მთავარი | აზრები | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
- საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა? 23.05.2013 13:27 საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღს და ტყვია–წამალს ყიდდნენ. ამ სენსაციურ ინფორმაციას ექსპერტი მამუკა არეშიძე აქვეყნებს. არეშიძის მტკიცებით, იარაღი რამდენიმე სამხედრო ბაზიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის რამდენიმე საწარმოს ანგარიშზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო ჩარიცხული. ექსპერტი არ ასახელებს იმ ქვეყანას, საიდანაც ეს თანხები შემოვიდა.
- სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა 16.05.2013 18:17 ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915–1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება?
- სტალინის კულტი დედოფლისწყაროში 13.05.2013 11:05 მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება.
- ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები 13.05.2013 11:02 სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო ”სვობოდას” თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის ”მიეზღვა” გიორგი ფარესაშვილს?
- ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან? 25.04.2013 19:00 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?
- ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს 25.04.2013 18:58 პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან–მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია.
- რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი 18.04.2013 12:37 პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?
”ფერადი რევოლუციების” უკუსვლა
30.04.2010 | 00:33უკრაინისა და ყირგიზეთის ოდესღაც პროდასავლური მთავრობების კურსი ახლა შეიცვალა, მეზობლები კვლავ რუსეთისკენ მიტრიალდნენ. რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმებულ შეთნამხებას შავი ზღვის ფლოტის შესახებ დღემდე განიხილავენ პოლიტიკოსები და ექსპერტები. თუმცა უკრაინისგან სხვა სიურპრიზსაც უნდა ველოდოთ, რომელიც საკმაოდ უსიამოვნო იქნება საქართველოსთვის. ახლახან სტრასბურგში ვიქტორ იანუკოვიჩმა არ გამორიცხა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი სპარტანულ სიმშვიდეს ინარჩუნებს და ოკეანის მეორე მხრიდან ახდენს საქართველოს მიღწევების და მოსკოვის შეცდომების დეკლარირებას. ოპოზიცია და ექსპერტები კი წინასწარმეტყველებენ, რომ ქვეყანას მორიგი მძიმე დრო ელის.
დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები აცხადებენ - რუსეთი დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს. "პრორუსულმა ხელმძღვანელებმა უამრავი კარგი დაპირება მიიღეს მედვედევისა და პუტინის მხრიდან: კრემლი სრული სვლით სარგებლობს ამერიკისა და ევროკავშირის უყურადღებობით და ცდილობს თავისი გავლენა გაავრცელოს კიევზე",- წერს ბრიტანული მასმედია. უკრაინისა და რუსეთის ახლანდელი პარტნიორული ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეს.
მართალია, იანუკოვიჩს ცალსახად არ უთქვამს, რომ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუმცა მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა - არაფერია გამორიცხულიო. სხვანაირად როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს განცხადება?
ოფიციალურმა თბილისმა ვერ შენიშნა მოსალოდნელი ცუდი ამბავი. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით კომენტარებისგან თავს იკავებენ ენაწყლიანი ქართველი პოლიტიკოსები. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აგერ უკვე 20 დღეა ამერიკაში იმყოფება, დაიღვარა პიარ-გამოსვლით. "რუსეთმა ვერ შეაჩერა საქართველოს განვითარება და ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას".
მაგრამ როგორ მოექცევიან უკრაინას, რომელიც იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს საქართველოს მთავარი პარტნიორი იყო? უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან შუამავლის მისია იკისრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ. ის დღეს გაემგზავრა კიევში საერთაშორისო ფორუმზე ევროპა-უკრაინა. როგორც ქართული პრესა იუწყება, ფორუმის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი გამოვა სიტყვით და შეეხება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, აღმოსავლეთის პარტნიორობას და რეგიონულ თანამშრომლობას. ბარამიძემ დაგეგმა შეხვედრები უმაღლესი რადის ევროატლანტიკური კომიტეტის თავმჯდომარესთან ბორის ტარასიუკთან, უკრაინის პირველ პრეზიდენტთან ანატოლი კრავჩუკთან და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან ლეონიდ კუჩმასთან. არაფერს ამბობენ უკრაინის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ.
თუმცა, ოფიციალურ თბილისს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. მოახერხებენ კი ქართველი პოლიტიკოსები ახალი რეალიების გათვალისწინებით ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას? მოხერხდება თუ არა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხში თუნდაც ნეიტრალიტეტის შენარჩუნება? ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოლაპარაკების გადასაწყვეტია. პოლიტიკა შესაძლებობის და შეუძლებლობის ხელოვნებაა. ამიტომაც იანუკოვიჩის გამოსვლის შემდეგ ექსპერტები საქართველოს რთულ დროს უწინასწარმეტყველებენ.
მამუკა არეშიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: "უკრაინის პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს პირველ რიგში ევროპასთან სავაჭროდ გამოიყენებს. თუმცა, თუკი რუსეთს შეუძლია უკრაინის ხელისუფლების თანხმობიდ მოპოვება ამ საკითში, მაშინ ამას ძალიან დიდი შედეგები მოყვება". მან გამოთქვა იმედი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ვაჭორბის საგანი გახდება ევროპასთან. პოზიცია კი შესამჩნდევად გამოცოცხლდა. ის კვლავაც იმუქრება ყირგიზული სცენარით. თუკი ადრე საქართველოში ახალი რევოლუციის მოხდენის შანსები თითქმილ ნული იყო, ახლა ოპოზიციას კიდევ ერთი კოზირი მოუვა უკრაინის მიერ ახალი რესპუბლიკების აღიარების შემთხვევაში.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info