევნები ეპოქალური იქნება და მმართველი „ნაციონალური მოძრაობის" დასასრულის დასაწყისად იქცევა, ექსპერტთა უმეტესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ გამარჯვება ამჟამინდელ მერს გიგი უგულავას ერგება. დღეს ცსკ-ოში მმართველმა პარტიამ ოფიციალურად წარადგინა მისის კანდიდატურა. მართალია, ოპოზიცია კრიტიკას არ იშურებს, მაგრამ თავად ჯერჯერობით არც ალტერნატიული პროგრამის შეთავაზება და არც რეალური კანდიდატის წარდგენა არ ძალუძს.

დღევანდელ დღემდე მმართველი პარტია ინტრიგას ინარჩუნებდა. იმ დროს, როდესაც ცსკ-ომ გასულ კვირას თბილისის მერობის ორი კანდიდატი დაარეგისტრირა - ნიკა ივანიშვილი პარტია „სახალხო დემოკრატები" და დავით იაკობიძე „საქართველოს დემოკრატიული პარტიისგან", მმართველი პარტია არ ასახელებდა დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატს. ოპოზიციონერებმა უკვე მოსაწრეს განცხადებების გაკეთება იმის შესახებ, რომ სამთავრობო გუნდში ყველაფერი რიგზე როდია. მაგალითად, რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ასეთი კომენტარი მისცა. - სამთავრობო წრეებში და მათ შორის მმართველ პარტიაში საინტერესო პროცესები დაიწყო. „აქამდე ისინი მღეროდნენ - ჩვენ ერთი გუნდი ვართო. ახლა კი გაჩნდა გამოთქმა „გიგი უგალავას გუნდი". ეს თავისთავად უკვე საინტერესოა".- აღნიშნა უსუფაშვილმა. მისი შეხედულებით, მმართველი პარტია არჩევნებზე გამარჯვების მოპოვებას პოლიციის ბიუჯეტითა და სპეც-სამსახურების დახმარებით შეეცდება. „ხალხი კი ჩვენს მხარესაა. თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში - ხალხი თუ პოლიცია - ამას ჩვენ მოგვიანებით შევიტყობთ",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სანამ ოპოზიციის ერთი ნაწილი ხელისუფლებას აკრიტიკებდა, მეორენი კი ნაჩქარევად წინაასაარჩევნო პროგრამას ამუშავებდნენ, სახელსიუფლებო პარტია დამაინტრიგებლად სდუმდა. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამოდენიმე დღის წინ მრავალმნიშვნელოვნად გააკეთა მინიშნება, რომ „ არ შეიძლება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების, ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელ პლაცდარმად გადაქცევა ". ოპოზიციონერები, რომლებმაც მერის პოსტზე ბალატირების სურვილი გამოთქვეს, უკვე არიგებდნენ წინა საარჩევნო დაპირებებს: „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია, გიორგი ჭანტურია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისგან", გოგო თოფაძე -„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი, ზვიად ძიძიგური „ნაციონალური საბჭოსგან" და თამაზ ვაშაძე - პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობის" კანდიდატი. ყოველი მათგანი საერთო ჯამში ერთი და იმავეს პირდება ხალხს - საწარმოების და სამუშაო ადგილების შექმნას. ეს ქვეყნის ყველაზე არსებითი პრობლემებია, რომელთა მიოგავრებაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ვერც ვერავინ ვერ შეძლო. ასე რომ, ამ პრობლემების მოგვარებაზე ფსონის დადება - პრაქტიკულად ყველაზე მომგებიანი თემაა. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ ვინ შეძლებს დაპირებებიდან, მათ რეალიზებაზე გადასვლას.

გუშინ, დედაქალაქის მმოქმედმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მასზე უკეთესად ამის გაკეთებას ვერავინ შეძლებს. „დღესდღეობით მთავარი საკითხი - ეს დასაქმება, სტაბისლურობა და დედაქალაქის განვითარებაა".- უგულავას ციტირებას ახდენს ქართული მასმედია. მან განაცხადა, რომ თავის გუნდთან ერთად უახლოეს მომავალში წინასაარჩევნო პროგრამას წარმოადგენს, თბილისის მოქალაქეებს კი „დეტალურად ეცოდინებათ, თუ რა გახდება პრიორიტეტი „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატისათვის. უგულავას პროგრამის ერთადერთი განმასხვავებელი ოპონენტებისაგან ისაა, რომ მას უკვე მზად აქვს წინა საარჩევნო სლოგანი. ის ამგვარად ჟღერს:"გასაკეთებელი კიდევ ბევრია". სინამდვილეში, ამ სლოგანის ქვეშ ხელის მოწერა ნებისმიერს შეუძლია და თანაც არა მხოლოდ მერობის კანდიდატს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100